ისტორია დღესაც მეორდება, ისევ სასწაულს ეძიებს ხალხი ისევ დიდ ნიშნებს...
მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
* * * *
მოახდინა ქრისტემ უკვე სასწაული/ები
მ ო ა ხ დ ი ნ ა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... მრავალი... მოახდინა უკვე ბევრი საწაულები. ნიშნებიც აჩვენა და დიდი სასწაულებიც. "ისიც" ანახა, "ესეც" ანახა, "ასეც" უთხრა, "ისეც" უთხრა. წმინდა წერილებიდანაც მოუყვანა და დაუდასტურა
1. იოანე მოციქულმა და მახარებელმაც თქვა ღმერთიაო
2. მოციქულმა თომამაც თქვა ღმერთიაო
3. მოციქულმა პავლემაც თქვა ღმერთიაო
4. მოციქულმა პეტრემაც თქვა ღმერთიაო
5. თავადაც თქვა ღმერთი ვარო
6. მამა ღმერთმა თქვა ღმერთიაო
ითქვა ეს ყველაფერი. მოხდა სასწაულები, აჩვენა ხალხს ყველაფერი
* * *
აი უბრალოდ შეხედეთ ამ ამბავს:
და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.
სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.
მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ. მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. (მათე, 28:2-6)
ახლა რას აკეთებენ მღვდელმთავრები ამ ამბავს რომ იგებენ:და როცა ისინი წავიდნენ, აჰა,
ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა.
ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს
და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.
და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.
მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე. (მათე, 28:11-15)აი ეხლა რა არის თუ არა ეს შეგნებული უარყოფა დიდი სასწაულის? ამაზე პროტესტის გრძნობა არ გაგჩენიათ? ან არ გიჩნდებათ? გადამრევს ეს ხალხი.
პირდაპირ ფაქტის წინაშე დადგნენ, დიდი სასწაულის ფაქტის წინაშე და მაინც არ მიიღეს...
ლაზარეს აღდგენის სასწაულზეც იგივე იყო, ყველამ გაიგო ეგ, აი მთელმა ქალაქმა და ქვეყანამ რომ 4 დღის მკვდარი აღადგინა და მაგ შემთხვევაშიც ფაქტის წინაშე დადგნენ მაგრამ...
ეეჰ