#41308638 · 16 Jun 2014, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბარნა
QUOTE | ოღონდ "ცბიერი" არ მგონია სწორი თარგმანი. იქნება ბოროტი? |
ცბიერს- არაგულრწფელის, ეშმაკურის, არაპირდაპირის გაგებით ამბობს. ხანდახან საკუთარ თავთანაც ვცბიერობთ. ამაში სიფხიზლეა საჭირო. ბოროტი კი გამიზნულად სიავისკენაა მიმართული. ამას არ გულისხმობს ორიგინალის მიხედვით.
QUOTE | ბიოგრაფიულია, ნამდვილია ნეტა ფილმის ფაბულა? თუ ფანტაზიებია? |
მითებს და ლეგენდებს და სამი საუკუნის ჭორებს თუ მოვაცილებთ, მიამოტოზე სინამდვილეში ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს- და თვით ამ ინფორმაციასაც კი არა აქვს პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, ისევე როგორც მის საგმირო და არც მის ცოდვილ საქმეებს (ხშირად ეს ერთდაიგივეა). მე მაინტერესებს ის ფაქტი, რომ ხმლის დიდოსტატი იყო უეჭველი. ამიტომ მთავარი, რაც დატოვა არის ხელნაწერები ხმლის ხელოვნებაზე, თავისი სკოლა და თავისი გზის ესენცია, რაც მოცემულია "დოკკოდოში".
|