რუსეთში ”მფრინავი მაკარონის მონსტრის” ეკლესია ოფიციალურად დარეგისტრირდაროგორც საიტი ”worldoftanks.ru” იუწყება, რუსეთში ოფიციალურად დარეგისტრირდა ”მფრინავი მაკარონის მონსტრის” ეკლესია. ეკლესიის პატრიარქია ვინმე კამა პასტა I.
მოსკოვის ხოროშევო-მნევნიკის რაიონის მუნიციპალიტეტმა მიიღო დოკუმენტები ”მფრინავი მაკარონის მონსტრის” ეკლესიის რელიგიური ჯგუფის შექმნის შესახებ.
”სინდისისა და რელიგიურ გაერთიანებათა თავისუფლების” ფედერალური კანონის თანახმად, რუსეთის პასტაფარიანულმა ეკლესიამ აცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ქალაქ მოსკოვში რუსეთის პასტაფარიანული ეკლესიის (РПЦ) რელიგიური ჯგუფის შექმნის შესახებ”, – ნათქვამია ჯგუფის საიტზე.
პასტაფარიანელთა ლიდერი მოგვითხრობს, თუ როგორ აპირებს დაამარცხოს კლერიკალიზმი რუსეთში: ”მფრინავმა მაკარონის მონსტრმა მიგვითითა გზა და ჩვენ განვვლეთ იგი! РПЦ აპირებს ჩაატაროს ”მაკარონული ღვთისმსახურებები” და ეკლესიის მიმდევრებს აუწყოს უხილავი და ხელშეუხებელი სამყაროს შემოქმედის – ”მფრინავი მაკარონის მონსტრის” შესახებ.
ეკლესიის პატრიარქად სახელდებულია ვინმე კამა პასტა I. იგი გახლავთ მოსკოველი მეწარმე, რომელსაც არ სურს საკუთარი თავის გამჟღავნება და ფოტოს გამოქვეყნება. მისი სიტყვებით, თავის თანამზრახველებთან ერთად ის ქმნის რელიგიურ ჯგუფს, რათა პროტესტი განუცხადოს ”ჩვენი ხელისუფლების ორგანოების” პაროდიულ რწმენას (საგულისხმოა, რომ პაროდიულობას ამჟღავნებს აბრევიატურა ” РПЦ ”-ც, რომელიც თანხვდება ”რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიის” აბრევიატურას).
მომავალში ”მფრინავი მაკარონის მონსტრის” კულტის ადეპტები ფიქრობენ დოკუმენტების შეტანას ეკლესიის დასარეგისტრირებლად, რელიგიური ორგანიზაციის სტატუსით. თუ პასტაფარიანელებს ამის უფლებას მისცემენ, ისინი მიიღებენ იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლებას.
ცნობისათვის: პასტაფარიანელობა მოგონილი იყო ამერიკელი ბობი ჰენდერსონის მიერ. მან გადაწყვიტა შეექმნა ”მაკარონის მონსტრის” ისტორია კანზასის შტატის ხელისუფალთა წინააღმდეგ, რომლებმაც სასკოლო პროგრამაში შეიტანეს ”გონივრული ჩანაფიქრის თეორიის” კურსი. პასტაფარიანელთა სწავლების თანახმად, რელიგიის პირველი წარმომადგენლები იყვნენ მეკობრეები.
ოფიციალური საიტი:
http://www.venganza.org/ჩვენ როდის დავარეგისტრიროთ