achiko12

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13
|
#36522329 · 21 May 2013, 17:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკლესიის თარგმანი: ,,მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ." (დაბ. 1:2). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე და ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით." (დაბ. 1:2). ეკლესიის თარგმანი: ,, უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან." (გამოსვლა, 3:14). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მიუგო ღმერთმა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, და განაგრძო: «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“»." (გამოსვლა, 3:14). ეკლესიის თარგმანი: ,,როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური." (მათე, 2:11). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან. დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს ბავშვს, ამოალაგეს თავიანთი განძეული და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა." (მათე, 2:11). ეკლესიის თარგმანი: ,,ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.“ (მათე, 9:18). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,როცა მათ ამას ეუბნებოდა, ერთი მმართველი მივიდა მასთან, მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ასული უკვე მკვდარი იქნება, მაგრამ წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება“.“ (მათე, 9:18). ეკლესიის თარგმანი: ,,ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.“ (მათე, 14:33). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ნავში მყოფებმა მდაბლად თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“.“ (მათე, 14:33). ეკლესიის თარგმანი: ,,ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!“ (მათე, 15:25). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,, ქალი კი მივიდა, მდაბლად თაყვანს სცემდა და ეუბნებოდა: „უფალო, დამეხმარე!““ (მათე, 15:25). ეკლესიის თარგმანი: ,,და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.“ (მათე, 28:9). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,და აი, იესო შეხვდა მათ და მიესალმა: „გამარჯობათ!“ ისინი კი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და მდაბლად თაყვანი სცეს.“ (მათე, 28:9). ეკლესიის თარგმანი: ,,იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.“ (მათე, 28:17). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,და როცა დაინახეს იგი, მდაბლად თაყვანი სცეს, მაგრამ ზოგი ეჭვობდა.“ (მათე, 28:17). ეკლესიის თარგმანი: ,,შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.“ (მარკ. 5:6). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,შორიდან დაინახა თუ არა იესო, მიირბინა მასთან და მდაბლად თაყვანი სცა.“ (მარკ. 5:6). ეკლესიის თარგმანი: ,,ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.“ (ლუკა, 24:52). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მათ კი მდაბლად თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.“ (ლუკა, 24:52). ეკლესიის თარგმანი: ,,ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.“ (იოანე, 9:38). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანი სცა.“ (იოანე, 9:38). ეკლესიის თარგმანი: ,,ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში." (მათე, 5:19). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ამიტომ მას, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უმცირესი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის; მას კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის." (მათე, 5:19). ეკლესიის თარგმანი: ,,და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში." (მათე, 25:46). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ»." (მათე, 25:46). ეკლესიის თარგმანი: ,,ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე." (ლუკა, 12:8). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,გეუბნებით: ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე, რომ ერთობაშია მასთან." (ლუკა, 12:8). ეკლესიის თარგმანი: ,,ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში." (ლუკა, 23:43). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. (ლუკა, 23:43). ეკლესიის თარგმანი: ,,ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში." (იოანე, 6:56). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან." (იოანე, 6:56). ეკლესიის თარგმანი: ,,უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ." (იონე, 8:58). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“." (იონე, 8:58). ეკლესიის თარგმანი: ,,ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება." (იოანე, 14:16–17). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია." (იოანე, 14:16–17). ეკლესიის თარგმანი: ,,მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. " (საქმეები, 10:36). