#38701054 · 11 Nov 2013, 21:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
passko
| QUOTE | სამშვინველია... შექმნილია, როგორც სამშვინველი... ფიზიკურ-მატერიული სხეული (გამკვრივებისას, ანუ იგივე ცოდვით დაცემისას) და სული (გოლოგოთას მისტერია) მიღებული აქვს.
|
მართალია... სამშვინველიდან მოდის ადამიანის ის დაბალი მე - და სული მას მიეცა როგორც მაღალი მე. ხოდა როცა დაბლიდან უყურებს ამბობს სული მაქვსო ხოლო როცა მაღლიდან უყურებს იტყვის სული ვარო.
logos
| QUOTE | ადამიანი არის სულიც და ხორციც ერთდროულად, ადამიანი არის გასულიერებული ხორცი.
|
დიახ... მაგრამ აქ სირთულეს იწვევს ეს გაორება, ადამიანის ეს გაერთიანება ჯერ არ მომხდარა ზოგადად (გამონაკლისების გარდა). ქრისტემ ამაზე მიგვანიშნა აღდგომის სახით, მან სხეული არ დატოვა ცალკე მიწაზე. * * * Mr Mystery
| QUOTE | | სული და სხეული მესმის მაგრამ ამ სიტყვის აზრი გაუგებარია მაინც ჩემთვის |
რუსულად უფრო გასაგებია ალბათ ვინაიდან ქართულში ამ სიტყვას "სამშვინველი" იშვიათად იყენებენ: სამშვინველი არის "დუშა" >> - სადაც ვნებებია, გრძნობებია და გარკვეული განცდებით ხდება თვით-აღქმა. სული არის "დუხ" >> - სადაც ცნობიერი და პიროვნული იმპულსია რომელიც თავისუფლებისკენ მიმართავს.
This post has been edited by Artist on 11 Nov 2013, 21:56
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა. yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt. © Artist
|