არ დაიჯერებ, მაგრამ აქ ჩამოვხარჯე მთელი ჩემი მილოცვა-შელოცვების უნარი და ფეისბუკზე კრინტი აღარ დამიძრავს საერთოდ, ამ დროს 20 სტატუსი მაინც აელვარდა წმ. ბარბარეს ხატებით, ერთზე წმ. ბარბარეს უხრწნელი ნაწილებიც კი იყო გამოსახული, რომლებიც თურმე კიევში ვლადიმირის ტაძარში ინახება! წმ. დიდმოწამე ბარბარემ კრიჭა შემიკრა და უკომენტაროდ გავატარე...

)))
აგერ, ა, ვაკოპირებ არტეფაქტს, დატკბით... იმედი მაქვს, უკრაინას მაინც შეეწევა, დღეს მაგათ უჭირთ...

***
კიდევ ერთი ინფორმაცია ამ დღესასწაულის შესახებ:
რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანებს?17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ტრადიციისამბერ საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა, არც თუ ისე ბევრმა იცი თუ რა კავშირში აღნშნული ტრადიცია წმინდა ბარბარეს ხსენების დრესთან.
ამ თემაზე დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი საუბრობს: "ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი.
ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.
კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია.”, - აღნიშნავს დეკანოზი.
შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.
აქ ისევ მე, ლაბარნა ავიღებ სიტყვას:
ბარბალე, როგორც ხედავთ, მზის ბორბალი ყოფილა იგივე ))
ზამთრის ბუნიაობაში შევდივართ, გილოცავთ ყველას და 22 დეკემბერს მოგილოცავთ განსაკუთრებით, როცა მზე ჯვრის მინიმუმში "ჩაჯდება"...
კიდევ ერთი მოსაზრება მაქვს იმის თაობაზე, რატომ მაინცდამაინც ლობიო... დღესასწაულზე წარმართულ საქართველოში დისკოს ფორმის ღვეზელებს ალბათ იმდროინდელი ღარიბი დიეტის ფონზე საუკეთესო ნუგბარით, ცილებით მდიდარი საკვებით ავსებდნენ. თუ ეს არ იქნებოდა ხორცი, რომელიც რელიგიური მიზეზის გამო შეიძლება ყოფილიყო აკრძალული (ხორცს სჭირდება კლვა წმინდა დღეებში, ეს კი აკრძალული იქნებოდა წარმართობის მაღალი ზნეობრივი ღირებულებების გამო), მაშასადამე, აქ იქნებოდა ხორცის შემცვლელი ცილებით მდიდარი საკვები, იმდროინდელი პარკოსნები, მაგალითად, ოსპი ან ბარდა... როცა ლობიო შემოვიდა, პარკოსნის იდენტიფიცირება იოლად მოხდა გონებაში ადრინდელ პარკოსნებთან და ბარბალობის ღვეზელში ასე მოხვდა ლობიოც...
This post has been edited by ლაბარნა on 17 Dec 2013, 13:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)