Nshoshia505
ამბოხებული

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5813
წევრი No.: 33348
რეგისტრ.: 18-April 07
|
#39257869 · 30 Dec 2013, 01:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანდერსონი Gosta Esping-Anderson ი არის დანიელი სოციოლოგი და კეთილდღეობის სახელმწიფოს იკვლევს (Welfare State). ძლიერ ფიგურად ითვლება და ევროკაშირის სოაციალური პოლიტიკების დაგეგმვასი იღებდა მონაწილოებას, ამზადებდა ლისაბონის სამიტს, და ბაროზოს მრჩეველია ეხლა.
მისი მთავარი წვლილი კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეპტუალიზაციაშია არის ის, რომ კაპიტალისტური ქვეყენბის სოციალურ პოლიტკებს სამ ძირითად კლასტერად აანალიზებს რასაც დაარქვა კეთილდღეობის (Welfare–State) რეჟიმები. ყველაზე სასურველია ‘სოციალ დემოკრატიული’ რეჟიმი, მაგრამ როგორ მივედით აქამდე სკანდინავიის ქვეყნებში?
სოციალ დემოკრატიის პრობლემა მთავარი პრობლემა სოციალ დემოკრატიისთვის ყოველთვის იყო პარლამენტარიზმი. ანუ კითხვა იდგა ესე – ემსახურებოდა თუ არა სპარლამენტო დემოკრატია მუშათა კლასის ემანსიპაციას? კაპიტალიზმის შინაგანი ლოგიკა იწვევს საზოგადოების ატომიზაციას და მშრომელების ინტერესებს ერთმანეთს უპირისპირებს, როგორც კონკურენტებისას. ამის გამო ბევრი ფიქრობდა ლენინური ტრადიციის მიხედვით, რომ პარლამენტი უბრალოდ სალაყბოა და მშრომელების ძალაუფლებას (power) ვერ გაზრდის. ეს პრობლემა უფრო მწვავე გახდა იმ ფონზე, რომ ტადიციული მრომელთა კლასმა განიცადა სტრატიფიკაცია, თეთრსაყელოინთა საშუალო კლასის ხარჯზე მუშათ აკლასი შემცირდა და, როგორც ამომრჩეველმა, ძალა დაკარგა.
შესაბამისად სოციალ–დემოკრატიის ამოცანა გახდა ის, თუ როგრი სოციალური პოლიტიკებით უნდა მიეღწიათ ერთ მხრივ მშრომელების ისეთი მობილიზაცია, რომ საპარლამენტო მექნიზმით ძალაუფლება მოეპოვებინათ და მეორეს მხრივ მიერწიათა მშრომელების ემანსიპაციისათვის, ანუ შეექმნათ მათიძლაუფლების საფუძველი, რაც შეამცირებდა მათ დამოკიდებულებას ბაზარე შრომის გაყიდვიდან.
დეკომოდიფფიკაცია მშრომელთა ემანსიპაციის ძირითად პროცესს ანდერსონი აანალიზებს, როგორც ‘დეკომოდიფიკაციას’. ანუ, თუ კაპიტალიზმი მშრომელს აქცევს უბრალო საქონლად, ყიდვა გაყიდვის საგნად, ‘კომოდითი’, მაშინ მისი განთვისუფლება იქნება ისეთი მდგომარეობა, როცა იგი ბაზრზე შრომის გაყიდვის გარეშეც გდაირჩენს თავს და თვისუფალი ქნება აირჩიოს უნდა თუ არა ბაზარზე მონაწილეობა. ერთ მხრივ, ამის მისაღწევად სჭიროა, რომ სოცალური დაცვა და სოციალური სერვის გახდეს მშომელის კანონიერი უფლება ისევე, როგრც საკუთრების უფლება, რომელიც ქმნის ძლაუფლების საფუძველს კაპიტალისტისთვის. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ბაზრიდან უნდა იყოს მნიშვნელოვანი და არა სიმბოლური.
ამას გარდა მშორმელთა სვადასხვა სტრატები თვს უნდა გრძნობდნენ ერთი ინტერესის ჯგუფად, რათა სოლიდარობამ მათ პოლიტიკური ძალუფლება შეძინოს სპარლამენტო გზით.
