თუმცაღა, არ არის მხოლოდ ბიოლოგიური აქტი, არამედ ძალიან მრავალმხრივია. ის მოიცავს სულიერ და მენტალურ პროცესებს.
დიახ, ცოდვაა ნებისმიერ შემთხვევაში: მიმართულია ის საკუთარ თავზე, რომელიმე კონკრეტულ პერსონაზე თუ არამატერიალურ ბოროტ არსზე.
მასტურბაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა ბოროტის გაპრავების სატანური რიტუალი, რამეთუ ამ დროს ადამიანი საკუთარი
ნებით ეპატიჟება და სასურველ კავშირში შედის ბოროტ არამატერიალურ არსთან, განუდგება რა წმიდა სამებას: სხეულით, სულით და გონებით!
ამ გზით პიროვნება ღებულობს წარმოუდგენლად დიდ კმაყოფილებას, როგორც ფიზიკურს, ისე, მორალურს თუ მატერიალურს. განა ასე არ არის?!...
აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები:
1. რამდენი სახის მასტურბაცია არსებობს, რა არის თითოეულის მოტივი;
2. რა ძალას ემსახურება პიროვნება
რიტუალურად ქცევის ამა თუ იმ მოდელში;
3. უნდა ვისაუბროთ ვრცლად, თუ მართვა-კონტროლის რა იარაღს წარმოადგენს სულის სკალპელი;
4. ვცადოთ, გავერკვეთ მასტურბაციის რელიგიურ, ფსიქო-სოციალურ, მორალურ-ეთიკურ ასპექტებში და ა.შ...
ზოგადად, რაც მაღალია IQ, მით მეტია თავისუფლება. პიროვნება წარმოადგენს განუყოფელ მთლიანობას უფალთან.
ადამიანის აქტივობა (მათ შორის სექსუალურიც) თავისუფალი სივრცეა, რაიც პირდაპირ კორელაციაშია მის ინტელექტთან.
დიახ, ადამიანი ზე-თავისუფალია, ოღონდ ამ თავისუფლების შესატყვისი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერების პირობებში...
აქ კიდევ უნდა დავსვათ კითხვები:
1. რა არის ჯანსაღი არჩევანი;
2. რას წარმოადგენს თავისუფალი არჩევანი;
3. როდის არის თანადროულად ჯანსაღიც და თავისუფალიც რჯულის კანონით არჩევანი;
4. რა ფაქტორები ზღუდავს პიროვნების ჯანსაღ, თავისუფალ, ქრისტიანულ-რელიგიურ არჩევანს.
ვიფიქროთ, ვის უზიარებს მორწმუნეც, ათეისტიც საკუთარ სულს, გონებას, სხეულს თუ ცხოვრებას, როცა საქმიან ან სექსუალურ პარტნიორს (მეგზურს) ირჩევს?!...
This post has been edited by Катеньки on 1 Jan 2023, 16:47
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.