არ ვიცი.. არ ვიცი... უკვე ისე ვარ იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებული რომ ნებისმიერი მათი "დამაჯერებელი ფაქტი" მათ მიერვე შეთხზული და გადაკეთებული მგონია...
ჯერ მარტო ის რად ღირს რომ დღედა ღამე ბიბლიაჩახუტებულები დადიხართ... ბიბლიას კიდევ რომ გადაშლი პირველივე გვერდზე ჯვარია გამოსახული... თქვენ კი ჯვარს პატივს არ სცემთ... არაა მაი საქციელი ლოგიკური...
ან კიდევ გამახსენდა...
მაინტერესებს ფრენას მართლა აპირებთ?

ცუდად არ გამიგო "ჯიგარო" მაგრამ მართლა მაინტერესებს გგონიათ რომ საბნით გაფრინდებით?
იმდღეს კიდევ ერთ-ერთი კლასიკურ სამოსში გამოწკეპილი იეჰოვას მიმდევარი მეუბნეოდა ბიბლიაში ნახსენებ მეორედ მოსვლაზე...
მკვდრები ადგებიან და იტანტალებენო...

სასაცილოა.... არ გეწყინოთ... მაგრამ მართლა სასაცილოა... თქვენ გჯერათ რომ დედამიწის არსებობის განმავლობაში, მილიარდობით ადამიანი რომელიც ამავე პლანეტის მიწაში განისვენებს, (თუ დარჩა მათგან რამე) ადგება? და ივლის წინ და უკან?
და რა მაინტერესებს ჰომოსაპიენსებს თუ ეხებათ ეგ?
არ ვიცი შეიძლება მე "ნამდვილ" იაჰოვას მიმდევარს არ შევხვედრივარ...
იეჰოვას მოწმეები მე ყოველთვის ფერადი, ლამაზი სურათებით აჭრელებული ჟურნალებით ხელში წარმომიდგენია... რომელიც ცდილობს ამ ლამაზი და ფერადი სურათებით, გაუნათლებელი მოხუცი მოხიბლოს... და არაერთხელ შევსწრებივარ ამ სცენას...
ო დამავიწყდა მეთქვა რომ მე პირადად ათეისტი ვარ... ნუ ამ ბოლოდროს შეიძლება ითქვას აგნოსტიკი... (არ მიყვარს ეს სიტყვა ) რამე სხვა "კონკურენტი" რელიგიის წარმომადგენელი არ გეგონოთ... : D
უბრალოდ ერთი რამ ამიხსენით... რატომ? რატომ აკეთებთ მაგ ყველაფერს? რატომ დადიხართ ქუჩა ქუჩა და ხალხის დაცინვის საგანი ხდებით? არ ვიცი შეიძლება თქვენ ვერ ამჩნებვთ ( რაშიც ეჭვი მეპარება) მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ქართველი ერის დიდი ნაწილი არასერიოზულ ხალხად აღგიქვამთ...
ნუ მიწყენთ მარა მეც არამგონია ამდენი უძველესი რელიგიის ფონზე ვითომ "სწორი" XIX-XX საუკუნეში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია თავისი "თანამედროვე" შეხედულებებით და საშუალებებით რამე სერიოზულს ქადაგებდეს...
მაგრამ რაც მართალია მართალია...
თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე რომ არაჩვეულებრივი სტილი გაქვთ.... განუმეორებელი... მშვიდი... სიკეთით აღსავსე... უკონფლიკტო... ლაპარაკის მანერიდან დაწყებული თქვენი საიტით დამთავრებული... პირდაპირ მისწრებაა სუსტი და დაჩაგრული ადამიანისათვის...
მე მაპათიეთ თუ რამე არასწორად დავწერე "ჯიგარებო" და "თირკმელებო"...
დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდებათ რომ მაპატიოთ... თქენ ხო ყველას ყველაფერს პატიობთ... თქვენ ხომ სიკეთის განსახიერებები ხართ... ნუ გამკიცხავთ ძალიან...

და წარმატებები ახალი გზააბნეული მსხვერპლის გამოჭერაში...
პს: იმედი მაქვს მეყოფა ნებისყოფა და ამ თემაში აღარ შემოვიხედები თორემ ნამდვილად არ მელის კარგი დღე...