რელიგიურ ფანატიზმზე უარესი ფანატიზმებიც არსებობს
მაგრამ მგონი შინაგანი დისკომფორტების გამოა მავანათა რეაქცია რელიგიაზე და დამოკიდებულება.
აი ფანატიკოს მორწმუნეს როგორც აჟრჟოლებს გაუცნობიერებლად ათეისტის ხსენებაზე
ისე ემართებათ ციებ-ცხელება "რელიგიის" ხსენებისას ზოგ ათეისტს (უფრო ანტი-თეისტს)
მზად არიან, ნებისმიერ საუბარში ჩაერთონ გააფთრებით, სადაც რელიგიას ახსენებენ და ყველას უმტკიცონ რაღაცა (მე მგონია, რომ უფრო საკუთარ თავს უმტკიცებენ)
ყველაფერში რომ რელიგია ელანდებათ და ყველაფერში რომ რელიგიას ჩრიან
ჩაციკლულები არიან იმენა
აი ასეთი ჩაციკლული გინდა მორწმუნე იყოს და გინდ ურწმუნო
ორივე მზადაა, ერთმანეთი კარგა გემოზე დაალილაონ
ამიტომ რელიგიურ ფანატიკოსებს რომ გაანათლებთ, მერე ამათაც მიხედეთ

საინტერესოა მეორე მომენტი:
მოტივი ხალხის განათლების?
რელიგიური ფანატიზმის აღმოფხვრის?
საზოგადოებაზე ზრუნვა?
This post has been edited by trank on 16 Aug 2015, 19:17