კი, ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება მაგრამ იმ ნებით მიღებული გადაწყვეტილებები მისი ნება აღარ არის. მაგრამ აქ ვაწყდებით ერთ პრობლემას: თუ ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, ანუ არსებობს მეორე ძალა და ჩვენ უნდა ავირჩიოთ რომელს ვემხრობით. საინტერესო ის არის რომ ბიბლიაში გველის გამოჩენა როგორც ბოროტების სიმბოლოდ ხდება თავისუფალი ნების შემდეგ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია რასაც ბიბლია თვითონვე ეწინააღმდეგება. მოკლედ, ბევრი გაუგებარი ადგილია ბიბლიაში და რაც შეეხება თავისუფალ ნებას, თუ დავუშვებთ რომ ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფალი ნება, ანუ ღმერთია დამნაშავე რადგან მოგვაშორა ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს ხომ ბიბლიისთვის მიუღებელია
Release me...release me...release me...please...