#39403349 · 12 Jan 2014, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ahasver
QUOTE | რატო არ შეესაბამება ? ჩვენ ხო თანამედროვე მატერიალისტურ ფილოსოფიის თემაში ვართ ? ხოდა თანამედროვე ფიზიკა, რომ უარყოფს მატერიალიზმს არ უნდა ითქვას? |
არ შეესაბამება, წაიკითხე თემის სათაური ყურადღებით და პირველი პოსტი. მე სოციოლოგიაზე ვაპირებ ძირითადად მსჯელობას და შენ კვანტურ ფიზიკაში მითრევ.
QUOTE | მე მაპატიე მაგრამ ეს კომენტარი უადგილოა ! რას ნიშნავს ენერგიას ართმევს ? |
ძალიან მარტივია სინამდვილეში ყველაფერი: დაკვირვებაც მატერიალური მოვლენაა და ურთიერთქმედებს მატერიასთან. რაზეც შენ საუბრობ, ტალღური ფუნქციის კოლაფსი, ამას შეიძლება სხვა ახსნაც მიეცეს და არა მხოლოდ ის, რომ შესაძლებლობა იქცევა კონკრეტიკად. კი ბატონო, მეც მგონია, რომ კვანტურ ფიზიკას სჭირდება ათეისტის ხელი, იქ ჯერჯერობით თეისტები დომინირებდნენ.
მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: არსებობს თემები კვანტური ფიზიკის შესახებ საბუნებისმეტყველოში. არსებობს თეიზმი ვერსუს ათეიზმი აქვე განყოფილებაში. სიამოვნებით ვიდავებ შენთან იქ.
აქ ეს დავა ოფტოპიკია _ გარწმუნებ, როგორც თემის ავტორი და, იმედი მაქვს, არ გამომაყენებინებ მოდერატორის ფუნქციებს, აზრობრივ არგუმენტებს დამჯერდები.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|