დიდი ხნის წინ დაიწერა: ,,უმიზეზოდ მომიძულეს!''
მშვენიერი მეთოდი არსებობს ავ-კარგში გასარკვევად --- დრო.
იგი ცვლადი და მოძრავია, ავლენს რაა წარმავალი და რაა - წარუვალი.
რა არის გონისმიერი და რაა სულიერი.
პირველი მუდმივად იცვლება, ვითარდება, აგროვებს ცოდნას და ცდილობს ახსნას ყველა ის მოვლენა,პროცესი,არსი
იმისა, რაც მის გარემომცველ ბუნებაში ხდება უიმისოდაც და სადამდისაც ცოდნა-გამოცდილება ჰყოფნის მოცემულ ეტაპზე ---ამ თვალსაწიერიდან ლამობს განჭვრიტოს გარემომცველი სამყარო. მას წინ უამრავი აღმოჩენა, იგივ აღმა-ჩენაა დროსა და სივრცეში ჯერ მისთვის უცნობი მოვლენების და თვისებათა უნარების სახით.
უამრავი ანომალიაა მის წინ ჯერ კიდევ აუხსნელნი.
თუნდაც ავიღოთ წყალი --- ორი ელემენტ- გაზის ნაერთი სითხის სახით --- ამავე გაზთა ცალ-ცალკე დიამეტრიულად
განსხვავებული ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით და ამავდროულად, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ნაერთისა
ბიოლოგიური სიცოცხლის უზრუნველსაყოფად.
უწყლოდ ადამიანი ხომ სწრაფად იღუპება გარემომცველ ბუნებაში? --კი!
მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიზიკური სხეულის წონის დაახლოებით 2/3 არის წყალი. სისხლი შეიცავს 92% წყალს, ტვინი და კუნთები 75%–ს.
მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები დაფუძნებულია კრებსითად გარემომცველ ელემენტთა უნარ-თვისებების მიგნება-გამოყენებებზე და ა.შ.
მაგრამ, ამავდროულად არსებობს ჩვენივე რეალობაშიც ურყევნი და უცვლელნი და ამათ ეწოდებათ ღვთიური განგებულებანი მარადისობისა.
ტვინ-გონებას, რომელიც პირობითად დროშია მოქცეული ---ექვემდებარება კვდომას და ფუნქციის შეჩერებას.
გონება იგივე რაიმეს გონებაა --- ჰგონია რომ ესა, ისა ასეა და არა ისე.
მაგრამ, თუ უმეტესს მართებულს და უკეთესს მეთოდს მიაგნებს, აღმა აჩენს ,,დაფარულიდან'' --- აღიარებს და ,,გადავა'' მასზე და კვლავ ასე შემდეგ... ცვალებად დროში.
მას არ ძალუძს მარადისობის შეცნობა ---,,მკვდარმა რა უწყის უკუდავისა?''
ის, რომელიც დღესაა და ხვალ აღარ იქნება ---როგორ განჭვრეტს მარადიულს?
მარადიული კი მხოლოდ მარადისობის მქონე ,,უნარ-ორგანოებით'' შეიცნობა.
და აქვს ასეთი უნარი ადამიანს?
ვაშლის ნაყოფის გულში მყოფ მარცვალში ჩვენ ვერ ვიპოვით ნაყოფით უხვად დახუნძლულ ვაშლის ხეს.
კი, ვნახავთ მასში თუნდაც მილიარდჯერ და მეტადაც გადიდებულ უჯრედებს,ელემენტებს, გავუკეთებთ უზუსტეს ქიმიურ ანალიზებს და ა.შ.
მაგრამ მასში ვაშლის ხეს ვერ ვიპოვით ამ ფორმით და სახით.
არადა, ამ მარცვალში ვაშლის ხე ნამდვილადაა მისი მომავლის სახით.
ვხედავთ ცოცხალს, მაგრავ ვერ ვხედავთ უშუალოდ თავად სიცოცხლეს.
ვხედავთ მკვდარს, მაგრამ ვერ ვხედავთ თავად სიკვდილს.
ოდესმე არ იარსებებს სიყვარული და სიძულვილი?
სიცოცხლისას კი, სიკვდილისას არა!
შეიცვლება ეს მცნება-კანონი ოდესმე?
სანამდის სამყარო არსებობს --- არა!
თუ დააკვირდებით უამრავი რამაა ურყევი და უცვლელი ---არსებობა და არაარსებობა თუნდაც.
გაგვაჩნია უნარები, რომ ,,საიდანღაც'' მუდმივად ვიღებთ აზრ-ხილვებს? ---კი!
მათი წარმომავლობანი ვუწყით? ---მეტ-ნაკლებად, მაგრამ მათი შეფასება-გაცნობიერებანი ძალგვიძს მათივე მიერ მოტანილი შედეგებით.
შედეგები კი, ძირითადად ორგვარია --- სასიკეთო და არასასიკეთო. მაცოცხლებელი და მომაკვდინებელი და ა.შ.
ამათი წყარონია მოსაძიებელ-შესაცნობნი, რათა თეთრს თეთრი ვუწოდოთ, შავს შავი და ყველა-ფერსა თავისი სახელები, თვისებანი და დანიშნულებანი შევიცნოთ სასიკეთოდ მოსახმარად, რადგან უკუღმართად მოხმარებულიც მრავლად ძევს ისტორიების სახით და შედეგებით....
ცხოველთა სამყარო დაპროგრამებულია შემომქმედის მიერ ---ვეფხვი არ ცდილობს ნიანგობას, ბუზი სპილოობას,
თხუნელა ფრენას, ჩიტი გველობას და ა.შ.
ცხოველებსაც აქვთ უნარი სიყვარულისა, სიძულვილისა,ზიზღისა, შიშისა. ერთგულებისა, ღალატისა და ა.შ. ადამიანზე უმეტესად და მძაფრადაც კი ხანდახან...
მხედველობით, სმენით, ყნოსვით და ა.შ. ბევრადაც აღემატებიან ზოგიერთნი ადამიანს.
სული?
სული მათაცა აქვთ ცხოველი და ცოცხლობენ სიცოცხლის სულით სულის ამოსვლამდის.
და რაღაა ადამიანსა და ცხოველს შორის სხვაობა?
ინტელექტი და გონებრივ-მეცნიერულ-ტექნიკური განვითარებანი, შემოქმედებანი ---არ მიიღება ამ შემთხვევაში.
რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ სხვაობა მხოლოდ ერთი დარჩება:
მხოლოდ ადამიანს ძალუძს განიცადოს, აღიაროს საკუთარი უბადრუკობანი და უნამცეცესობანი სამყაროს სიდიადის წინაშე.
,,ძაღლი --- მშიერი, სველი, სიცივით მოკანკალე და მოყმუილე.... მზის ამოსვლისას დაავიწყდება განვლილი ღამე და კვლავ გასწევს საშოვარზე. არ დაგმობს და არ დასწყევლის თავის დაბადებას და სიცოცხლეს თუნდაც სრულად
უბადრუკსა ---მას არა აქვს ნება თავისუფალი --- უარყოს და დაგმოს თავისი ბედი ძაღლისა და ძაღლობა, რადგან ასეა დაპროგრამებულ-შექმნილი და არც არასოდეს ეცდება მის შეცვლას.''
სულიერებაზე დგას სამყაროს არსი!
,,გული ხშირად ამასხრებს გონსა..''
This post has been edited by triumpi on 17 Aug 2013, 12:12