ვინ არის ჩვენი მტერი?
ყველა ის, ვინც თავისუფლების მტერია.
ვინ არის თავისუფლების მტერი?
რა მოგახსენოთ, ერთად ვერ ვიტყვით.
სად არის ის?
ყველგან.
რა სახისაა?
რა მოგახსენოთ, გვიჭირს თქმა იმიტომ, რომ დღეს ყველაფერს მისი ან მას ყველაფრის სახე აქვს.
მაინც ვინ არის ჩვენი მტერი?
- ჩვენი მტერია ის ჭირვეული ცის ბატონი, რომელიც ვითომ ჰქმნის…. მაგრამ მასხარად იგდებს ადამიანს….. – ჯერ ჰქმნის და შემდეგ სცდის ადამიანს!
ის, ვისიც ჭირვეულობა, მადლი, ჩვენთვის სამართლად გამხდარა.
ის, ვისიც კულტი, თაყვანისცემა ყველა სიქველისა და სათნოების სინონიმია,
ის, ვისიც სიკეთე კაცს აძლევს სიბოროტის თავის უფლებას.
ის, ვისი შურის ძიება დაატყდება კაცს, რომელსაც უარს უყოფს მადლში.
ის ვინც უკვდავია, მაგრამ მოკვდა-კი.
ის, ვინც მომაკვდავ კაცად იქცა და იმავე დრო ზეციურ მამასთან ერთად მუდმივად თანაარსებდა.
ის, ვინც, შეერთებულია თავის შვილთან სული წმიდის საშვალებით, იმ სული წმიდით, რომელიც მამაა ზეციურ მამის შვილის.
ის ხიმერიული სამება ერთ_არსება.
რომლებიც არიან სრულიად განსხვავებულნი, განსხვენებულათ თაყვანცემულნი, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენენ ერთს, ერთ და იმავე დროს, მამას შვილს და შუამავალს.
ვინ არიან ჩვენი მტრები!?
ისინი, ვისიც ქრისტიანული დაპირებანი უდღეოთ შობილნი გამოდგენ.
ის, ვინც ვეღარ მოსულა ღრუბელზე ჭექაქუხილით, როგორც თვით მპყრობელი მსაჯული
ის, ვინც ვერ შესძლო აღედგინა, როგორც სხეული, ისე სული… _ მოწმე სასაფლაოა.
ის, ვის ბატონობის, მეუფების მიუხედავად სიკეთე და ბოროტება განაგრძობენ მორიგეობას……
მონობა _ მძვინვარებას,
მოყვასი მოყვასის სიძულვილს!
ისინი, _ ვინც შეიმოსენ საზოგადოებრივი ცხოვრების მმართველებად და ცივილიზაციის, პროგრესის დამქცევლებათ: ჭეშმარიტების და სინდისის თავისუფლების შეურაცმყოფელათ, თავისუფლების ჯალათებათ და ადამიანურ ღირსებათა მესაფლავეებათ.
ისინი, რომლებმაც დაისახეს პრაკტიკულ სამართლად და წესად ინდივიდუალურ, ოჯახობრივ, ერევნულ ცხოვრებაში თავიანთი ყოველგვარ ბუნებრივობის დამამახინჯებული და ანტისოციალური პრინციპები,
ის, ვინც გამოიჩინა მოუთმენლობა და გაუტანლობა, ფანატიზმი და უგუნური პატივ_მოყვარეობა.
ისინი, ვინც იქადაგა სიყვარული და განახორციელა უმსგავსო დევნა, იქადაგა სიმართლე და შემოიღო პირ_მოთნეობა, ორპირობა, იკისრა ღატაკთა ქომაგობა და მიითვისა არა მხოლოთ ღატაკთა ნაფლეთები, არამედ მისი გვამიც _ მკვდარი და ცოცხალიც, მისი სულიც_საღი და გარყვნილიც.
