დეკანოზი ლევან მათეშვილი: ამის გამო, ცოტა ხანში ეკლესიის კედლებში აღარავინ დარჩება
21:30 18.05.2013
,,ძალიან ცოტა ხანში ეს პროცესები, გარწმუნებთ, მთლიანად მოიცავს ეკლესიას და ამის გამო, ცოტა ხანში ეკლესიის კედლებში აღარავინ აღარ იქნება"
ასე ეხმიანება დეკანოზი ლევან მათეშვილი გუშინ რუსეთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციის დარბევას.
"ამ ადამიანებში არანაირი ქრისტიანობის ნატამალი არ არის. იქ სადაც უსიყვარულობა არის, იქ არ არის ქრისტე. წმინდა გიორგი მითოლოგიაა მხოლოდ. ეს ადამიანები მზად არიან დაიცვან კბილებით, იარაღით, თოფებით თუ ხელკეტებით მართლმადიდებლობა და თავპირი დაუმტვრიონ სხვას ამის გამო.
წარმოიდგინეთ რა სიგიჟეა ეს, მათ შორის თავად ქრისტიანებს, ერთი ეკლესიის წევრებს და ეს უკვე ცხადდება. მათ გონიათ, რომ საღმრთო საქმეს, ქრისტეს საქმეს აკეთებენ დედამიწაზე, საქართველოში, აქ ამით ანგრევენ ეკლესიას. რა ვქნათ, ეს წუთისოფელია და ეს ყველაფერი ასეთ ადამიანებზე ბოროტი წუთისოფლის ზეგავლენის შედეგად მოვლენილია. მათ თვითონაც ვერ გაუგიათ ეს.
ეს სამწუხარო მდგომარეობა შეუქცევადი პროცესია. ძალიან ცოტა ხანში ეს პროცესები, გარწმუნებთ, მთლიანად მოიცავს ეკლესიას და ამის გამო, ცოტა ხანში ეკლესიის კედლებში აღარავინ აღარ იქნება. 21–ე საუკუნეში ასე უსიყვარულოდ, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს, ასევე, ძალიან ბევრი საბაბი აქვს ადამიანს, რომ არ იყოს ქრისტიანი, საკუთარი ვნებებიდან დაწყებული და მოუცლელობით დამთავრებული.
როდესაც ეკლესია თავის თავს ამგვარად წარმოაჩენს და ამგვარად მოძღვრებას წარმოაჩენს, რომ ქრისტე არის სადისტი, სასტიკი მბრძანებელი ღმერთი, რომელიც ელოდება ცოდვილ ადამიანს, რათა იგი დასაჯოს, ამგვარად მოძღვრებას აუკუღმართებენ, უსიყვარულოდ რაცხს და ცილს სწამებს ქრისტეს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი. წყალობა უნდა ქრისტეს და არა მსხვერპლი. იმას კი არ ქადაგებენ, რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ და დასასჯელად არ ვემეტებით,"– აცხადებს დეკანოზი ლევან მათეშვილი.
წყარო:
http://www.newposts.ge/sazogadoeba/13018-a...-kedlebshi.html