საკნდინავიური გზა ამ ორი ამოცანის გდასაწყვეტად სკანდინავიური ( შვედური) მოდელი აკეთებს ორ რამეს სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. პირველი დონის დაცვა სახელმწიფო სოციალური სერვისების მხრიდან არის უნივერსალური და თანაბარი, რაც ყველას ეკუთვნის შრომითი გამოცდილების და შემოსავლების მიუხედავად. მეორე დონის დაცვა ითვალისწინებს ისეთ სერვისებს, რომლებიც ასევე უნივერსალურია მაგრამ დიფერენცირებული შემოსავლების მიხედვით. ეს მეორე დაცვა საშუალებას აძლევს საშუალო კლასს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი გაზრდილი მოთხოვნები სახელმწიფო სერვისის ხარჯზე და არ წავიდეს კერძო დაზღვევის სექტორში.
ამგვარად ორივე ამოცანა მიღწეულია მშრომელები აღარ არიან ბაზარზე დამოკიდებულები სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ‘მდიდრები’ არ გრძნობენ თავს ცალკე ჯგუფად, რამდენადაც შეუძლაით თავიანთი მოთხოვენბის დაკმაყოფილება იგივე სახელმწიფო სერვისების ხარჯზე. ეს მათ საშუალებას აძლევს ერთი ინტერესის ამომრჩევლად გამოვიდნენ და პარლამენტარიზმის გზით შეინარცუნონ ძლაუფლება.
კეთილდღეობის რეჟიმები ამგვარად ანდერსონის სიმპატიებია სკანდინავიური ‘დეკომოდიფიკაციის’ პოლიტიკის მხარეს, რომელიც ქმნის კეთილდდღეობის სახელმწიფოს ‘სოციალ დემოკრატიულ’ რეჟიმს. სვა რეჟიმებია ’კორპორატისტულ–ეტატისტური’ (corporate-statist) , როგორიც გერმანიასი და საფრანგეთშია, და ‘ლიბერალური’, როგორიც ამერიკაში და ბრიტანეთშია. ‘ლიბერალური’ რეჟიმი ხელს უწყობს ბაზრის გაბატონებას რამდენიმე გზით – მხოლოდ მინიმლაურ დაცვას იძლევა და ამიტო მშომელს ბაზრისკენ ერეკება, აფინანსებს კერზო სოციალური დაზღვევის სქემებს და ქმნის შესაბამის ბაზარს, ხელს უწყობს გაჭირვებულთა ‘მიზნობრივი’ დახმარებით ამ ჯგუფების სტიგმატიზაციას და შედეგად მშრომელთა სტატიფიკაციას რაც მათ საშუალებას უსპობს სოლიდარულ საამომრჩევლო ძალად გამოვიდნენ. ეს ბოლო რეჟიმი კარგად აღწერს საქართელოში გატარებულ პოლიტიკებს.
სხვათა შორის აქ ერთი რამეა საყურადღებო პოლტიკური თვალსაზრისით. სკანდინავიური რეჟიმი დიდ გადასახადებს მითხოვს, მაგრამ ეს გადასახადები საზოგადოების პროტესტს არ იწვევს განსხვავებით ლიბერალური რეჟიმისაგან, რომელსაც მცირე გადასახადები აქვს, მაგრამ ესენიც კი ძნელი შესანარჩუნებელია საპარლამენტო გზით, რამდენადაც მუდმივი პროტესტის ობიექტია. ფემინისტებთან დავა
სოციალურ რეჟიმებს ანდერსონი აანალიზებს ასევე სახლემწიფოს, ოჯახის და ბაზრის ურთიერთმიმართებაში. კეთილდღეობის ‘სოციალ დემოკრატიული რეჟიმი’ იცავს ოჯახს როგორც სოციალური კეტილდღეობის წყაროს, მაგრამ არა ისე , როგრც ‘კორპორატისტული’ რეჟიმი, რომელიც ელოდება სანამ ოჯახი ამოწურავს თავის შესაზლებლობებს და მერე იძლევა სოციალურ დახმარებას. ამისგან განსხვავებით სკანდინავიური მოდელი წინასწარ ახდენს ‘ოჯახის ხარჯების’ ( ბავშვების მოვლა, მოხუცების და ა.შ.) სოციალიზაციას, რითაც ზრდის პიროვნების დამოუკიდებლობას და ამ მხრივ ბაზარსაც უწყობს ხელს ( პიროვნებას ბაზარზე გასვლის თავისუფლებაც ეზრდება, თუ მას ეს უნდა, როცა ვთქვათ მოხუცის მოვლა მის სახლსი ყოფნას აუცილებლობად აღარ აქცევს). ამგვარად ანდერსონი ამ მოდელს უყურებს როგორც სოციალიზმის და ლიბერალიზმის ერთგვარ შერწყმასაც.
