Bet-El
Bet-El

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
|
#37041386 · 29 Jun 2013, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (მადლი @ 19 Jun 2013, 15:00 ) | საქართველოს საპატრიარქოსგან განკვეთილი, გლდანის ეპარქიის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი საპატრიარქოს იეჰოვას მოწმეთა კონგრესის დარბევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მკალავიშვილმა პირველ რადიოსთან საუბრისას განაცხადა. დეკანოზი ბასილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს დარბევას, რადგან ეს საპატრიარქოს საქმეა.
"მთავრობაშიც სულ იაღოველები გვყავს და... სანამ მთავრობაში იქნებიან ეს იაღოველები, არაფერი არ გამოვა. ძველშიც და ახალ მთავრობაშიც ეგენი არიან, მაგათ მართლმადიდებლობას ყველაფერი ურჩევნიათ. მამათმავლობაც და იაღოველობაც... ეს მაგათი ყრილობა იმას ემსახურება, რომ გადაიბირონ მართლმადიდებლები, უამრავი თანხა მოსდით საზღვარგარეთიდან, ხომ უნდა აითვისონ? საპატრიარქომ დაარბიოს, მე მთელი წლები ჩემს მრევლთან ერთად ვებრძოდი მაგათ და დავიღალე, ახლა საპატრიარქომ მიხედოს", - განაცხადა მკალავიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს თბილისში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იხსნება. ის სამ დღეს გაგრძელდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
|
ეს ხალხი, ეს ადამიანები როგორებიც თვითონ არიან, ჰგონიათ, რომ ჩვენც, იეჰოვას მოწმეებიც, ესეთები ვართ. ისინი დაუფარავად ვაჭრობენ რელიგიით და პურს ამითა ჭამენ, ამ განკვეთილ ბასილსაც ალბათ პურს თავისი მრევლი აჭმევს. ჰოდა, მას ჰგონია, რომ იეჰოვას მოწმეებს საზღვარგარეთიდან მით უფრო მეტ ფულს ჩაურიცხავენ, რაც უფრო მეტ მართლმადიდებელს გადაიბირებენ. ნებისმიერი ადამიანი ადვილად დარწმუნდება ამ ნათქვამის სიცრუეში. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ყველასთვის ღიაა, მოვიდნენ და ნახონ რა ხდება იქ. არავინ ჩვენ ფულს არ გვირიცხავს. ჩვენი რელიგიური ლიტერატურის და ბიბლიების გამოცემას ჩვენვე ვაფინანსებთ ჩვენივე შესაწირავებით ისე, როგორც პირველ საუკუნეში იყო და ვქადაგებთ სრულიად უსასყიდლოდ.
პირველ საუკუნეშიც მსგავსი სიტუაცია იყო, მაშინაც ყველანირი რელიგიური წინამძღოლი მაშინდელი ქრისტიანების წინააღმდეგ იყო შეთქმული. ყველანაირი მეთოდებით ებრძოდნენ მათ –– დაშინება, დარბევა, დაშანტაჟება, დაჭერა და წამება. მაგრამ მათ არაფერი არ გამოუვიდათ. და თუ რატომ ეს კარგად ჩანს ერთი პატივცემული კაცის, გამალიელის, სიტყვებიდან, რომელიც რჯულის მასწავლებელი და სინედრიონის, იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, წევრი იყო. აი რა თქვა მან მაშინდელი ქრისტიანების სასარგებლოდ:
„ამიტომ გეუბნებით: ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ (რადგან, თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგან არის, ჩაიშლება, მაგრამ თუ ღვთისგან არის, თქვენ მათ ვერაფერს უზამთ), თორემ შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“. მათ დაუჯერეს, მოციქულებს მოუხმეს, სცემეს, უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს“ (საქმეები 5:38––40).
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|