მე კი დავწერ მაგრამ ბევრი ვერ გაიგებს, შევეცდები ადვილად გამოვხატო თუ რა ხდება...
არც ღმერთს რომ არ ეწყინოს და არც აფეთქებას (ეს ორი შემქმნელია ამ თემაში წარმოჩენილი)

უბრალოდ პრინციპს ვიტყვი და დანარჩენი თქვენ იფიქრეთ... გამგებმა გაიგოს.
არის ზენა სამყარო სადაც უსასრულობა და მარადისობაა და არის ქვენა სამყარო(ქვეყანა) რომელიც
ზენადან არის შექმნილი და მატერიალურად ხილულ სამყაროს წარმოადგენს... აქ შეკითხვაა თუ როგორ
შეიქმნა ეს მიწიერი სამყარო ანუ მთელი კოსმოსი, ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია მაგრამ მაინც, ანუ
ის ზენა სამყარო ეს უსასრულობა-მარადისობა ქმნის სასრულ სივრცეს ანუ იმ ზენას ერთ ნაწილში ხდება
მისი შეკუმშვა და ამის საშუალებით იმ ზღურბლის შექმნა საიდანაც ეს მაღალ განზომილებიანი სამყარო
გადადის იმ მიწიერ შემოსაზღვრულობაში, რასაც სივრცეს ვეძახით და რა თქმა უნდა ამ სივრცეში ხდება
მოძრაობა თუნდაც ამ შეკუმშვის მსვლელობის გამო, ამ მატერიის წარმოშობის პროცესს ახლავს დროის
შეზღუდულობაც ანუ წარმავალი დროის შექმნა ანუ მარადი უდროობა ანუ უჟამო ჟამიდან დროის წარმოქმნა,
ამ დროის შექმნას განაპირობებს ის მოძრაობა რომელიც აგრეთვე არაა უსასრულო და სადღაც მიაღწევს
შეკუმშვის მაქსიმუმს და მერე იწყებს ისევ უკუსვლას, წარმავალი დროც ამ კუმშვად მოძრაობას უკავშირდება ...
ეს ყველაფერი ამ წარმავალი სივრცის შიგნით ხდება ამ დროის განცდაც და განზომილებებიც, ზენაში სხვაა...
ამ შეკუმშვის პროცესმა ჯერ შექმნა გაზობრივი შემდგომ უფრო რომ შეიკუმშა იქმნება თხევადი და ა.შ. მყარი..
ამ სუფსტანციებს ვაკვირდებით ეხლაც... ეხლა ისევ გაფართოების პროცესი იწვევს საბოლოო ჯამში ამ სივრცის
ისევ ზენაში გადასვლას და ამ მიწიერ-წარმავალი ცხოვრების დამთავრებას... ეს პროცესი შეკუმშვა გაფართოების
კოსმოსშიც დაიმზირება, ანუ უფრო გაფართოების ვინაიდან შეკუმშვის დროს ამას არ აკვირდებოდნენ, ნუ
ლოგიკურია რომ რახან ფართოვდება წინ უძღოდა ჯერ შეკუმშვა, ეხლა კი ხდება საწყისი მდგომარეობისკენ სვლა ...
ეხლა როგორც კი ამ ზენა ანუ მარადი სამყაროდან რაიმე ნიშანი ან ნაწილაკი შემოდის ანუ ეს მატარიალიზების
პროცესი არის მაინც როგორც საზრდო რომ არ ჩაიშალოს და იყოს სტაბილური ეს მიმოქცევასავით, ამას თეთრი
ხვრელები დაარქვეს მეცნიერებმა, ხოლო საიდანაც ისევ დემატერიალიზაცია ხდება ანუ გაქრობა შავი ხვრელი დაერქვა,
არადა ეს რაიმე გასასვლელი გვირაბივით კი არაა და მერე სადმე სხვაგან გაჰყოფ თავს, არამედ მატერია გადადის
სხვა განზომილებაში და აღარაა მატერია, ამ ზღურბლზე ხდება ყველაფერი... ეს უბრალო ენით მეცნიერების ამბავში...
რელიგიური უბრალო ენით რომ ვთქვათ ზოგიერთ ადამიანს აქვს უნარი ამ ზღურბლის აღქმისა და იმ ზენა სამყაროს
აღქმის, ხოდა ისინი ზენა სამყაროს სულიერს უწოდებენ და მის გამგებელს ღმერთს ანუ მოაზროვნე ნაწილს...
ამ ზღურბლის ირგვლივ ხდება მთელი პროცესები ნათელხილვის დროს საიდანაც ადამიანს შეუძლია სულიერში გასვლა.
იქ გასვლისას მას ჩაესმის სიბრძნე არა ისე როგორც მიწიერში არამედ მარადიული ცხოვრების ანუ ზებუნების მქონე
სამყაროდან და ამიტომაც ძნელი გადმოსაცემია ეს... თუ არა სიმბოლოებით... ამიტომაც სიმბოლურად არის აღწერილი
და ალეგორიებით მათ მიერ დანახული და განცდილი...
მეცნიერებიც და მორწმუნენიც ერთი და იგივეზე ლაპარაკობენ უბრალოდ სხვა და სხვა გზით და სიტყვით უბრალოდ
ეს ძიების პროცესია და სულიერში დანახულის გაშიფვრით თუ ამ მატერიაში ქექვითაც შეიძლება ყველაფრის გაგება,
ვინაიდან მატერიაც დაატარებს იმ ზენა სამყაროს ინფორმაციას ისიც ხომ ზენასგან არის შექმნილი ამიტომაც არის
ქართულ ზღაპრებში ნაცარქექია ბრძენი...
Magicman Gio