#46762169 · 18 Jan 2016, 22:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE | საკუთარი თავიდან ძიება არასწორია და ვერანაირად ვერ გაძლევს იმის გარანტიას რომ ჭეშმარიტებას იპოვი |
გარანტიებით საუბარი ასეთ სიღრმეებში არასწორი მგონია. რა გარანტიებზე საუბრობ სამყაროში სადაც შეიძლება ხვალ ვერ გავიღვიძო? საქმეც მაგაშია რომ უნდა გახვიდე მაგ 'ვიგოდნი' სიტუაციიდან, სადაც მხოლოდ გარანტიები და 'ჯილდოები' გვაინტერესებს.
QUOTE | პირადი გრძნობები და ინტუიციები არ წარმოადგენს სანდო მეთოდს... შემიძლია ამის უამრავი დამამტკიცებელი მაგალითი მოვიყვანო |
რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი მოიცილებ დაპროგრამებას, განპიროპეპულობას რომელიც გარემომ, ტრადიციებმა და სხვა უამრავმა რამემ ჩაგვიდო, როგორც კი გადავალთ თავისუფლების მდგომარეობაში, ჩემი აზრით ჩვენზე იდეალური 'ინსტრუმენტი' არ არსებობს იმისთვის რომ ჯერ საკუთარი თავი შევიცნოთ და შემდეგ მთელი სამყარო. როგორ შეიძLება სხვამ უკეთესად აგიხსნას ის რაც არის? როდესაც სიტყვის და ფიქრის გარეშე შეგიძლია პირდაპირ შეიცნო სამყარო, არ ვიცი ალბათ ჩინურია ან სისულელეა შენთვის რასაც ვწერ მაგრამ გულწრფელად ამის მჯერა.
QUOTE | უნდა ეძებო მეთოდოლოგია რომელიც ყველაზე სანდოა რეალობის დასადგენად |
მართალი ხარ, ყველაზე სანდო რაცაა ზევით დავწერე, რა თქმა უნდა თუ ასე ფიქრობ უნდა ეძებო სანამ არ ნახავ რომ გზა მცდარია, შემდეგ სხვას მოძებნი და ა.შ. კაცობრიობა ასიათასობით წლისაა და ადრე როდესაც ერთმანეთს ქვით ვკლავდით უკვე ბომბით შეგვიძლია მთელი ქალაქი გავანადგუროთ, კაცობრიობა რომელიც მომხმარებელია და მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობს, ვერ გაგცემს სამწუხაროდ პასუხს. ჭეშმარიტების გზა ყველამ თავად უნდა გაიაროს და მე თუ მკითხავ ესაა ყველაზე ლამაზი, ვერავის ვერ გადასცემ და გადმოგცემს, თვითონ უნდა აღმოაჩინო.
QUOTE | სცადო სიმართლის და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა |
რეალურად ფაქტის უარყოფა არის ტყუილი, აი მზის ამოსვლა მზის ამოსვლაა, არც ჩვენი დათანხმება უნდა არც უარყოფა, უბრალოდ დანახვა და გაცნობიერება, ჩემი აზრით იგივეა სამყარო და ცხოვრება, უბრალოდ გვძინავს ღრმა ძილით. ტყუილი არ არსებობს მაშინ როცა თავისუფლებაში ხარ, ხედავ იმას რაც არის, არც მოლოდინები გაქვს, არც იმედები, არც ვიგოდაზე ხარ დამოკიდებული და ყველაფერს ისე ხედავ როგორც არის, მე ასე ვხედავ ყოველშემთხვევაში.
|