tamti1მაგარი ილაპარაკა, ამაზე ამბობდნენ ჭკვიანი და კარგი მამაოაო?
ამ სიძულვილის მქადაგებლის მარგალიტები:
"ისეთ ათეისტურ სამყაროშიც კი, როგორიც საფრანგეთია, როგორი პროტესტი მოყვა ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას, მათი შვილები წინასწარ ვიცით რომ გაუბედურებულები არიან"
"ცდილობენ რომ 17 მაისი საერთაშორისო დღედ გამოაცხადონ"
"ბუნებრივია რომ ჰომოსექსუალები ავადმყოფები და საცოდავები არიან"
"ჩემს პრაქტიკაში მაქვს განკურნებული"
"პატრიარქმა 2 წლის წინ თქვა, რომ ეს არ გაებედათ"
"არსებობს საცოდავი განწყობები ადამიანებისგან რომლებიც ამ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან მაგრამ ამბობენ, რომ რა მოხდა მერე ადამიანი თავისუფალია" - ეს ჩვენზეც გადმოვიდა, სიძულვილი დაგვანთხია პირდაპირ

ყველას გადაწვდა შხამით და აგრძელებს "მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ პროპაგანდის უფლება ნარკომანებს"
მერე ვაბშე სისულელე
"მარიხუანას ერთხელ მოწევით ფსიქიური პრობლემები დაეწყოთ და ვერ განკურნებულან" ორი წუთის წინ ამბობდა რო თვითონ განკურნა
"ანატომია არ იძლევა ამის საშუალებას რომ კაცი და კაცი ან ქალი და ქალი შეერთდნენ"
"მე ნასაუბრები ვარ ამ საქმის "პრაფესიანალებთან" და რო აიღებენ მხოლოდ 3% ია თავიდანვე ასე დაბადებული, დანარჩენი 97% გარყვნილია" - ეს წამია აღიარა, რომ ზოგი ადამიანი ასე იბადება, მართალია % მოგვატყუა.
ეხა გვითვლის სექსუალურ გარყვნილებებს:
"პედოფილია" - იგივეს გვეუბნებიან ახლა (ჰომოსექსუალიზმს გულისხმობს)
"გერენტოფილია"
"ნეკროფილია" - რომელიღაც ქვეყანაში მიიღეს კანონი რომ გარდაცვლილ ცოლთან შეუძლია იცხოვროს
"ნეკროპედოფილია" - ეტყობა უკვე "ნახადუ" იგონებს
"ზოოფილია" - ეხა იტყვის რომ მინდა მეგობარი ძაღლი მყავდეს
წმინდა წერილი ბოლომდე არ მაქვს წაკითხულიო (whaaaaaaaaaaaaaaaaaaaat?

)
"უცხოეთში არის ბაღები სადაც ჰომოსექსუალიტი ბავშვები ყავთ... 5 წლამდე"
"თუ ყველანი ესენი გახდნენ, სამყარო როგორ გამრავლდებააა?"
"დღეს არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ სოდომ გომორი ნამდვილად არსებობდა მკვდარ ზღვაში გოგირდით დაფარული"
"აი რო მინდა ხოლმე ჩემმა სულიერმა შვილებმა ცოლი მოიყვანონ და ვეძებთ, აი ის გოგონა ხომ არ მოგწონს შვილო" მაჭანკალიც ყოფილა ეს.
მერე კითხულობს ამონაწერს ბიბლიიდან და შესავალი აქვს:
"ცოტა ისე წერია, მაგრამ რა ქვნა წმინდა წერილში წერია და"
"ინცესტი დღეს ჩვეულებრივი ამბავია, ოღონდ კულისებში და ამასაც დააკანონებენ ალბათ"
"ეს ხორცი თქვენ არ გეკუთვნითაა, ღმერთისაა... რატომ ესე? იმიტომ რომ ღმერთი არი" - მოკლა ლოგიკა და არგუმენტაცია დააკლა თავზე.
"ჩვენ გვირჩევნია მოვკვდეთ, მაგრამ ამის ნება არ მოგცეთ" - პროპაგანდისტებს ემუქრება
"ყველანი 17-ში 11სთ-ზე შევიკრიბოთ და მშვიდობიანად, მხოლოდ სიტყვით, ყველას გავაგებინოთ რომ ეს ცოდვაა"
წავიდა
და მერე მოვიდა
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად... მაგრამ ამის გაკეთებას რასაც ცდილობენ, ჩვენ არ დავუშვებთ"
მადლობა, ვიცინე ნახევარი საათი, ესეიგი მამაოჩხუბი მაინც იქნება