#38997009 · 7 Dec 2013, 16:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
rêveur
| QUOTE | | სიზმრების და ერთსურათად ქცეული ფირის ნახვისთვისაც ხომ გვჭირდება დრო, თუნდაც ერთი წამი ან წამის მეასედი? რაც არ უნდა მცირე იყოს მაინც დროის მონაკვეთია. |
დრო ხომ საერთოდ სივრცესთან არის დაკავშირებული და როცა ის უჟამო ჟამად იწოდება ანუ უსასრულობად თვით დროც და სივრცეც მაშინ ეს წამი თუ გაელვება არ აღიქმება საერთოდ დროის გასვლად. დამტკიცებულია, რომ დრო ფარდობითია ხო?, აინშტაინმაც კი მოინდომა და დაწერა რელატიურობის(ფარდობითობის) თეორია.
ანუ იქ სადაც სივრცე არაა როგორც ასეთი არ არსებობს არც მანძილები და დაბერება ან ჭკნობა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ყველაფერი არაა რითაც დროის გასვლას ვგრძნობთ და ამიტომ დრო კარგავს თავის ფუნქციას, დროის სვლა რომ იგრძნო ეს უნდა შეადარო რამეს, და გააჩნია რას შეადარებ და რა კუთხით აღიქვამ იმის და მიხედვით ხდება ანუ რელატიურია.
ის მაგალითი გეცოდინება ალბათ, როცა თვითფრინავით მგზავრობ და დროს რომ იგებ სიჩქარის გამო. ხოლო თუ სიჩქარე სინათლის სიჩქარეს გადააჭარბებს მაშინ დრო არ გადის საერთოდ, ასე გამოვიდა თეორიით ანუ ფორმულით, უფრო ჩქარა თუ იმოძრავებ საერთოდ მინუსებში წავა ანუ წარსულში, მაგრამ წარმოსადგენად, მიუხედავად აინშტაინის პატივისცემისა, მაინც ძნელია ადამინისთვის ეს.
| QUOTE | ხო, ვერაფრით ვერ ვხვდები როგორ უნდა იყოს უდროობა სამყაროსთან კავშირში. ალბათ მის გარეთ, ანუ გარშემოა?..
|
გარეთ და გარშემო ჩვენი გაგებით არა მაგრამ მართლაც გარეთ და გარშემოა სიღრმისეული გაგებით. ხოდა რას ნიშნავს ეს სიღრმისეული, მაგალითად ავიღოთ ყინული როგორც მყარი მატერია, მისი სიღრმისეული არის წყალი ანუ თხევადი მატერია, როცა კი ის ორთქლდება გადადის უფრო ფაქიზ მატერიაში გაზობრივში.
ეხლა ეს გაზობრივი იმ ყინულის ფორმისგან გარეთ და მის გარშემოდ აღიქმება, მაგრამ ეს ხომ მისი უფრო გაუხშოებული ფორმაა. ასეა სულიერ სამყაროშიც დაახლოებით. იქ ძნელია სასრულის აღქმა ვინაიდან საყრდენი სივრცე უსასრულოა და არა შემოფარგლური. უსასრულობის წარმოდგენაც კი ძნელია, ჩვენი ცნობიერებისთვის, ვინაიდან სულ ყოველთვის შეიძლება ითქვას იმის იქით რა არისო ვინაიდან ჯერ სასრულით ვაზროვნებთ.
This post has been edited by Artist on 7 Dec 2013, 16:32
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა. yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt. © Artist
|