#37336780 · 22 Jul 2013, 10:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
koba71786
| QUOTE | | შარშან რა მოხდა მთელი რუსთაველის გავლას რომ აპირებდნე პლაკატებით "მეც დღეს გეი ვარ" |
| QUOTE | | ჰომოფობიას არა იმას ებრძვიან კიდე |
ესეიგი მახსოვს მეც ასეთი იყო პლაკატი - "ჩემი მეგობარი გეია" მასის უმრავლესობას ესეც გააღიზიანებდა,მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ პლაკატი იყო. მაგრამ ამ ტექსტის სულისკვეთება ჩემი აზრით ბოლომდე ანტიჰომოფობიურია. ზუსტადაც ის რომ ჩემი ან ვინმეს მეგობარი გეია, ეს არანაირად არ ცვლის ჩემ მისდამი მეგობრულ დამოკიდებულებას. მგონი აქ გარყვნილი და სოდომისტური არაფერი არ იყო , ამ პლაკატში. ჰომოფობია - გაუცნობიერებელ , ირაციონალურ შიშს ნიშნავს, რაც არის დღეს საზოგადოებაში თან კარგად ღრმად. სად ჰომოფობია , სად გეი აღლუმი...
| QUOTE | | თუ არადა წამო მე და შენ ყოველდღე საროსკიპოებში ვიაროთ და ვუხსნათ მეძავებს ქრისტეს ქმედებანიშეძლება ამას?მაგ ლიბერალიზმს ყოველდღიურად ასჯეს შემცოდესთან გაატარებ? რომელიც სხვასაც ღუპავს და თავის თავსაც? |
მე არ ვარ ქრისტე  მაგრამ ადამიანი ,რომელიც ვიცი რომ ჩემი აზრით არასწორ გზას ადგას , ვურჩევ დანებებას , რაც არ უნდა იყოს ვერ დავაძალებ. დავანახებ ჩემს ხედვას თუ რატომ ადგას არასწორ გზას - ესაა სულ. ისიც ვიცი ეს ცოდვილი ხალხი ბევრი აგდებულად უყურებს ლიბერალურ - ქრისტესებურ მიდგომებს და შენს ქმდებებს დასცნის მხოლოდ. რომ ასეთი მიდგომას კი არა , კარგად დასჯას და ცემასაც შეიძლება იმსახურებდეს. მაგრამ მე როგორც არ უნდა გავბრაზდე და არ მომეწონოს ვინმეს რაიმე ქმედება. მე ვერ განვსჯი მას , და ვერც დავსჯი. ესაა ქრისტიანობა ჩემი აზრით  | QUOTE | | დარწმუნებული ხარ რომ ქრისტე ერთი და იგივე სოდომისტთან ასჯერ დაჯდებოდა და დაარიგებდა,აუხსნიდა ყველაფერს? |
საინტერესოა ქრისტე და ე.წ სოდომისტები . ქრისტე - ბოდიში რომ ასეთები შეგქმენით როგორებიც ხართ,მაგრამ რა ვუყო ეგაა თქვენი ხვედრი - სამუდამოდ , ცოდვილობა. თქვენ რაც არ უნდა მოიმოქმედოთ - რა კარგი საქმეც არ უნდა გააკეთოთ, ვისაც არ უნდა დაეხმაროთ, ან ყველაზე თავმდაბლები იყოთ, სიყვარულით უყურებდეთ ყველას . თქვენ ხართ ჰომოსექსუალები - ასე რომ თქვენი გზა მხოლოდ ჯოჯოხეთისკენ მიდის! რა ვქნა ასე უწევს და ვერ ვცვლი  იესო არ არის ასეთი განუვითარებელი... რადგან ის ადამიანები ,რომლებიც რაღაც ნაწილი ასეთებად იბადებიან. რაღაც ნაწილი მერე ხდება ჰომო. მაგრამ ეს ქცევა ჰომოდ, არ არის დამოკიდებული რამეზე. ეს ხდება თავისთავად , ვერავინ ვერ გადაწყვეტს რომ მე მინდა ჰომოსექსუალი გამოვიდე. ესეც ხდება არჩევანის მიუხედავად. ასე რომ მე მგონია ქრისტე არ მივიდოდა მათთან ისე როგორც მეძავებთან ან მებაჟეებთან. | QUOTE | | გამოდიხარ ფაქტიურად ხალხში იმის გასაკეთებლად რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს შენთვისთუ იცი რომ მოგკლავენ სად მიდიხარ? |
| QUOTE | | ან სად მიდიხარ ბიძია ხომ იცი რომ ხალხისგან მინიმუ მუშტი მაინც მოგხვდება არაადაეტიონ სახლში და გადაისხან თავზე როგორც უნდათ გინდა წინიდან გინდა უკნიდან |
უმრავლესობა ბნელია , მაშინ ვიყოთ ჩვენც ბნელები . მათ ხომ არ შევეწინააღმდეგებით... მაგას ჯობდა იმ სასულიერო პირებს არ მოეწოდებინათ კონტრ აქციისკენ და არ ექადაგათ რომ ამ აქციის ჩატარების უფლებას არ მივცემთო, ვინ ხარ რომ არ მისცემ უფლებას? სად არის მათი უფლებათა ზღვარი. რომ გამოდიოდნენ და გაიძახოდნენ , ააჭრელეს სოციალური ქსელები მოწოდებებით. გავიდეთ - არ ჩავატარებინოთ პატრიარქისგან კურთხევაა! მეტი უნდოდა ბრბოს? ასე რომ პასუხისმგებლობა ისევ უმრავლესობაზე და პოლიციაზეა მეტად. უმრავლესობის აზრი იყო რამოდენიმე ათეული წლის წინ ,რომ არ შეეშვათ უნივერსიტეტში შავ კანიანები. აზრი აქვს ამ აზრის სისწორეს? მთავარია რომ უმრავლესობის აზრი იყო,მაგრამ ამერიკის ხელისუფლება წავიდა მასის წინააღმდეგ , იმ მასის წინააღმდეგ რომელიც მას მხარს უჭერდა . და რაოდენ არაპოპულისტური ნაბიჯიც არ უნდა ყოფილიყო , მთელი სამხედრო ძალის დახმარებით მოახერხეს და ეს ხალხი იქ შეუშევს. ესაა ხელისუფლების მოვალეობა... | QUOTE | | რელიგიის მიხედვით კია არადა საზოგადოების აზრის მიხედვით თუ ის აზრი ნორმალურია, |
საქართველოში ასეთი რამ რომ მოხდეს... ანუ ხალხის აზრის მიხედვით განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში. ზუსტად მაშინ ქვეყანა დაინგრევა , დაიშლება ,დანაწევრდება . მსოფლიოსგან - ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყნისგან მივღებთ იზოლაციას . და გავნადგურდებით ეკონომიკურად თუ ყველა კუთხით. რადგანაც დღესაც ხალხს რომ ჰკითხო გაყრიან ქვეყნიდან : სომხებს , ოსებს, აზერებს , თურქებს, მუსლიმებს, ყველა სხვა დენომინაციის ქრისტიანებს. შეიძლება ვიღაცებმა მეგრელებსაც დაუწყოს იგივე, ანდაც პირიქით იქიდან წამოციდეს მსგავსი აზრი. ესაა დემოკრატიის საშინელი ფორმა ოქლოკრატია - ანუ პირდაპირ ხალხის მმართველობა. არ მინდა რომ შენი ნათქვამის დამახინჯება გამომივიდეს შენ ცალსახად გიწერია იმ შემთხვევაში თუ ეს აზრი ნორმალურიაო. მაგრამ ნორმალურ აზრს მასაში , უმრავლესობაში ვერ ვხედავ. ისიც კი მიკვირს ამ ხალხმა დასავლეთი და ნატო როგორ აირჩია კურსად , თავისი ნებით This post has been edited by rati nwt on 22 Jul 2013, 10:23
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|