ნუ იცი ეგეთი ხუმრობა ხოლმე...
ურიგო არ იქნება ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ქვეყნის სტატისტიკას რომ გავეცნოთ:
სიკვდილიანობა რუსეთში. ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთში მოკვდა 7 მილიონ რუსზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ ბრაზილიას და თურქეთს 50%-ით, ხოლო ევროპას - რამოდენიმეჯერ.
ყოველწლიურად რუსეთი მოსახლეობის რაოდენობით კარგავს მთელს ოლქს, ისეთს როგორიცაა ფსკოვი, ან დიდ ქალაქს, როგორიცაა კრასნოდარი.
რუსეთში მომხდარ თვითმკვლელობათა, მოწამვლის, მკვლელობის და უბედური შემთხვევების რაოდენობა შეედრება ანგოლასა და ბურუნდიში არსებულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით რუსეთი ჩამორჩება ბანგლადეშს და მსოფლიოში 160-ე ადგილზეა.
რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსახლეობის კლების მაჩვენებლით.
გაეროს შეფასებით 2025 წლისთვის რუსეთის ამჟამინდელი მოსახლეობა, 143 მილიონი, შემცირდება 121-136 მილიონამდე.
მონაცემები, რომლებიც რუსეთში ოჯახის კრიზისს ასახავენ აგრეთვე შემაძრწუნებლები არიან: მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრები 10 მოხუცებულიდან რვას ჰყავს ნათესავები, რომლებსაც მათი რჩენა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა ისინი თავშესაფარში არიან მიბარებულნი! ნათესავებმა მათზე უარი თქვეს.
ჩვენთან ორიდან ხუთ მილიონამდე მიუსაფარი ბავშვია (დიდი სამამულო ომის შემდეგ მათი რაოდენობა შვიდასი ათასი იყო).
ჩინეთში მილიარდოთხასიათას მოსახლეზე მხოლოდ ორასიათასი მიუსაფარი ბავშვია, - ანუ ასჯერ უფრო ცოტა ვიდრე ჩვენთან! აი რას ნიშნავს ბავში ჩინელისთვის! არადა მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვა - ეს ხომ ერის კეთილდღეობის საწინდარია.
ბავშვთა სახლში მცხოვრები 370 ათასი ბევშვის 80%-ს ჰყავს ცოცხალი ნათესავი. მაგრამ მათ ინახავს სახელმწიფო! მე საერთოდ მგონია, რომ ეს - სისხლის სამსართლის დანაშაულია.
ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით.
ყველა მონაცემი მიუთითებს ჩვენთან ქვეყანაში ოჯახური ღირებულებების ეროზიასა და მოშლაზე.
ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაული - უსმინეთ. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით 2010 წელს 100 ათასი ბავშვი გახდა დანაშაულის მსხვერპლი, - აქედან 1700 ბავში იქნა გაუპატიურებული და მოკლული (ამ მონაცემებით სამხრეთ აფრიკასაც გავუსწარით). ეს იმას ნიშნავს, რომ დღეში რუსეთში 4-5 ბავშს კლავენ.
2010 წელს რუსეთში ჩადენილ იქნა 9500 სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანთა მიმართ - აქედან 2600 გაუპატიურება, 3600 არაძალადობრივი სქესობრივი კავშირი (მოლო 8 წელიწადში სექსუალური დანაშაული გაიზარდა თითქმის 20 ჯერ). ამ დანაშაულებებით ჩვენ მხოლოდ სამხრეთ აფრიკა გვისწრებს წინ.
ნარკომანია და ალკოგოლიზმი. ყოველწლიურად 30 ათასი რუსეთის მოქალაქე კვდება ნარკოტიკული ნივთიერების ზედმეტი დოზის მიღებისაგან (მცირე ქალაქის მოსახლეობა)
წელიწადში არყისაგან კვდება 70 000 ადამიანი. ომის დროს ავღანეთში მოკვდა ჩვენი 14 000 ჯარისკაცი!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით რუსეთის ფედერაციის ერთ მოსახლეზე წელიწადში 15 ლიტრი სუფთა სპირტი მოდის, ეს მაშინ, როდესაც ერთ ადამიანზე 8 ლიტრი სუფთა ალკოჰოლის მიღებისას ერის გადარჩენას ექმნება საფრთხე.
კორუფცია.
რუსეთში ქრთამის ოდენობა გაათმაგდა, ხოლო ლონდონში მიმდინარე სასამართლოები ჩვენს ოლიგარქებს შორის მთელი ბიზნეს-საზოგადოებისათვის დაცინვის საგნად იქცა.
სამართლებრივ სფეროში დაუსჯელობა იმ დონემდე მივიდა, რომ ციხეში გარდაცვლილ იურისტ მაგნიცკიზე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, - ანუ გადაწყვიტეს მკვდარი ადამიანის გასამართლება, რომელსაც, რა თქმა უნდა საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია! ევროპაში მსგავსი ინციდენტი ბოლოს XVII საუკუნეში მოხდა, როდესაც საფლავიდან ამოთხარეს კრომველი და ჩამოკიდეს სახრჩობელაზე - ასე ვთქვათ, მიაწიეს სამართლიანობა!
Transparency International-ის ყოველწლიურ გამოკვლევაში რუსეთი კორუფციის მაჩვენებლით 2011 წელს 178 ქვეყნიდან 154 ადგილზე ჩაეშვა. ჩვენ ვემეზობლებით გვინეა-ბისაუს და კენიას.
აქ უფრო დიდი და დეტალური სიაა:
Какие места занимает Россия в мировых рейтингах
http://www.mr7.ru/articles/43146/ This post has been edited by Wave on 19 Sep 2013, 00:58
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმუნები 83:18 {82;19}