გზა.
ეს გზა კიბესავითაა და საფეხუროვანია.
მწვერვალის ძირიდან დანახული ქვეყნიერება, მწვერვალიდან დანახული და მწვერვალის ძირში არსებული უფსკრულის სიღრმიდან --- სხვადასხვანაირია, მუხედავად იმისა, რომ ერთ მთლიანობას უმზერ.
გონება ის ჭუჭრუტანაა --- საიდანაც უმზერ გარემომცველ სამყაროსაც და შინაგანსაც კომპლექსურად.
სხვადასხვა საფეხურიდან სხვადასხვანაირად აღიქმება არსებული ერთიანი რეალობა სწორედ ზემოთხსენებული ჭუწრუტანის სიდიდიდან გამომდინარე.
,,ბიბლია იმხელაა --- რამხელაც მისი მკითხველია!''
საფეხურია ხედვითი აზროვნება: შეხედავ, იხილავ და მყისიერად უწყი რა არს --- დაუფიქრებლად.
ადამიანის ტვინი არსებობს, ვითარდება მუდმივად მოძრავ და ფორმათა ცვლად რეალობაში, რომელსაც პირობითად დრო უწოდეს სხვათაგან გამოსარჩევად.
როდესაც იშვა მშვენიერება --- იშვა სიმახინჯეც.
როდესაც ეწოდა რაიმეს მაღალი --- იშვა მდაბალიც და ა,შ.
ესაა უკიდურესობების და დაყოფის სათავე ერთი მთლიანობისა?
იქნებ ორი სამყაროა --- ორი მთლიანობა?
ნათელი და ბნელი.
წარუვალი და წარმავალი.
,,ომს'' ვინ აცხადებს?
გააზრება ამისა უკმარია და ხედვა კი ხედავს.
ჯერ აუხსნელს და შეუცნობს, მაგრამ რეალურ მოვლენებს --- უბრალოდ ანომალიური მოვლენები უწოდეს.
ეს ანომალიები ჩვენ მწირ ცოდნას ჰგონია შეუთავსებელნი რეალობასთან --- არადა ისინი არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.
ამას უმეცრებანი ჰქვიან და წარმოშობენ განათლების მიღების აუცილებლობის იმპულსებს ეს უკმარისობანი.
მატერიალურ უმცირეს ნაწილაკებს ანტიმატერიალური სამყაროსაკენ მიჰყავს ცნობიერი ხედვანი.
სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ.
ცვალებადიდან უცვლელისაკენ.
ურწმუნოენა რწმენისაკენ და ა,შ.
არც მეორე უკიდურესობანია უქმად....
ესაა მამისა და მამინცვლის ..ომების'' გამარტივებული ახსნა ცნობიერი ხედვისაკენ.
მიზეზი ომისა რაი არს და რა არს ცნობიერი სურვილი სიცოცხლისა --- არა წარმავალისა, არამედ მარადიულისა?
რაც არ არსებობს --- ამავდროულად არ არსებობს ამ არაარსებულზე თუნდაც რაიმე აზრის ქონის არსებობაც კი.
ხედვა კი ამას აცნობიერებს მშვენივრად.
რატომ?
ტვინი და მისი ,,პროდუქტნი'' წარმავალია-ცვლადია-მოწყვლადია და განა მკვდარს ძალუძს უკუდავის ხილვა-შეცნობა?
ხედავს --- ვინ და რა?
ვინაა ეს წინასწარმეტყველი, რომელიც ამ პირობითი დროის არტახებს არღვევს, გადის წრიდან --- იგივე ობადიშიდან-საბადებლიდან ზე-საფეხურზე განზომილებათა კიბეზე?
იგი ხედავს სამ-ოთხეს და გზასაც უკან დასაბრუნებლად --- იმიტომ, რომ ახსოვს იქაურობა დაცემამდის... გამოძევებულსა.
ამიტომ ნატრობს ყოველი ბედნიერებას --- მამასთან დაბრუნებას!
ისიც გეძებს დაკარგულ და გზაარეულ ბეკეკას.
ეს შეხვედრაა ბედნიერება!
ამ გზაზედ გევლოთ ყოველსა!
ერთი ამოსუნთქვით დაგიწერეთ ახლა.
This post has been edited by triumpi on 12 Jan 2014, 13:45