#46540572 · 22 Dec 2015, 00:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უფალს, გარეგნულად არანაირი ნაკლი არ ჰქონია. ჰქონდა ღვთაებრივი იერი და გარეგნობა.
მასში რომ რაიმე ფიზიკური ნაკლი ყოფილიყო, ამასაც აუცილებლად ხელზე დაიხვევდნენ ფარისევლები თუ სხვა მისი მოწინააღმდეგენი და თვითმარქვიობაში ამ კუთხითაც დასდებდნენ ბრალს.
რომ წერია "არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ." იმას ნიშნავს რომ მას არ ეცვა მდიდრული და ძვირფასი სამოსი, არც ძოწეული და არც სხვა მდიდრული შესამოსელი. უბრალო, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართი ეცვა. და არც მიწიერი გაგებით არ ჰქონია რაიმე სამეფო თანამდებობა, და ა.შ.
სხვა მხრივ კი, "მშვენება" და "იერი" საგრძნობლად შელახული ექნებოდა უფალს, მისი ტანჯვის, გვემის და ჯვარცმის დროს.
აი რა წერია 44-ე ფსალმუნში:
3. ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
4. წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
5. და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
6. შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
7. ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
|