#39623598 · 29 Jan 2014, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
QUOTE | ტაძარი/მეჩეთი რაღა საჭიროა? თუ ადამიანს უნდა ლოცვა საამისოდ რამე განსაკუთრებული ადგილია საჭირო მაინცდამაინც? |
აბუ ზარრ ალ-ღიფარიმ, ღმერთი იყოს მისით კმაყოფილი, გადმოსცა რომ მუჰამმადმა, ღმერთმა დალოცოს იგი, თქვა - მთელი დედამიწა გამასუფთავებელია და მეჩეთიო (აბუ დავუდი, 2/99). სასაფლაოების და დაბინძურებული ადგილების (აბანო-ტუალეტი, ცხოველების სადგომი, სადაც ისინი ისაქმებენ) გარდა ყველგან შეუძლია ადამიანს ლოცვა.
QUOTE | რას ჰქვია მკვდრის თავზე |
კაცი რომ მოკვდება მოლას მოიყვანენ და მის თავთით ყურანს კითხულობს, იასინის სურას.
QUOTE | მარგი ქმედების კოეფიციენტი რამდენი აქვთ? ანუ თხოვნების რა ნაწილი სრულდება და რა ვადებში? |
 მაგის ექსპერტი შირაზაა, მაგან იცის ეგ დაფარულები და მაგას კითხე  QUOTE | კაცო ვერ გავიგე ეს. თხოვნას ღმერთი/ალაჰი ასრულებს, იმამი თუ მისი საფლავი? |
თხოვნას ალლაჰი ანუ ღმერთი ასრულებს. იმამი და საფლავი ფულის საჭრელი მანქანებია. Asmodeus
QUOTE | ღმერთს საერთოდ არაფერი არ სჭირდება, ეს შენ გჭირდება შუამავალი ღმერთთან, იმიტომ რომ თავად ვერ მიხვალ ვერანაირად ღმერთამდე რაც არ უნდა ეცადო. |
მიხვალ თუ მიჰყვები იმას, რაც მან დააწესა. შუამავლებმა შეასრულეს თავისი მისია და მოიტანეს ეს დაწესებული ჩვენამდე.
|