ონლაინზე 3-ზე მეტი ქართული ვერსია არსებობს და სასურველი იქნებოდა გამოგეყენებინათ.
რა არი იციიი? ტყუილათ არ მინდა დავწერო და აზრი თუ აქვს ნეტა იდეების მოწოდებას? :/
ისიც ინწერესნა ტექნიკური მხრით რამდენათ გამოცდილი ხალხია ჩართული ანუ თუ შეძლებენ სურვილის შემთხვევაში იმის გაკეთებას რასაც მოგწერთ....
მე რო მესაჭიროებოდეს მაგ საქმის გაკეთება ბევრ რამეს შევმატებდი მაგ საიტს.
ცოტა იდეებს/რჩევებს მოგაწვდით და თუ გაითვალისწინებდით 100% დარმწუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი გეყოლებოდათ. არ მიიღოთ უმადურ კრიტიკათ. მიიღეთ უბრალოთ როგორც სხვისი თვალით დანახული განსხვავებული იდეა.
დაბლა ჩამოვწერ რას შევმატებდი მაგ საიტს.
1). საიტზე მხოლოდ 3 ბიბლიის ვერსიაა, რაც ღარიბულია. ქართველებს რამოდენიმე ქართული ბიბლიის თარგმანები გვაქვს. პირადათ მე ბიბლიის პარალელურ თარგმანებში მომხმარებელს ვრცელ არჩევანს მივცემდი, სადაც შესაძლებლობა ექნებოდა ადამიანს ამოერჩია კონკრეტნა რომელ თარგმანში უნდა ეს თუ ის მუხლი რო შეადაროს რანაირადაა თარგმნილი. სიაში აუცილებლად მოვათავსებდი ამ ქართულ თარგმანებს:
1. 1984 წლის "ძველი აღთქმის ორტომეულს"
2. 1991 წელს გამოცემულ "გელათური ბიბლიას"
3. 2001 წელს გამოცემული ბიბლიის საზოგადოების გამოცემა (მგონი უკვე გიდევთ საიტზე)
4. 1989 წელს გამოცემულ საქ. საპატრიარქოს გამოცემს (მგონი უკვე გიდევთ საიტზე)
5. 2006 წელს გამოცემულს "ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანს"
6. 1979 წელს გამოცემულ "ვანის, ეჩმიაძინისა და გელათის ოთხთავებს"
7. 2003 წელს გამოცემულ "ადიშის ოთხთავებს"
8. 1993 წელს გამოცემული "ახალი აღთქმა და ფსალმუნები, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი". (მგონი უკვე გიდევთ საიტზე)
2). საიტის გვერდს დავყოფდი 3 ნაწილათ.
პირველ ნაწილში იქნებოდა ბიბლიის სიტყვების საძიებო ველი. |
მეორე სვეტში ზემოთ ჩამოწერილი ბიბლიის თარგმანები იქნებოდა, რომელსაც მომხმარებელი შეარჩევდა სად მოეძებნა ეს თუ ის ბიბლიის მუხლი|
მესამე სვეტში კონკრეტულათ ბიბლიის მუხლს ჩაწერდა და ენტრეის დაკლიკების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული თარგმანები ჩამოიშლიდა იმ მუხლს რომელსაც მესამე გრაფაში ჩაწერდა.
ასეთ პონტში გაკეთებული უბრალო საიტი მომხმარებელს შესაძლებლობას მიცემდა ადვილად შეედარებინა კონკრეტული ბიბლიის მუხლი მის მიერ შერჩეულ ბიბლიის თარგმანებში.
თუ ვერ ჩამოვაყალიბე რის თქმა მინდოდა მითხარით და მაგალითის სახით რამე ფრანცუცულ სატს მოგინახავთ და მიხვდებით რას ვგულისხმოფ.
ხო მართლა, საიტს ქვესათაურათ დავარქმევდი: ბიბლიის ქართული თარგმანები საძიებო სისტემით
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას". - ეფრემ ასური.