ის აგეთვე თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური სერვისები ზრდიან ეკონომიკის ხარჯეფექტურობასაც, მაგამ ჯერ შესაბამისი ტექსტები ვერ ვახე სადაც ამას ასაბუთებს. თუმცა ამას ყველაფერს შესავლის სახით ვამბობ, რათა გასაგები გახდეს ფემინისტებთან მისი საბრის ლოგიკა.
კაროჩე 200 წლის ინტერვიუში სოციალური კეთილდღეობის მომავლის შესახებ ის ამბობს, რომ ფემინისტებმა გამაკრიტიკესო და აზრი შევიცვალეო. ამ ინტევიუს მიმაგრებული ფაილით გიგზავნით.
რაში გააკრიტიკეს? იმაში, რომ სკანდინავიური მოდელი, რასაც ანდერსონი მხარს უჭერს, ქალს საშუალებას აძლევს, თუ უნდა, სახლში დარჩეს და ბავშვებს მოუაროს. რეალურად დანიაში ბევრი განათლებული ქალი სახლში დარჩენას და ბავშვების აღზრდას არჩევს, თუმცა სამუშაოს შოვნა ბაზარზე არ უჭირს.
ფემინისტებს ეს არ აწყობთ იმიტომ, რომ კაპიტალისტები არიან და ქალს ბაზარზე მიერეკებიან რათა მუშა ხელი გააიაფონ. ანუ ეს კომოდიფიკაციის პოლიტიკის ფარგებსი, რასაც ადნერსონი პრინციპსი აკრიტიკებს. ხოდა მიხტნენ ამ შენ ანდერსონს და სულ დედა აგინეს, ეგ როგორ თქვი ქალმა სიზლება არ იმუშაოსო.
ხოდა ადგა ეს შენი ანდერსონი და აზრი შეიცვალა. თანაც ეს აზრის შეცვლა დააკავშირა თავის სხვა იდეასთან – სახელმწიფო სოციალური სერვისები ეკონომიკის ხარჯებფექტურობას და ზრდას უწყობენ ხელსო.
იდიოტობის ინტეგრაცია საღ აზრში ეხლა გეტყვი თუ რა თქვა კონკრეტულად. თქვა, რომ აღომოვაჩინეო, რომ ქალმა ჯობია იმუშაოს, ვიდრე სახლში დარჩესო, ესო ეკონომიკის ზრდას და დასაქმების ზრდას ყწობსო ხელსო. ყოველი 100 ქალი, რომელიც შრომის ბაზარზე გადის დამატებით 15 სამუშაო ადგილს ქმნისო. თანაცო დიდი ხანი თუ არ იმუშვა ქალმა მერე კონკურენტუნარიანობას კარგავსო და ეს სეიზლება ბავშვების სიღარიბეზე აისაოხოსო. ეხლა გეტყვი როგორ ხსნის დასაქმების ამ ‘პოზიტურ ეფექტს’. ქალი რო სახლიდან გავაო, მერე კაცსო საჭმელს არავინ გაუკეთებსო და კაციც იძულებული გახდებაო რესტორანში წავიდესო საჭმელადო რაც თავის მხრივ ოფიციენტებზე მოთხოვნილებას ქმნისო და ქალეითვის ახალ სამუშაო ადგილებსო, ესე იგიო.
