#38862355 · 26 Nov 2013, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ საჭიროებს ეს თემა ამდენ ხმაურსა და გაურკვევლობას. არავინ იცის რა ენაზე მოხდება ხალხის განკითხვა, თუნდაც ეს იყოს ქართული მისი გაგებისა და აღქმის უნარი ყველას შეეძლება და თუ მართლა ქართული იქნება კი არ უნდა გვიხაროდეს, არამედ პირიქით, შიშით უნდა ვძრწოდეთ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ერგო ჩვენს ერს, რადგან ქრისტიანული თვალსაზრისით არ გვაქვს მოკლე ისტორია და აქ პატრიარქი ხაზს უსვამს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაზე ჩვენი ერისა ქრისტიანობასთან მიმართებაში. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება...
--------------------
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
|