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მან სიტყვა გაუგზავნა ისრაელის ძეებს, ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ ის არის ყველას უფალი." (საქმეები, 10:36). ეკლესიის თარგმანი: ,,მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით." (საქმეები, 20:28). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა." (საქმეები, 20:28). ეკლესიის თარგმანი: ,,სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, რომლეთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.“ (2 პეტრე, 1:1–4). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვისაც ჩვენ მსგავსად წილად ხვდათ პატივი, ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის სიმართლით მიეღოთ იგივე რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს: წყალობა და მშვიდობა გიმრავლდეთ ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მეშვეობით; ღვთის ძალამ ყველაფერი მოგვცა, რაც სიცოცხლისა და ღვთისადმი ერთგულებისთვის არის საჭირო, მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც დიდებითა და ზნეობით მოგვიხმო. ამ ყველაფრის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები გულუხვად მოგვცა, რათა მათი დახმარებით ღვთის ბუნების მოზიარენი გახდეთ, რადგან თავი დააღწიეთ ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.“ (2 პეტრე, 1:1–4). –აქ შეგნებულად არის გამიჯნული ერთმანეთისაგან ღმერთი და იესო ქრისტე (იხ. ასევე, ტიტე, 2:13) ასევე არის შეცვლილი ფრაზა – "მისმა საღვთო ძალამ" ფრაზით – "ღვთის ძალამ." ეკლესიის თარგმანი: ,,რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი." (2 პეტრე, 1:21). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა." (2 პეტრე, 1:21). ეკლესიის თარგმანი: ,,ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში." (რომ. 8:1). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ამიტომ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ," (2 პეტრე, 1:21). –აქ ასევე გამოტოვებულია სიტყვა „ახლა“. ეკლესიის თარგმანი: ,,და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში." (რომ. 8:23). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ჩვენ თვითონაც, ვისაც გვაქვს პირველი ნაყოფი ანუ სული, ვოხრავთ და მოუთმენლად ველით შვილებას, ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით." (რომ. 8:23). ეკლესიის თარგმანი: ,,მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ." (რომ. 9:5). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მათნი არიან წინაპრები და მათგან არის ქრისტე ხორციელად; ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ." (რომ. 9:5). ეკლესიის თარგმანი: ,,რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება." (რომ. 10:13). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. (რომ. 10:13). ეკლესიის თარგმანი: ,,დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია." (რომ. 13:1). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ." (რომ. 13:1). ეკლესიის თარგმანი: ,,და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე." (1 კორ. 10:4). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,და ყველა ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდა. იმ სულიერი კლდიდან სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა." (1 კორ. 10:4). ეკლესიის თარგმანი: ,,ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?" (1 კორ. 14:14–16). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ასევე თქვენც, რადგან ესწრაფვით სულის ძღვენს, ეცადეთ კრების აღსაშენებლად იუხვოთ მათში. ამიტომ უცხო ენაზე მოლაპარაკემ ილოცოს, რომ თარგმნაც შეძლოს, რადგან, თუ უცხო ენაზე ვლოცულობ, სულის ძღვენი ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა. მაშ, რა ვქნა? მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვილოცებ, არამედ გონებითაც. მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას, არამედ გონებითაც. თუ სულის ძღვნით ასხამ ხოტბას, როგორ იტყვის ამინს შენს მადლიერების სიტყვებზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თუკი არ იცის, რას ამბობ? (1 კორ. 14:14–16). ამ მუხლებში 1 კორინთელთა 14:12–16 მონაკვეთში ფრაზა ”სულის ძღვენი” არის დამატებული რომელიც ცვლის სიტყვა –სულს, ამის შედეგად პავლე რომლიც მიჯვნავს და ანსხვავებს ერთმანეთისაგან თავის საკუთარ სულსა და გონებას არის ამოღებული და გაუქმებული. ამდენად, ამ ადგილზე მარტივი კონტრასტი სულსა და გონებას შორის შეცვლილია ”სულის ძღვენით“ და (ჩემი) გონებით. ეკლესიის თარგმანი: ,, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.” (გალატ. 6:18). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა იყოს, ძმებო, თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან. ამინ.“ (გალატ. 6:18). ეკლესიის თარგმანი: ,,ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.“ (ფილიპ. 1:23–24). