#45977149 · 18 Oct 2015, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
achi delisi
QUOTE | ღმერთმა კი არ შობა საკუთარი თავი. ნუ ართულებ ძაან ჩახლართე. |
მე კი არ ვხლართავ ეს თქვენ ხლართავთ და ართულებთ. მამა არის ღმერთი, ღმერთის ერთი გამოვლინებული პირი ანუ ღმერთი ჰო და მეუბნები რომ შობა ძე ღმერთი ანუ თავისი გამოვლინებული პირი ანუ კიდევ ერთი ღმერთი. რატომ? რაში დაჭირდა ღმერთს საკუთარი თავის გამოვლენა განსხვავებული პირების მეშვეობით? რომლების არიან იგივე ღმერთები
QUOTE | ეგ ღმერთის ბუნებრივი თვისებაა რომ შობს ძეს, - თავად ღმერთის ბუნება და თვისებაა ეგ |
ჰო და მაგას გეკითხები რაში ჭირდებოდა ღმერთს ისეთი ბუნებრივი თვისება რომ შეექმნა სამი თავის მსგავსი პირი, იგივე ღმერთი იგივე საკუთარი თავი?
QUOTE | სულიწმინდა რომ მამისაგან გამოდის |
სულიწმინდა მამისგან გამოდის მამის მსგავსად არ არის დაუსაბამო, უშობელი, მამას სულიწმინდა აქვს ( ლოგოსი იძახდა უბადლო მცონდე) სულის სახით და მაინც თანასწორნი არიან ჰო?  როგორ შეიძლება თუ ეს სამი პირი განუყოფელია, ერთმანეთში არსებობენ ანუ არსებობენ როგოც ერთი პირი, ერთი ღმერთი ეს სამივე არის ერთი ღმერთის გამოვლინებული სამი ღმერთი (პირი) და (ამას ვიძახი იქიდან გამომდინარე რომ ღმერთის ყველა გამოვლინება რადგანაც ღმერთია ეს სამივე ღმერთის გამოვლინებული პირები არიან შესაბამისად სამივე ღმერთია ანუ სამი ღმერთი) იყოს ეს ღმერთი ერთდროულად დაუსაბამო, უშობელი და გამომავალი? QUOTE | არ არსებობს მამა ძის გარეშე. |
შეგიძლია დამიციტირო მსგავსი რამ ბიბლიიდან?
QUOTE | კონტექსტი, ბიბლიის შინაარსის მთლიანი ფონი, ბიბლიის სამეტყველო ენის სპეციფიკა, ესა თუ ის მუხლი აზრობრივად, შინაარსობრივად უნდა იყოს მთელი ბიბლიის ორგანული ნაწილი, ასევე საჭიროა ორიენტირება ობიექტურ შეფასებაზე. |
ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი თვლის რომ მათი განმარტება არის სწორი და ობიექტურობაზე ორიენტირებული. ვინ ადგენს ობიეტურობას? რატომ არის თქვენს მიერ განმარტებული ბიბლია ობიექტურობაზე დაფუძვნებული და იეჰოვას მოწმეების ან სხვისი განმარტებული ბიბლია არაობიექტურობაზე, მცდარ, არასწორ განმარტებაზე დაფუძვნებული? რატომ არის თქვენი კონტექსტიდან გაგებული ესა თუ ის მუხლი სწორი, მთლიან ბიბლიის შინაარსთან და სამეტყველო ენის სპეციფიკასთან შესაბამისობაში და სხვების არა? რა მთავაზობთ თქვენ რომ დავრწმუნდე თQვენის განმარტებული ბიბლიის სიწორეში რა მთავაზობთ გარდა იმისა რომ ქრისტეს ეკლესია ვართ და ჩვენია სწორი და სხვების არასწორი?
QUOTE | თუ ვსარგებლობთ ნაყოფით (ბიბლიით) - მივიღოთ მცენარეც, რომელმაც ეს ნაყოფი მოისხა. (ქრისტეს ეკლესია). |
ეს მცენარე ნაყოფზე ხელოვნურად მორგებული მგონია და ვერ მივიღებ და არა ნაყოფიდან ამოზრდილი.
