
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მარტლმადიდებელი ვარ, მაგრამ არ ვეთანხმები ბიბლიიდან ორ რაღაცას.
1. ის რომ აკრზალული ხილი ვაშლი იყო და ის რომ ედემი დედამიწაზე იყო, ედემის ბაღი სწორედ ის ბაღია რომელზედაც დღეს როგორც სამოთხეზე ისე საუბრობენ, სწორედ სამოთხეში ცხოვრობდა ადამი და ევა, საიდანაც ღმერთმა განდევნა იმ ხილის გასონჯვის გამო, რომელიც მათ აუკრძალა. გამოცხადების თავში ზუსტად ისე არის აღწერილი სამოთხე, როგორც დაბადების თავში ედემი.
მაგრამ რა იყო ეს ხილი რომელიც ადამ და ევამ გასინჯეს უცნობია და გაუგებარია ჩვენთვის და საერთოდ ვერცერთი მეცნიერი თუ სასულიერო პირი ვერ დაადგენს ამას, და ის არ იმყოფება დედამიწაზე.
(სამოთხეში) ედემში ღვთის განგებით ხარობდა ორი ხე: ერთს ერქვა ხე ცხოვრებისა, მეორეს - ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფის ჭამა ნებადართული იყო ღვთისაგან და იცავდა ადამიანს სიკვდილისაგან, ხოლო მეორე ხის ნაყოფის თაობაზე ღმერთმა უთხრა ადამს: არ სჭამო, თორემ მოკვდებიო. მოკლედ პარალელებს გავავლებ ედემსა და სამოტხეს შორის, დაბადების და გამოცხადებისთავები მიხედვით
დაბადება: თავი 2
აღმოაცენა ღმეთმა მიწიდან ყველა ხე, სანახავად საამო და შაჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში ხე სიცოცხლის და ხე კეთილის სეცნობის
გამოცხადება: თავი 2
7. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს, მძლეველს ვაგემინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც არის ღმერთის სამოტხეში
თავი 22
2. მისი მოედნის შუაში და მდინარუს გაღმა, ხე სიცოცხლისა, თორმეტგზის ნაყოფის გამომღები, ყოველთვე ნაყოფის მომცემი, და ხის ფოთოლი ხალხთა საკურნებლად
აქვე მოვშველიებ ეზეკიელის 47ე თავს
12. მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი, არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი, ყოველტვე ინაყოფიერებს რადგან საწმინდარიდან იდინებს მისი წყლები, მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი საკურნებლად.
მოკლედ ეს ორი ხე არ მდებარეობს დედამიწაზე, ისინი სამოთხეშია (ედემში)
და შემდეგი
2. არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო რომ ინცესტი გავმრავლდით (მაიმუნის ევოლუციის შედეგი რომ არ ვართ ეგ ვიცი და ცხოველად არ ვგრძნობ თავს, ადამის შთამომავლები ვართ, მაიმუნის რომ ვიყოთ ,რატომ არიან დღეს მაიმუნებიც?)
დაბადება : თავი 5
26. თქვა ღმერთმა , გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად
აქ კითხვა მაქვს, ვინებს ეუბნება ან ვის ეუბნება გავაჩინოთ კაციო, ჩვენს მსგავსადო? ამას იმიტომ გეკიტხებით რომ ბიბლიაში დაფარულია ადამიანთათვი უამრავი რამ და თავად ბიბლიაშივე წერია გამოცხადების თავში (თუ წაიკითხავთ თავიდან ბოლომდე) რომ მაშინ გაიგებს ადამიანები ყველა საიდუმლოს როცა მეორედ მოსვლა მოხდება!
და კიდე, თუ ბიბლიას გზადაგზა მივყვებით ვირაცას ეგონება ადამ და ევამდე შექმნა სხვა ადამიანებიც (იქნებ ასეც არის და არ ვიცი) , აი მაგალითად ,თავიდან დაბადების წიგნის დასაწყისი იწყება ეგრე, შექმნა ისინი კაცად და ქალადო, რამოდენიმე თავის შემდეგ იწყება რომ შექმნა ადამი და იმის ნეკნისგან ევაო, მაგრამ არა, ადამი იყო პირველი ადამიანი!
არსად არ წერია კაენი, აბელი ან სეითი მის დედასთან ან დასთან იწვნენ და გააჩინეს ბავშვიო, მარტალია ადამიანების გამრავლების შემდეგ იყო ეს ამბავი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ რომ ადამის და ევას შვილებზე იწყება აქედან საუბარი და სწორედაც რომ არ მოხდარა არც დაძმას შორის და არც დედაშვილ შორის რაიმე კავშირი (ეს ყოველთვის ცოდვათ ითვლებოდა, გაიხსენეთ ლოტი, სოდომი და გომორი)
დაბადება: თავი 6
1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ (აქ სწორედ დასაწყსსეა საუბარი, ანუ ადამის და ევას შვილებზე, დასაწყისში ალბათ იცით რა იგულისხმება და მისი მნიშვნელობა იცით სრულიად)
2. დინახეს ღვთის შვილებმა.რომ მშვენიერი იყვნენ ადამიანთა ასულები და ცოლად მოჰყავდათ ვისაც ვინ მოეწონებოდათ (მართალია რვთის შვილებად ჩვენაც ვიწოდებით მაგრამ აქ სხვა ღვთის შვილებზეა საუბარი, ბიბლიაში რადგან კაცებზეა ყურადღება გამახვილებული ვფიქრიბ რომ ღვთიშ შვლებ ქალებსაც ჰქონდათ ადამიანებთან ურთიერთობა და ასე გამრავლდა კაცობრიობა, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ)
მოკლედ, ათეისტები და იეჰოველები ვიცი რასაც მიპასუხებს, ამიტომ ჩემთვის როგორც მართმადიდებელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მართლმადიდებლის არგუმენტები რა როგორ!
ღმერთმა " იესო ქრისტემ" დალოცოს ყველა ადამიანი, შიბრალოს და აპატიოს ყველა ცოდვა! ზუსტად ისე ხდება დღევანდელ დღეს რაც ბიბლიაში საუკუნეების წინ დაიწერა, ახლოა ჟამი და იფხიზლეთ, გონებას და გულს ნუ ჩაუკეტავთ უფალს, იესო ქრისტეს, შემოუშვით ის და დამიწჯერეთ მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოგეხსნებათ.