კი
ეკლესიიდან გამოვედი და პირდაპირ საფლავთან მისვლას ვაპირებდი. უამრავი ხალხი დამხვდა. რამდენიმე მამაოც. მომერიდა (საერთოდ ვერიდები ყველაფერ ძვირფასთან მიახლებას,როცა ბევრი თვალია დამსწრე).
საკმაოდ მოშორებით ჩამოვჯექი, პირდაპირ ქვის პატარა ყორეზე. გულში ვფიქრობდი, ნეტავ ხომ არ გამინაწყენდება ბერი? პატივმოყვარეობაში ხომ არ ჩამეთვლება ახლოს მიუსვლელობათქო...
უაზროდ ვიყურებოდი აქეთ–იქით ამ ფიქრში.
რატომღაც მანძილის მიუხედავად, ძალიან ახლოს მესმოდა ყველა ხმა საფლავთან მოგროვილების. უცებ ეკლესიის თავზე ცისარტყელა გადაიჭიმა. რამდენიმე მტრედმა ერთად შეაფართხალა ფრთები და აფრინდა სახურავიდან.
ვიჯექი და პირდაღებული ვუღიმოდი ნანახს. მომეჩვენა,რომ უკეთესი სანახაობა ვიხილე სხვებზე.
ყურს ისევ ხმები მოწვდა. დაახლოებით ასეთი დიალოგი.
გოგო_ საცოდავი. ნახე როგორ იცინის. რა უაზროთ იყურება. ალბათ გიჟია...
ბიჭი_ საიდან მოიტანე. რაღაც დაინახა ალბათ.
გოგო_ გიჟია, დამიჯერე. არ ეტყობა?
ბიჭი_ როდის ისწავლი ადამიანების ცნობას. ჩაცმულობას დააკვირდი, უაზრო დასკვნებს რომ აკეთებ.
დავიწყე ხმების მოძებნა. ეზოში რომ პატარა სალოცავია იქვე რამდენიმე სკამი დგას. ერთზე წყვილი ზის და ჩემსკენ იყურება. ესენიც თითქმის იგივე სიშორით, როგორც მამა გაბრიელის საფლავი.
გავუღიმე და წამოვედი.
ჩემი მეგობარი ერთი დედაოს მოსანახულებლად იყო ასული დედებთან. გასაღები გამოვართვი და ჭიშკრის გარეთ მდგარ მანქანას მივაშურე. ცხელდა ძაან. ჩავჯექი და კარი ღიად დავტოვე. ჩემი ნაჩუქარი დისკი ჩავრთე. ზანგური ქაოსი დავატრიალე უცბად.
გვერდზე ვიღაცეებმა ჩაიარეს. ხმები:
_ ხომ გითხარი შე გოიმო. გიჟი შენ ხარ, ეგ კი არა.
_ ვაიმეე რას წარმოვიდგენდიი. დავიჯერო ასეთი მანქანა მაგისია?
)))))))) ასე გავიცინე მეც. სულ ეს იყო. პატარა თავგადასავალით კმაყოფილი წამოვედი. მეგობარიც კარგად ვაცინე. კიდევ უნდა წავიდე.
Mako Subladze
ამ პატარა თავგადასავალით ჩემდაუნებურად გითხარით...
სასწაულის ნახვას ჭირდება გულწრფელი რწმენა და არა კონკრეტულ ადგილზე მისვლა. თუმცა მისვლით არაფერი დაშავდება პირიქით წაგეხმაროს შეიძლება კიდეც.
წყვილის მაგალითზე გითხარით, რომ რასაც ვხედავთ ყოველთვის არაა ის, რაც გვგონია.
მიუხედავად იმისა, წყვილიდან ერთი მეორეს საპირისპიროს ამტკიცებდა,ორივე ცდებოდა. რადგან ერთიც და მეორეც ნახახით მსჯელობდა და არა გრძნობით(შეგრძნებით).
ეკლესიის გუმბათზე რაც მოხდა იმის აღწერით გითხარით ის, რომ მსგავსი შეიძლება ნახო ბევრგან,მაგრამ უნდა მიხვდე რა მომენტში და როგორ. ზოგჯერ პასუხია, ზოგჯერ მინიშნება.
მართლაც რომ... დიდება უფალს!
კიდევ წავალ და ბევრჯერაც... : )
This post has been edited by nene5 on 17 Jan 2014, 15:11
მიმაგრებული სურათი
იმედის და ცირკის შორენიები თუ არ ,,მოძღვრავდნენ,, ბებიაჩემს,იმიტომ ვერ გაატარა თავისი 75 წლიანი თანა–ცხოვრება ბაბუაჩემს ჩახუტებულმა. ილეთები კი არა,ნიჭი უნდა ბიძია სიყვარულს.
forum.ge თეა თუთბერიძის ოფიციალური ფორუმი. გაეცალეთ, იცეკვონ:D
დათიკო, Y(იგრეკი)–(სინდისი+ნამუსი) =????