ისინი, საღი კაცობრიობა თავისი გაიძვერული ექსპლოატაციით ჩააგდო სირეგვნეში, ბავშობა, ვინც საყვარლისაგან სიძულვილი შვა, ვინც შეჰქმნა ხანგრძლივი მწარე ქაოსი და მოახვია კაცობრიობას უბადრუკ, მისგანვე გამოლაყებულ თავზე…, ვინც ადამიანი ჩააგდო გონებრივ სიბნელის ჭაში, ზნეობრივი გათახსირების მოუშორებელ ტალახში და მოქმედების არარაობის ბნელ, უკუნ სამარეში.
ვინ არიან ჩვენი მტრები?! ის სარწმუნოება, რომელიც თავმჯდომარეობდა შობას თანამედროვე საზოგადოების.
ის, ვინც თავის დოკტრინებით, თავის პატივმოყვარეობით, მტარვალობით, თავის საზიზღარ ჩამომავლობით იყო და არის აღმზრდელი კაცობრიობის_უგლახესი აღმზრდელი, რომელიც ზრდიდა მძლეველთ და ძლეულთ, ვინც მტარვალთ ასწავლიდ მტარვალობას და დამონებულთ მორჩილებას, დამცირებას…, ვინც მტარვალებს უმორჩილებდა მონათა სულს და რომელსაც მტარვალები უმორჩილებდნენ მონების სხეულს.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ეკლესია, რომელსაც იმოდენი ცრემლი მაშვრალთა არ შეუშვრია, რამოდენიც დააღვრევინა; რომელსაც დამონებულთა იმოდენი სისხლი და ცრემლი დაუღვრია, რამოდენი შეუშვრია დამონებულთათვის.
ის, რომელსაც ქვეყნად იმოდენი სინათლე არ გაუვრცელებია, რამოდენიც სიბნელე და წყვდიადი, ის, რომელიც მუდმივ წყვდიადში ემსახურებოდა თავის მართლა წყვდიადს, მახინჯ ეგოიზმს.
ის, ვინც თავს იქებს იმით, რომ ამბობს მე ზნე-ჩვეულებანი გავაფაქიზე და გავარბილეო, გული ადამიანის მოვარბილე გავანაზეო, ვნება დავაცხრე და ვასწავლე ხალხსა უთვალავი სიკეთეო, მაშინ როდესაც არასოდეს არ გაუქურდავს აღმრზდელი აღრზდილი ისე, როგორც ამათ და იმათ ვისაც მორჩილებას უიმედობას ასწავლიდა, მიჰყიდა საშინელ ძვირად ნუგეში… – მიუთითებდა, უჩვენებდა ცას და თვითონ კი ეპატრონებოდა მიწას.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ის, ვინც ამბობს, რომ შეინახა დედანები, გუჯრები და სხვა გონებრივი ძეგლები, მაგრამ ამის მაგიერ კი ამოფხიკა მეტი ხელნაწერი, ვინემ, მისცა ვისმეს წასაკითხად, ვინც იმის მაგიერად, რომ აზროვნება და მეცნიერება აეგულიანებია აკრძალა ისინი რწმენის და ავტორიტეტის უმსგავსო სახელით… ის, ვისი სურვილის წინააღმდეგ გონებამ ივარჯიშა და აჯანყდა.
ის, ვინც იმ თანასწორობისათვის, რომელსაც ცათაშინა ამყარებდა, ხელი არ გაანძრია მიწაზე მის დასამყარებლად და მის განხორციელებას, ისეთ უადგილო ალაგას, როგორიც დედამიწაა, ყველაფრით ხელს უშლიდა.
ის, ვინც ყოველთვის და ყოველგან მოურიგდა პრივილეგიას, შეთანხმდა მტარვალებთან, გაწვრთნა დამონებული, დასცა ადამიანის სული, ბუნება, ოჯახი. დაახშო ყველა ჭუჭრუტანა, საიდგანაც შესაძლებელი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში სინათლის შუქის შეპარვა…
ვინ არის ჩვენი მტერი?! ვინა და ზეციერი ბატონი.
შალვა გოგელია,
ძალიან საინტერესო ტექსტია,თან ზემოთ დასმულ კითხვასაც პასუხობს,ვინ გიშლით ხელს თავისუფლებაშიო
This post has been edited by ვაკო_მარქსი on 24 Oct 2013, 19:40
ნაციზმის ფანი ვარ და მკაცრი პატრიოტი ვარ. (c)Fanatikosi