Waveიოანეს სახარება 13;13: თქვენ მე მოძღვარსა და
უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ,
რადგანაც ვარ.იოანე 10;33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან
კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი."
თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით" (II კორ. 11:4).
ბიბლიური მოძღვრების უარმყოფელია ის ცრუ მოძღვრება, რომელიც არ აღიარებეს, არ ინახავს და არ იცავს მოციქულთაგან (და არათუ კაცთაგან) გადმოცემულ წმიდა გადმოცემებს, რომელთა აღიარებაც როგორც ბიბლია გვასწავლის სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის:
II თესალონიკელთა 2:15: "ძმებო იდექით და გეპყრათ გადმოცემები რომლებიც გისწავლიათ ჩვენი
სიტყვით თუ წერილით".
ესეიგი მარტო ბიბლია არ არის ყველაფერი, მართლმაიდებლური ეკლესია კი მოციქულთაგან არა მარტო წერილით არამედ სიტყვით გადმოცემულსაც ინახავს
II ტიმოთე 2:2: "რაც მოისმინე ჩენმგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა".
მოციქულთა ზეპირი გადმოცეცმა თანაბრ მნიშვნელოვანია წმ. წერილისა და წმიდა წერილის მსგავსად იწოდება ღვთის სიტყვად:
I თესალონიკელთა 2:13: "განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ იგი არა როგორც, კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია".
საქმე მოციქულთა 20:31: "იფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს".
II იოანე 1:12: "ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული".
III იოანე 1:13,14: "ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო, ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ, და პირისპირ ვილაპარაკებთ".
მოციქულთა ზეპირი გადმოცემა ეწოდება წმ. წერილში ჩაუწერელ მაგრამ წმ. წერილთან (ე.ი ბიბლიასთან) ერთად ეკლესიაში დაცულ მოციქულთა მიერ ზეპირად გადმოცემულ მოძღვრებას (ესაა: საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება, სარწმუნოებრივი სიმბოლო, საღმრთო ლიტურგია, საერთოდ ღმრთისმსახურების წესი და საეკლესიო ისტორია):
ფილიპელთა 4:9: "რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემგან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან".
საქმე მოციქულთა 20:31: "იფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს".
II პეტრე 1:20,21: "ესეც იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდენ მას".
I კორინთელთა 11:23: "მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ... აიღო პური მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ, ჭამეთ..."
I კორინთელთა 11:34: "თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ".
საქმე მოციქუთა 1:2,3: "იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია, რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ... ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე".
ლუკა 1:1-2: "ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტვის მსახურება".
უფალი და მოციქულები ცხადლივ მოწმობენ, რომ ქრისტეს ეკლესია მისი დაარსების (სულთმოფენობის) დღიდანვე მარადიული, უძლევველი და დაურღვევველია, რომ იგი იარსებებს აღსასრულამდე სოფლისა:
I ტიმ 3:15: "იცოდე როგორ მოიქცე ღვთის სახლში რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი".
მათე 16:18: "კლდეზე (ჭეშმარიტ რწმენაზე) ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი".
ეფესელთა 3:21: "მას (ღმერთს) დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ".
I კორინთელთა 11:26: "ყობრლთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვლდილი, ვიდრე მოვიდოდეს".
მათე 28:20: "მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ".
მათე 24:21,22,24: "იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება, ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლედება ის დღეები. აღდგებიან ცრუქრისტენიდა ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულებიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ".
კოლ. 1:18: "ის არის ეკლესიის სხეულის თავი".
ქრისტეს ეკლესიას არ შეადგენს 2-3 მორწმუნე ადამიანის შეკრება
მთ. 18:16-17: "ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი".
სულიწმიდა ქრისტეს მორწმუნეთა საზოგადოებას უწოდებს ეკლესიას და არათუ ორგანიზაციას
(ეფ. 5:23,24,27,29).
სარწმუნოების მასწავლებლებად - ბიბლიის განმარტებლებად გამორჩეულნი, გონებაგახსნილნი და დადგენილნი არიან მოციქულები, ეპისკოპოსები - მწყემსები და მოძღვრები ეკლესიისა, რომელთაც მიცემული აქვთ მადლი ცათა სასუფევლის საიდუმლოებების ცოდნისა და უფლება მორწმუნეთა დამოძღვრისა
იოანე 15:16: "თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ".
მათე 13:11: "თქვენ (მოციქულებს) მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ მიცემული".
ლუკა 24:45: "მაშინ გაუხსნა მათ (მოციქულებს) გონება წერილის გასაგებად".
II ტიმოთე 1:11,13: "მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი. (აბობს მოც. პავლე). ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით".
II ტიმოთე 2:15: "ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად".
ტიტე 1:9: "(ეპისკოპოსი უნდა იყოს) სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ შესძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი".
ტიტე 2:1: "შენ კი (ტიტე კრიტის ეპისკოპოსო იხ. 1:5) ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას".
II ტიმოთე 1:6: "შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში."
II ტიმოთე 2:2: "რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს (ხუცესებს) რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა".
საქმე 20:28: "გაუფრთხილდით თქვენ თავსაც (ეუბნება მოციქილი უხუცესებს ე. ი. ეპისკოპოსებს) და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსიდეთ ღვთის ეკლესიას".
ებრაელთა 5:6: "არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს".
ადამიანებმა არ უნდა მოიგონონ ბიბლის განმარტებები, ის ვინც არ არის დადგენილი, ე.ი. ხელდასხმულნი ქადაგებასა და ღვთისმსახურებაზე, არ უნდა მოჰკიდოს ხელი წმ. წერილის განმარტებას. რადგან თვითნებურად განმარტებლები ბიბლიისა ამახინჯებენ მის სწავლებას, რაც დამღუპველია, როგორც მათვის ისე მათი მოწაფეებისათვის
რომაელთა 10:15: "როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?"
I კორინ. 7:10: "ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი".
I კორინ. 12:29: "ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია?"
იაკობი 3:1: "ჩემო ძმებო ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ".
II პეტრეს 3:16,17: "(პავლე მოც. წერილებში) ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპავად. თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინდაწინ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცთომილებებს".
მათე 5:19: "ამრიგად ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
მათე 15:14: "ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივე ორმოში ჩაცვივიან".
გამოცხადება 22:18,19: "ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან".
II კორინთელთა 2:17: "ჩვენ (დადგენილი მქადაგებელნი ბრძანებს პავლე მოც.) არ ვაჭრობთ, როგორც მრავალნი (თვითმარქვიები) ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს".
მღვდლობა ახალ აღთქმაში არ გაუქმებულა არამედ შეიცვალა (ახალაღთქმისეულმა სამღვდელოებამ - ყველა ერების წევრთაგან შემდგარმა სამღვდელოებამ - ეს. 66:18,19,21 - შეცვალა ლევიანური სამღვდელოება

:
ებრაელთა 7:12: "რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც".
წმ. პავლე მოციქული თავის თავს უწოდებს მღდელმსახურს:
რომაელთა 15:15,16: "მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რათა ვიყო მე მსახურ იესო ქრისტესა წარმართთა მიმართ, მღვდლობის მოღუაწე ... რათა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთა შეწირულ და განწმედილ სულითა წმიდითა".
ღირსეული მღვდლების ორმაგი პატივს შესახებ:
(მალ. 2:7): "მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი"
(Iტიმ. 5:17,18): "ხუცესნი, რომელნიც წესიერად ასრულებენ საქმეს ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღვწიან ქადაგებითა და დამოძღვრით. ვინაიდან წერილი ამბობს "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს."და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა".
(Iთეს. 5:12,13): "გთხოვთ, ძმანო, სცანთ თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო"