კარგი განვიხილოთ ასტროლოგია უფრო სერიოზულად) .
არადა იყო დრო თავიდან დაახლოებით წელიწადნახევარი ცაგარელის ფანი რომ ვიყავი და კავკასიის არხის შემყურე პასტა ფურცლით მის გამონათქვამებს ვიწერდი

.
პირველ რიგში მოგვები ასტროლოგები კი არა უფრო ასტრონომები იყვნენ.
თავად ასტროლოგია უძველესი პრიმიტიული რელიგიების კატეგორიას განეკუთვნება მსგავსად ბერძნულ-ეგვიპტური მითოლოგიისა. ასტროლოგიის მოფიქრებაც პირველყოფილმა ადამიანებმა დაიწყეს და დროთა განმავლობაში დახვეწეს უფრო მეტი მრავალფეროვნება შეიტანეს სწავლებებში და დღემდე გრძელდება ამ სწავლებების გადასწორ გადმოსწორება ჩამატება მაგ დაემატა ქილიაზმის სწავლება, ბედისწერის, ფენშუი და სხვა უცნაურობა.
მთავარი მიმზიდველობა ასტროლოგიისა თავიდან ის იყო რომ ვარსკვლავების მოძრაობაზე რომ დაიწყეს ქურუმებმა დაკვირვება და აღმოაჩინეს მზის და მთავრის დაბნელების წინასწარ გამოცნობის ტექნოლოგია იქამდეც იყო და თავის საქმიანობას უფრო მეტი რელიგიურობა შესძინეს და საკუთარი თავი საზოგადოების ელიტად გამოაცხადეს, სამეფო კარს გაუტოლეს ლამის. ასე იყო აცტეკებთანაც და ასე იყო ეგვიპტეშიც. უფასო ჭამა სმა პრივილეგირებული სტატუსი იმის ხარჯზე რომ უბრალო წერა-კითხვის უცოდინარ ხალხს აშინებდნენ მზე-მთვარის დაბნელების წინასწარ გამოცნობის უნარით და ამ მოვლენას ასაღებდნენ როგორც ღმერთის რისხვავს მათზე.
ეტყოდნენ დაახლოებით ასე მაგ ორ დღეში ამონრა გაბრაზდება თქვენი ურჩობის გამო და მზე სამუდამოდ დაბნელდება და დათქმულ დღეს მზის დაბნელებაზე თავზარდაცემული ხალხი ხვეწნა მუდარით მივიდოდნენ ოღონდაც მზე დააბრუნე და ყველაფერს დაგიჯერებთო.
საერთოდაც წარმართულ სამყაროში მთელი ქურუმები გადასული იყვნენ აფერისტობაზე და სულ იმის ცდაში იყვნენ რომ რამე ახალი მეცნიერული გამოგონება ექციათ მორიგ ფოკუსად და ხალხისთვის სასწაულად. ამ საკითხზე კარგი ფილმების ციკლი ჰქონდა ბიბისის.
ქურუმების აფერისტული ხრიკები ჯერ კიდევ დანიელის წიგნში ჩანს მეფე რომ უმტკიცებს დანიელს ჩვენი ღმერთი ქანდაკება ცოცხალია და ადამიანივით საჭმელს ჭამსო სპარსეთ ბაბილონის ამხელა მეფეც კი ტყუილში იყო ქურუმებისგან და დანიელი ფქვილს რომ დააყრევინებს და დაკეტავენ ტაძარს და აღმოჩნდება საიდუმლო გვირაბიდან თავად ქურუმი და ოჯახობა რომ მიირთმევენ იმ საჭმელს მერე ფქვილზე გამოჩნდება მათი ნაფეხურები. მომწონს ძაან ჭკვიანი იყო დანიელი.
ასტროლოგიის განვითარების შემდეგ ეტაპზე როცა ქურუმების რელიგიური სტატუსი განმტკიცდა საჭირო გახდა მათი რელიგიური სწავლებები უფრო მრავალფეროვანი და ჩახლართული ყოფილიყო.
აიღეს პასტა ფურცელი და იმ ხედვის არეალში ცაზე ვარსკვლავების დაჯგუფებები მოხაზეს სხვადასხვა ფიგურების ფორმებში, დოქიანი კაცი მერწყული, სასწორიანი ქალი, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი და სხვა
შემდეგ ამ ფიგურების თვისებები გადმოიტანეს დროის 12 პერიოდზე ზედ პლანეტებიც დაუმატეს და მიიღეს შეთხზული რელიგია.
არადა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივეს გაკეთება ეხლაც აიღებს პასტა ფურცელს კონკრეტული ცის ნაწილს. აღნიშნავს წერტილებით ზოგადად ვარსკვლავებს და ისე შეაერთებს მათ ხაზებით რომ მაგ დოქიანი კაცის - მერწყულის მაგივრად დახაზავს სპილოს ან ჟირაფს
უბრალოდ რადგან მსოფლიოში ხაზების ისეთმა შეერთების კომბინაციამ ჰპოვა გავრცელება რომლითაც მივიღეთ ის თორმეტი ფიგურა მერე საუკუნეების მანძილზე დარჩა და დარჩა და გახდა როგორც საერთაშორისო ნიშნები ყველა ქვეყნისთვის ზღვაზე ხომალდით გადაადგილებისთვის. თორემ ნებისმიერი სხვა 12 ან ნებისმიერი სხვა რიცხვის მაგ 25 და სხვა ფიგურის მოხაზვა შეიძლება.
თანამედროვე პერიოდში კიდე უფრო დაიხვეწა ასტროლოგია მოიგონეს ფენშუის ნაირი სწავლებები რომ საჭიროა იყიდო სხვადასხვა ფიგურები "თილისმები" რომელსაც მხოლოდ ფეინშუისტები ამზადებენ ექსკლუზიურად და ისინი მოგაყიდიან ოქროს ფასში.
შემდეგ ათასი სწავლება რომ ყოველ დღე ერთიდაიგივეს კეთება არ შეიძლება რომ ყველაფერს შესაბამისი პერიოდი სჭირდება, რამაც გამოიწვია იმის საჭიროება რომ მდიდარ ადამიანს მუდმივად გვერდით გაეჩინა პირადი ასტროლოგი რომელიც ეტყოდა როდის გააკეთოს ბიზნეს გარიგებები, როდის გაიკეთოს ოპერაცია, როდის რა ჩაიცვას მოკლედ ყველა დეტალი პირად ასტროლოგს შეუთანხმოს. ხოლო ის ასტროლოგი გადაშლის თავისი ნახაზების დავთარს და დიდი გონებრივი მუშაობის შემდეგ კითხვაზე როდის რა გააკეთოსოლიდურ ანაზრაურებასაც მოგთხოვს.
ეს წესი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წერია მაშინაც იყო გავრცელებული უფრო პრიმიტიული ფორმით ფულიან ფეოდალებს რომ ყავდათ პირადი მოგვები და ბატონის კმაყოფაზე იყვნენ უფასო ჭამა სმა ბინა გართობა და სანაცვლოდ ეუბნებოდნენ რაღაცეებს თუ როგორ გამდიდრდნენ და სხვა.
ეხლა კიდე დაემატა აურის გაწმენდა ჩაკრები ცალკე ფული მაფია და აშ.
ესაა ასტროლოგია ზოგადად ხოლო გულუბრყვილო ხალხი ისტორიის გაცნობაზე უარს ამბობს და უფრო იმით ინტერესდება შავი მთვარე მერწყულში აქვს თუ კირჩხიბში და ათასი უაზრობა )