კონკრეტულად რას ერჩით მაგ ხალხს, ვინც საკლავს კლავს, ჩამოაყალიბეთ
თუ იმაზე უკიჟინებთ, ქრისტიანული არაა ეგო , ეგენი არც დებენ თავს იმაზე, რასაც სთხოვთ

მათი რელიგია და რწმენა არის მათი სალოცავები და ცხვრის თუ მოზვრის დაკვლით მიაგებენ პატივს. ეგრეა დამკვიდრებული მაგ სალოცავების პატივისცემა.
თუ იმაზე გაქვთ აქცენტი , რომ ამდენი საქონლის ხოცვაა ამაზრზენი, მინდა გითხრათ, რომ კატლეტებით და სოსისებით რომ იტენებით ხოლმე, მაგაზე მეტი იკვლება და რადგან თქვენს თვალსაა მორიდებული და ვერ ხედავთ, ნაკლებად ცოდონი არ არიან. თქვენ რომ ხორცს მოიხმართ, მაგაზე გაცილებით, ასჯერ ნაკლებს მოიხმარენ მთიელები, გაჭირვებული ხალხია და არ აქვთ ფუფუნება, ისე არაა საქმე, რომ როცა მოუნდებათ, მაშინ დაიკლან და შეჭამონ. სამაგიეროდ დღესასწაულისთვის ზრდიან პირუტყვს, იმ ერთი ან ორი დღისთვის ემზადებიან და მაშინ მოულხენენ. შეცოდებით არ ეცოდებათ, ან ეცოდებათ და მაინც ჭამენ, ისევე როგორც თქვენ, ზუსტად

დაკვლას რაც შეეხება, თვლიან, რო კაცს თუ ჭამა შეუძლია, ცხვრის და მოზვრის დაკვლა-გატყავება და მომზადებაც უნდა შეეძლოს. ბოდიში რა, ყველა რესტორანში ვერ ივლის.
ტრადიცია თუ არ მოგწონთ და თვითონ ამის გაკეთების ფორმა, ეგ გასაგებია, ვერაა ლამაზი საყურებელი, მაგრამ ასეა დამკვიდრებული და შეიძლება დროთა განმავლობაში კი შეიცვალოს ეგეც , ცოტა სხვა ფორმა მიიღოს, მაგრამ ეგეც მეეჭვება, სადაც ამდენი ხანი არ შეიცვალა, სანამ მთა, ლომისა, ცხვარი და მთიელი იცოცხლებს, იქამდე იქნება ეგეც. თავიანთი მიწა-წყალია და რასაც უნდა, იმას იზამენ. ცხვრის დაკვლას ვერ აუკრძალავ და ვერც თავის ნებაზე ლოცვას თუ შეწირვას.შევეგუოთ როგორმე ახლა. ვინც კიდევ სასტიკად ან ბნელად თვლის მაგ ხალხს, იმან არც მთა იცის და არც მთის ხალხის დიდი ბუნება
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno