mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#37515304 · 5 Aug 2013, 16:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wolfchant | QUOTE | | ,,მღვდლის პროფესია"... ისე რომ დაუფიქრდე მღვდლობას და რომ შეხედო არა როგორც ღმერთის არამედ სამსახურს, საკმაოდ პერსპექტიულ სფეროდ წარმოგვიდგება.[...]რა პრივილეგიებით ისარგებლებ მღვდელი რომ გახდე? 1)განუსაზღვრელი წვდომა ფულზე.[...]2)განუსაზღვრელი ძალაუფლება და პატივისცემა.[...]3)ხელშეუხებლობა[...] |
მღვდლობა პროფესია კი არა, მოწოდებაა (თუმცა, ყველა პატიოსანი პროფესიაც მოწოდება უნდა იყოს). წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ერთადერთი, რაც მომავალ მღვდელს არ უნდა სურდეს (როგორც პროფესია), ესაა მღვდლობაო.
,,მღვდელი“ (დიაკონი, ხუცესი, ეპისკოპოსი) მომდინარეობს სიტყვიდან ,,მღვერდელი“ (,,ღვერდი“, ,,ნაღვერდალი“), რომელიც ცეცხლის მფლობელს, მისით მოქმედს ნიშნავს, რადგან როგორც მოციქულებმა აღდგომიდან 50-ე დღეს მიიღეს ზეციდან სულიწმიდა, რომელიც თავებზე ცეცხლის ენებად დაადგათ, ასევე, მათ ეს მადლი და ძალა ხელების თავზე დადებით აღსრულებული შესაბამისი ლოცვით გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებს _ საგანგებოდ გამორჩეულ მორწმუნეებს; შემდეგ, მათაც იგივე მოიმოქმედეს და ასე მოდის ჯაჭვისებურად დღემდე, რასაც ეკლესიაში მღვდლად კურთხევა ჰქვია, რომელიც ნაკურთხს უფლებას აძლევს ქადაგების, ცოდვათა მიტევების, ძირითად მღვდელმოქმედებათა (ეკლესიის შვიდი ,,საიდუმლო“) და სხვა ლოცვა-კურთხევათა შესასრულებლად. მაგრამ მღვდელს, რომელიც ასევე სხვათა მოძღვარიცაა, უფლებასთან ერთად რა მოვალეობაცა აქვს, ამის გამოხატვას სონეტურად და სონეტინურად შევეცადეთ:
მოძღვარი
სარწმუნოების იცი, რაა წმიდა საგანი; იცი, რას ნიშნავს შენი ერის იყო მოძღვარი; ვისი ემბაზიც დაგენათლა, როგორც აკვანი; ვისი მირონით მოგენიჭა მადლ-საბოძვარი???
და შენ ეს იცი, მაგრამ მაინც არ გტკივა მისი; შორიდან უმზერ მშობელ ხალხის მწუხარე ყოფას. არ კმარა მხოლოდ სილამაზე ,,რიტუალი“-სი _ შენიდან ელის შენი ერი ნდობას და დნობას.
იყო მოძღვარი _ ეს ხომ ნიშნავს ყველაზე დიადს; შუქთა მკვლევარს და უკვდავების საუნჯის მქარგავს. ყველაზე ადრე ეგებები ერის განთიადს, შენდა ამიტომ განზე დგომის უფლება არ გაქვს!
თუ ხარ მოძღვარი ჭეშმარიტი _ ძეგლთა ძეგლი ხარ; წმიდა ხელებით მთელს ქვეყანას შემოხვევიხარ.
(1984წ. თბილისი)
სულიერ შვილებს
იგი არა-არს ჭეშმარიტად, ჯერ, მღვდელ-მოძღვარი, სულიერ შვილზე მეტად უყვარს თუ ხორციელი; ვის ერთხელაც კი არ სწვევია გრძნობა, ძლიერი: ოღონდ, თქვენ სცხონდეთ, _ ნუ დამტოვოს ღმერთმან ცოცხალი! _ ცხონების _ ანუ თუ იმედი გაქვს გადარჩენის, ,,ანიც“ და ,,ჰოეც“ _ ერთად, სწორედ, არს გადარჩენა: ფანატიზმია სიყვარულის გარეშე რწმენა; ,,ლიბერალობა“ _ სიყვარული გერეშე რწმენის. _ რაც მხოლოდ თქვენთვის მეთქმის და ჯერ არ მითქვამს სხვისთვის: დამინთხევია თქვენთვის ოფლი, ცრემლი და სისხლი.
2009წ. შემოდგომა, ლევილი
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 5 Aug 2013, 16:31
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|