ძაან ღრმად მორწმუნე ოჯახში გავიზარდე, ჩემს ოჯაახში რასაც ქვია ღმერთზე საუბრით იწყებოდა და ღამდებოდა, ლოცვა ხო განუყოფელი ნაწილი იყო დღეში სულ მცირე 5 ჯერ.

ასე ვთქვათ ოჯახის წევრივით იყო ჩვენთვის ღმერთი.
ჩემთვის ის აბსოლიტურად რეალური პიროვნება იყო, ყოველთვის გულწრფელად ვლოცულობდი და 100 % ით მჯეროდა რომ ის მისმენდა და ჩემს თხოვნებს გაითვალისწინებდა.
არც კი ვიცი რატომ დავიწყე ათეიზმისკენ გადახრა. თითქოს ამის საბაბი საერთოდ არ მქონია. არაფერი არ მომხდარა ისეთი რომ გული გამტეხვოდა ღმერთის ან რწმენის მიმართ, ამიტომ ვთვლი რომ უბრალოდ გავიზარდე.
ალბათ ღმერთი ჩემთვის თოვლის ბაბუსავით იყო, ჯადოსნური არსება, და რომ გავიზარდე მივხვდი რომ მსგვასი სისულელეები არ არსებობს...
ერთ დღესაც უბრალოდ გავიღვიძე და მივხვდი რომ სისულელეა გჯეროდეს რელიგიების, სისულელეა არსებობდეს ღმერთი რომელიც ასეთი პრიმიტიულია, სისულელეა საუბრობდე რაღაცას შენს ოთახში და გჯეროდეს რომ ღრუბლებს მიღმა ვიღაც გისმენს...
არ ვიცი ალბათ გონება უნდა განვიტარდეს საიმისოდ რომ მიხვდე "თოვლის ბაბუები" არ არსებობენ...
ზოგის გონება სამწუხაროდ სიბერემდე ვერ ვიტარდება, მე მადლობელი ვარ რომ სადღაც 20 წლიდან უკვე დავიწყე რეალობის აღქმა.