#57982315 · 6 Jun 2021, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Internet_Contraband
QUOTE | ყველაფერი ცნობილი იყო წლების წინ, საპატრიარქომაც იცოდა და სამინისტროებმაც და არავინ არაფერი გააკეთა |
ქვეყნის მმართველმა ნახა რომ ეკლესიამ მიაღწია სიძლიერის იმ დონეს როდესაც ის სახიფათო ხდება მმართველისთვის და მიაყენა დარტყმა, რათა დააბრუნოს იმ ჩარჩოებში, რომელიც მისთვის არის განკუთვნილი. * * *
"სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს.
ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკე დაწყებულია.
ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5 არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.
ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება.
სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს,“
ამ ნაბიჯით ერიოზული დარტყმა მიაყენა ეკლესის რეიტინგს მთავრობამ * * * თუმცა ეკლესიამ არ დააყოვნა და განაცხადა რომ: "საქართველოს საპატრიარქო სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება."
თუ ეკლესიამ გაასაჩივრა და მოუგო მთავრობას ეს საქმე, მისი რეიტინგი ძალიან აიწევს და მისი გავლენა ძალიან გაიზრდება, რაც ძალიან სახიფათო იქნება არსებული მთავრობისთვის, რადგანაც ეკლესია ამ ძალას გამოიყენებს ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მხარდასაჭერად, რაც თავისთავად საფრთხის შემცველია არსებული მმართველი ელიტისათვის.
ეკლესიას ამ ფაქტით აქვს იგივე დონის "გრეხი", როგორც ნაც მოძრაობას ციხის კადრები, რომელსაც მუდმივად წამოაყვედრებენ და ზოგიერთ პოლიტიკოს მეუფეს ხშირად შეახსენებენ. აგრეთვე, ეს ფაქტი, ხელს შეუწყობს ეკლესიის შიგნით არსებულ შიდა დაპირისპირების უფრო გაძლიერებას.
This post has been edited by Heracles12 on 6 Jun 2021, 12:34
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
|