ეს ხუმრობა არ გეგონოთ. ანდერსონი აღიარებს რო ქალების სახლიდან გასვლას დასაქმების ზრდის ეფექტი აქვს მხოლოდ მომსახურების სფეროზე. სხვა კორელაციები არ ასებობს და ამაზე წუხილს გამოთქვამს.
ამგვარად, ნახეთ რა გამოდის. ქალი უნდა გავიდეს შრომის ბაზარზე და დაიწყოს ოფიციანტად მიუშაობა რათა კცს სახლში საწმელი აღარ ქონდეს და ისიც წავიდეს რესტორანში, რაც ოფიციენტებზე მოთხოვნილებას კიდევ გაზრდის და დასაქმებას წაადგება. სახლში კაცმა არაფერი უნდა გაკეთოს, რამდენადაც ეს ოჯახს თვითკმარს გახდის და სამუშაო ადგილებს შეამცირებს ბაზარზე. სახლში რო არავინ დარჩება ბავშვებს უნდა მოუარონ უცხო ძიძებმა, რაც კიდევ გაზრდის მოსახურების სფეროში ქალების დასაქმების შანსებს.
ჯამში რა მიიღო ოჯახმა, რომელმაც მიიღო დამატებითი შემოსავალი ქალის სამუშოდ გასვლიდან? ეს შემოსავალი ეხლა უნდა დაიხარჯოს ძიძაზე და ბავშვის სიღარიბეს ეს არ წაადგება, რა თქმა უნდა. ამასთანავე ბავშვები კარგავენ მშობლებთან ურთიერთობის გამოცდილებას და ეს ბავშვებზე ცუდად აისახება ბევრნაირად, პირველ რიგსი განათლების თვალსაზრისით. დამტკიცებული ფაქტია, რომ განათლების 90 პროცენტზე მეტს ბავშვები ოჯახიდან იღებენ და კერძოდ მშობლებთან ურთიერთობიდან.
მაგრამ ანდერსონს ეს არ აინტერესებს. მისთვის მთავარია ფემინისტური არგუმენტი გააერთიანოს თავის თეორიასთან დასაქმების ზრდის და ეკონომიკის ზრდის ეფექტის შესახებ, რასაც სოციალური სერვისები ხელს უწყობენ.
ამისთვის ის ამბობს, რომ ბავსვები კერძო ძიძამ კი არ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა იყოს სესაფეისი სახელმწიფო სერვისი. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ სახელმწფო სოციალური სერვისები ხელსშეუწყობს ქალის სამუშაოზე გასვლას, გაიზრდება დასაქმება, გაიზრდება ოჯახის შემოსავლებიც და დაიზევა ბავშვის სიღარიბეც. მერე რა რომ ბავშვებს მშობლები არ ეცოდინებათ და მათი განათლებაც დაზიანდება ნომინალური შემოსავლების ზრდის მიუხედავად, ამაზე თვალების დახუჭვა შეიზლება, რამდენადაც დანარჩენ ნაწილში თეორია ლამაზად მოჩანს.
თანაც ეს ტიპი ხვდება, რომ მისი ეს სპეკულაციები მხოლოდ ოფიციანტებს ეხება და რომ ეს ზედმეტი ინტერესი დასაქმებასთან დაკავსირებით ცოტა არაჯანსაღად მოჩანს. ინტევიუში ერთ ადგილას იმასაც კი ამბობს ინტერვიუერი ეკონომიკის ციფრების გაუმჯობესებისათვის გამოდის, რომ თავი უნდა მოვიკლათ მუშაობითოJ
პრინციპსი ეს კაცი იმის გულისთვის, რომ ფემინისტური არგუმენტის ინტეგრაცია მოახდინოს თავის თეორიაში ანგრევს, იმპლიციტურად, თავისავე თეორიის ბაზისური ცნების დისკრედიტაციას. ანუ, დეკომოდიფიკაციის ცნების დისკრედიტაციას. იმით, რომ ქალს ბაზარე გასვლისაკენ მოუწოდებს, ფაქტიურად ლიბერალი ფემინისტების მიზანს აკმაყოფილებს, რომ ქალი და ოჯახი უბრალო საქონლად, ‘კომოდითი’, გადააქციოს.