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,, ეს ორი რამ მაწუხებს. მე კი გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს, რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, მაგრამ ჩემი ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.“ (ფილიპ. 1:23–24). ეკლესიის თარგმანი: ,, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.“ (ფილიპ. 2:6). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა.“ (ფილიპ. 2:6). ეკლესიის თარგმანი: ,,რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,“ (კოლ. 1:16–18). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები. ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა. ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი და ის არის სხეულის, კრების თავი. ის არის დასაწყისი, პირმშო მკვდრებს შორის, რათა პირველი გამხდარიყო ყველაფერში,“ (კოლ. 1:16–18). ეკლესიის თარგმანი: ,,ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას." (1 ტიმ. 4:1). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას." (1 ტიმ 4:1). ეკლესიის თარგმანი: ,,და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,“ (ტიტე, 2:13). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას.“ (ტიტე, 2:13). ეკლესიის თარგმანი: ,,ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“.“ (ებრ. 1:6). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,მაგრამ როცა კვლავ შემოჰყავს თავისი პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დაე, ღვთის ყველა ანგელოზმა მდაბლად თაყვანი სცეს მას!““ (ებრ. 1:6). ეკლესიის თარგმანი: ,,ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.“ (ებრ. 1:8). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ და შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.“ (ებრ. 1:8). ეკლესიის თარგმანი: ,,განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?“ (ებრ. 9:14). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,, განა ქრისტეს სისხლი უფრო არ განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს? ქრისტემ ხომ მარადიული სულის მეშვეობით უზადოდ შესწირა მსხვერპლად საკუთარი თავი ღმერთს.“ (ებრ. 9:14). ეკლესიის თარგმანი: ,,ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?" (ებრ. 12:9). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ჩვენ პატივს ვცემდით ჩვენს ხორციელ მამებს, რომლებმაც აღგვზარდეს. ამიტომ განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას და ვიცოცხლოთ?" (ებრ. 12:9). ეკლესიის თარგმანი: ,,მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს," (ებრ. 12:23). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ერთად შეკრებილებს, და ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრებას, ღმერთს — ყველას მოსამართლეს, და გასრულყოფილებული მართლების სულიერ ცხოვრებას;" (ებრ. 12:23). ეკლესიის თარგმანი: ,,და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.“ (1 პეტრე, 1:11). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ისინი იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე მიუთითებდა მათში მყოფი სული ქრისტეს შესახებ, როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა და შემდგომ დიდებათა შესახებ.“ (1 პეტრე, 1:11). ეკლესიის თარგმანი: ,,რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც,“ (1 პეტრე, 3:18–19). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მიეყვანეთ. იგი მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში და წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს,“ (1 პეტრე, 3:18–19). ეკლესიის თარგმანი: ,,თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.“ (1 იოანე, 3:24). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,უფრო მეტიც, ვინც მის მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან და ისიც ერთობაშია ასეთ ადამიანთან; ის რომ ერთობაში რჩება ჩვენთან, ვიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.“ (1 იოანე, 3:24). ეკლესიის თარგმანი: ,,საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.“ (1 იონე, 4:1–6). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,,საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა. აი, როგორ იცნობთ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვებს: ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის, ხოლო ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის. უფრო მეტიც, ეს ანტიქრისტეს შთაგონებული სიტყვაა, სიტყვა, რომლის მოსვლის შესახებაც მოისმინეთ და რომელიც უკვე ქვეყნიერებაშია. თქვენ ღვთისგანა ხართ, შვილებო, და უკვე სძლიეთ ასეთ ადამიანებს, რადგან თქვენთან ერთობაში მყოფი ქვეყნიერებასთან ერთობაში მყოფზე დიდია. ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს." (1 იონე, 4:1–6). ეკლესიის თარგმანი: ,,ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.“ (იუდა, 19). საგუშაგო კოშკის თარგმანი: ,, ესენი არიან ხორციელი ადამიანები, რომლებსაც სულიერობა არა აქვთ და განხეთქილებებს იწვევენ.“ (იუდა, 19).
|