საქართველოს ჯარი ჰყავს, როო?
ან ახლო მომავალში ეყოლება, როო?
აი, რას ვამბობ:
ისევ ქართველების იმედზე უნდა ვიყოთ, ძირითადად, თორე, აბა, გაიარე რუსთაველზე, შავ-შავი ხალხი რომ დადიან და ირანელები გგონია, სირიელები არიან - ომს გამოექცნენ.
ხოდა, ისინი საკუთარი სამშობლოსთვის არ იბრძვიან და საქართველოსთვის მოიკავენ თავს.
აი, ახლა ქართველებსაც შევხედოთ - რომელი ქართველი იომებს?
სიტყვაზე მაგალითად, მე, რომელსაც არ გამაჩნია სახლი, კარი, კედელი კი არა ქვაც კი არ წერია ჩემ სახელობაზე საჯარო რეესტრში, რამ უნდა ამაღებინოს იარაღი და რატომ უნდა შევაკლა ვიღაც მტერს ტავი, რომელიც მხოლოდ ჩემი სიცოცხლის მოსპობით იმუქრება?
აბა, მეტი რა გამაჩნია, რა უნდა წამართვას?
ხოდა, მოვავლებ ხელს იმას, ვინც ჩემად მიმაჩნია და დავკრავ ფეხს იმ სირიელივით და წავალ სხვა, უფრო დალაგებულ ქვეყანაში, სადაც ჩემი მოკვლის საფრთხე მინიმალურია.
ეს ერთგვარად კარგიცაა - სუფთა ქრისტიანი ხარ - არავითარი მიჯაჭვულობა.
ხოდა, ახლა მოითვალე რამდენი ღატაკი და ბოგანო გვყავს, ისიც მიათვალე, რომ ამ ყბადაღებული იპოთეკის გამო ახლო მომავალში რამდენი გაბოგანოვდება და მერე ითვალე შენ ჯარში ჯარისკაცების რაოდენობა.
მარქსმა თქვა, პროლეტარს სამშობლო არ გააჩნიაო და მართალია.
უამრავი მოქალაქე გვყავს, ვისაც ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ არ მიაჩნია.
მათ შორის, გაგიკვირდება და მეც ვარ.
რატომ გაგიკვირდება და, ჩემი ოჯახიდან ყველა სრულწლოვანი მამაკაცი საქართველოს ტერიტორიისთვის გამართულ ყველა ომში იბრძოდნენ.
ერთი, ვისაც წლების გამო ბრძოლა და გაქცევ-გამოქცევა არ შეეძლო, ჟურნალისტად წავიდა.
ომი არ ყოფილა, სადაც ჩემი დიდ ოჯახის წევრები არ დაღუპულიყო.
ახლაც, ამ ბოლო ომშიც.
და მერე რაა?
მათი შვილები უპატრონოდ დაიზარდნენ, სული ძლივს მოატანეს, ახლაც უკიდურეს გაჭირვებაში არიან.
მე რა შემიძლია, ვის რითი შევეშველები?
ვეტერანები, საერთოდ, წიხლქვეშ გაიგდეს, არადა, რას ითხოვდნენ ამნაირს - მკურნალობასა და ჰოსპიტალზე ჰქონდათ პრეტენზია.
ხოდა, მე, რომელიც იმ დაღუპულების ოჯახებსაც კარგად ვიცნობ, ჩემი მეუღლე ვეტერანია და სახელმწიფოს მის მკურნალობაზე ხელი არ გაუნძრევია, რატომ უნდა გავუშვა ჩემი შვილები საომრად, ვისი ქონების დასაცავად?
ამიტომაა, რომ ვყიყინებ, ხალხს მიხედეთ, ხალხნოოო, თორემ ეს ქვეყანა ხუხულასავით დაგვენგრევა-მეთქი.