მე დავწერ ცოტა ხნის მერე ამ სტატიის გაგრძელებას სადაც ვეცდები, რომ ვაჩვენო სიყალბე იმ არგუმენტების რაც ქალის ამგვარ კომოდიფიკაციას აკავსირეს ეკონომიურ ზრდასთან, ტანაც შევინარცუნებ არგუმენტს, რომ სოციალურ მომსახურებებს სახელმწიფოს ხელში ასვთ ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ეფექტი. თუმცა ამაზე ცოტა დრო დამჭირდება.
ეს სტატი უბრალოდ იმიტო დავწერე, რომ მეჩვენებინა თუ როგორ დაჩაგრა დომინანტურმა დისკურსმა საღი აზრი, რომელიც იყო ანდერსონის საწყის ანალიზში.
თუ რამე კარგად ვერ ავხსენი და გაუგებარი ადგილებაი სტატიაში, მომწერეთ.
PS საინტერესო სტატიაა. ავტორს მოყვასსაინტერესო სტატისტიკა იმის სათქმელად, რომ ამერიკაში ოჯახების სემოსავლის სტაგნაცია სოციალურიუთანასწორობის ზრდის სედეგი კი არ არის, არამედ 70 იანი წლებიდნა მოყოლებული ხდებამარტოხელა ქალების ოჯახების წილის ზრდა,რომლებიც ‘სიღარიბით გამოირჩევიან’. სიამდვილეში ეს სტატისტიკა ლიბერალურიფემინიზმის მავნე გავლენაზე მეტყველებს. ამ კონცეფციაზე დაყრდნობილი რიგი პოლიტიკები იწვევდნენ ქალის გადევნასშრომის ბაზარზე, რაც დამანგრევლად მოქმედებდა ზირითადად ღარიბ ოჯახებზე და იწვევდამათ დაშლას, რაც კიდევ უფრო აუარესებდა ოჯახების სიღარიბეს. მარტივად რომ ვთქვათ,ღარიბ წყვილს არც ბავშვების მოვლის დრო რჩებოდათ და არც იმის შემოსავალი, რომ ძიძააეყვანათ. მეორეს მხრივ ქალის და კაცის ერთდროული დასაქმება ზრდიდა ოჯახისსემოსავალს. ამიტომაც ავტორის ჰიპოთეზა, რომ საშუალო ამერიკელების (99%, მისი ინტეპრეტაციით) ოჯახების ნგრევამგამოიწვია მათი შემოსავლების სტაგნაცია არის სისულელე – უბრალოდ მოხდა საშუალოამერიკელების შემოსავლის ოდნავ გაზრდა ფემინისტური ძალადობით ქალის იძულებითიშრომით, ხოლო ამ შრომამ ღარიბი ოჯახების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, საშუალოშემოსავალი დარჩა უცვლელი. ეს ყველაფერი მარტივი კანონზომიერებით აიხსნება: ოჯახისათვის,ისევე როგორც საწარმოსათვის, უფრო ხარჯეფექტურია შრომის სპეციალიზაცია – ერთი მუშობს გარე ბაზარზე, ერთი სახლში. ღარიბი– ოჯახის შემთხვევაში ეს არის გენდერული სპეციალიზაცია, რამდენადაც სახლშისამუშაოდ ვერავის ვერ იქირავებენ. რეალური გენდერული თანასწორობისათვის ერთადერთიგზა სოციალურ თანასწორობაზე გადის მაშინ, როცა ლიბერალური ფემინიზმი არის საშუალოფენისათვის სიღარიბისგან თავის დაღწევის გზა ღარიბების კიდევ უფრო გაღაიბებისხარჯზე იმისათვის რათა მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ მუშა მოსამსახურეთახელფასების შემცირებით.
--------------------
http://nukriko.blogspot.com/
www.planeta.ge
http://www.youtube.com/watch?v=XXp0eAgqJBY
Мой грех - есть зависть к доблести
in peace vigilance in war victory in death sacrifice
|