QUOTE | ბიბლიაში არის ბევრი ადგილები სადაც აზრი პირდაპირ წერია, და არის ადგილები რომლებსაც განმარტება სჭირდება |
რის მიხედვით ფიქრობ და გგონია რომ იმ ადგილებს რომელთაც არ ჭირდება განმარტება სადაც პირდაპირი აზრია გადმოცემული? ანუ რატომ ფიქრობ რომ პირდაპირი აზრია გადმოცემული და არ საჭიროებს განმარტებას? ღმერთის სიტყვას ხომ ბოლომდე ვერავინ შეიცნობს და რატომ გგონია რომ ის ადგილები რომელზეც ფიქრობ რომ განმარტება არ ჭირდება და პირდაპირ არის აზრი გადმოცემული იქნებ სწორედაც ის ადგილებია სადაც ვერ შეიცანი, ჩაწვდი ღმერთის სიტყვას სწორად და აქედან გამომდინარე ჩათვალე პირდაპირ უნდა გაიგო...?
QUOTE | მანდ ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ არის |
იქნებ სრულიად სხვარამეს თქმა უნდოდა უფალს ამით და შენ გგონია რომ ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ არის? გიფიქრია ამაზე? თუნდაც იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა ბოლომდე შეუცნობელია...
QUOTE | აი იეჰოვას მოწმეებისთვის კი რატომღაც სჭირდება მაგ ადგილს განმარტება. |
თქვენთვის რომ არ ჭირდება და ამათთვის ჭირდება ეს არ ნიშნავს ჯერ კიდევ იმას რომ არასწორად აქვთ გაგებული ბიბლიის ეგ ადგილი და თQვენ სწორად
QUOTE | „მე და მამა ერთი ვართ.“ |
კონტექსტზე მელაპარაკები, კონტექსტში გაგებაზე და ამ დროს რაც გაწყობს უკონტექსტოდ იგებ. როდესაც ამბობს მე და მამა ერთი ვართო ეს ფრაზა არის იმ შინაარსის დასრულებული ნაწყვეტი რაც მანამდე წერია რომლის საშუალებითაც ეს ფრაზა უკვე სხვა სახეს იღებს და არა ისეთს როგორიც თქვენ გაწყობთ. თუ კონტექსტში განიხილავ ამ ფრაზას იესო აქ გულისხმობს რომ მე და მამა ერთი ვართ მიზნებითო. კონტექსტი კი იწყება იოანეს მე-10 თავის 23 მუხლიდან
QUOTE | პ23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.
24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.
25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის
26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.
27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ
30. მე და მამა ერთი ვართ. |
თუ მამა, ძე და სულიწმინდა განუყოფელი პირებია გამოდის ძე პირთან ერთად ჯვარზე ეცვა როგორც მამა, ისე სულიწმინდა. ან როდესაც ამბობს ქრისტე მამა რათ მიმატოვეო როგორ მიატოვა მამამ როდესაც ეს პირები ცალცალკე არ არსებობენ, არამედ არიან ერთმანეთში, დაუნაწევრებლად, განუყოფლად და ა.შ? * * * დაისი
QUOTE | კოჭებში გეტყობა ნაკითხი უნდა იყო. მითხარი ერთი რატო ერთხელაც არ თქვა იესომ პირდაპირ ’მე ვარ ღმერთი’. |
ვერ მოგიყვანენ რადგან იესო არასდროს ამტკიცებდა რომ ის არის ღმერთი და მას უნდა ვეთაყვანოთ.. არ არის ბიბლიაში ადგილი სადაც იესოს მკაფიოდ და ნათლად ქონდეს ნათქვამი რომ მე ვარ ღმერთი და მე უნდა მეთაყვანოთ. მაგრამ თუ დავუშვებთ იესოს ღმერთობას და კიდევ იმას რომ მამაც თვითონ არის მივდივართ ისეთ დიდ აბსურდამდე და ალოგიკურ დასკვნამდე რასაც ღმერთის საკუთარ თავთან, საკუთარი თავის მიმართ ლოცვა საკუთარი თავის მიტოვება, საკუთარი თავის გამოგზავნა, საკუთარ თავზე საუბარი რომ ის უფრო დიდია ვიდრე საკუთარი თავი და ა.შ აბსურდამდე. თუ იესო ღმერთია არ დაწერდა იოანე რომ ღმერთი არავის უნახავსო. იმიტომ რომ იესო ნახეს!
This post has been edited by thats on 18 Oct 2015, 15:39
|