აღარ ვიცი რა ვთქვა....
გაეროს განვითარების პროგრამის კვლევას დებ და საიტი არ მევასებაო...
თუ ვინმე გჩაგრის (

), უფროსს მიმართეო, იჩივლეო. დავწერე 9 ქალი ჩიოდა და არაფერი მოხდა-თქო, გაუპატიურების დამტკიცება რთულია როგორც ხალხისთვის, ისე სასამართლოში-თქო...
ვგრძნობ, ბატონო, ვგრძნობ თავს დაჩაგრულად. მე თუ არა, ჩემი მეგობარი გრძნობს და დავწერე, რომ ყველაფერი ან მე შემემთხვა, ან ვისაც შეემთხვა ვიცნობ-მეთქი.
კვლევა და აკადემიური ტექსტი თქვენ არ გინდათ, ჩემი გლეხური სიტყვებით ნათქვამი თქვენ არ გინდათ...
ქალებში სექსიზმი, რაც ასევე პრობლემაა მართლა, არ მიყვარსო და შენ თვითონ იბრძოლე, თუ გჩაგრავენ, ჩემი იმედი არ გქონდესო.
ერთეულებს რომ აქვთ თანაბარი და ზოგჯერ ქალებს კაცებზე მეტი ანაზღაურება, ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ზოგადი მაჩვენებლით წინ გვისწრებენ ყველანაირად.
კვლევის სათაურები მაინც რომ წაგეკითხათ ან ცალი თვალით შეგეხედათ დიაგრამებზე, ამდენ წერას ხომ ჯობდა?
ერთი ქრისტიანებს არ ესწავლებათ ქალების პატივისცემა და მეორე ქართველებს კიდევ. არადა არ მიყვარს ასე ლაპარაკი, ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაც კია აქ, მაგრამ გრძეეეეელი გზაა ჯერ კიდევ და ფეხს არ ვიცვლით ადგილიდან.