#43087526 · 7 Dec 2014, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (დათიკო @ 23 Jan 2014, 14:37 ) | სამყარო სავსეა ათასგვარი უცნაურობით. კარგი რამეა ფიზიკა. ცოტა მეტი განათლება რომ იყოს საზოგადოებაში მსგავს ფსევდო სასწაულებზე არ ავარდებოდნენ და საკთარი თავის შეცნობისკენ აიღებდნენ გეზს. აი ინებეთ ხმისა და წყლის საოცარი ურთიერთქმედების ამბავი: |
გასაგებია დათიკო ეს ყველაფერი რომ ფიზიკით შეიძლება აიხსნას და კიდევ ბევრი სხვა რამით, მაგრამ გარდა იმისა რომ ყველაფერი სასწაულია ისედაც, სასწაული კონკრეტულად იშვიათ შემთხვევას არ ითვალისწინებს? დღესასწაულიც ჩვეულებრივი დღისაგან იმით არ განსხვავდება რომ იმ დღეს განსაკუთრებული რამ მოხდა? მაშ რა ეგონებოდათ 1 საუკუნის ქრისტიანებს როცა კითხულობდნენ ღმერთი ავლენს წვიმას კეთილისთვისაც და ბოროტისთვისაცო არ იფიქრებდნენ რომ ეს სასწაულია? იქნებ ღმერთი უშვებს იმას რომ ამ ქვეყნის კანონებითაც აიხსნას ეს ყველაფერი, იქნებ მართლაც მიდის მდინარე იორდანე და ამას ახსნაც ქონდეს, არ გამიკვირდება ღვთაებრივ ცეცხლსაც თუ ექნება ახსნა როგორ ხდება გარდმოსვლა, მაგრამ მთავარი ის კი არ არის რომ სასწაულები არსებობს მთავარია რას დავუძახებთ ჩვენ სასწაულს, შეიძლება ნებისმიერმა ილუზიონისტმა გაიმეოროს იგივე რაც პეტრემ გააკეთა და წყალზე რომ გაიარა, მაგრამ ეს სასწაული არ იქნება, თუმცაღა შეიძლება ორივე აიხსნას ფიზიკური კანონებით თუ რაიმე მსგავსით და მაინც რჩება ის ილუზიონისტად და პეტრე პეტრედ. არც ფარაონს ეგონა რაიმე განსაკუთრებულობა კალიების შემოსევაში ღმერთმა უბრალოდ დაუშვა რომ ეს მომხდარიყო და იმათზე უშვებს რომლებიც ან ურწმუნონი არიან ან პირიქით ვინც ძალიან მორწმუნეა. თუმცაღა მაინც გაურკვევლობაა ღმერთი ცნობს თუ არა ფიზიკის კანონებს რა ემართებათ ხატებს მირონის დენის დროს, ან ივერიის ღვთისმშობლის ხატი როგორ დადის თავისით ეს ხომ აუხსნელი მოვლენაა, ვერც იმას ახსნიან წმინდა გიორგის ხატი როგორ ხოცავდა ურწმუნო სარკინოზებს რომლებმაც გაბედეს და ისარი ესროლეს მას ეს ხომ სასწაულია პირდაპირ ასეთი რამე განსხვავდება ბუნებრივ მოვლენებს შორის რომელიც ასევე სასწაულია(უფრო უცნაური) და ასევე ამასაც ღმერთი უშვებს იქნებ იორდანე მანამდე არ მიდიოდა უკან და ნათლისღების შემდეგ დაიწყო ყოველ ნათლისღებას უკუსვლა, რომც მოუძებნონ ახსნა ხომ არის სასწაული თუ არა? აღდგომის თარიღი ბიბლიაში არ არის მითითებული და სწორედ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლით არ გავიგეთ როდის იყო ეს მოვლენა? რომც ახსნან შეიცვლება ამით რამე? ის ხომ მაინც სასწაულად დარჩება.
This post has been edited by sanfol on 7 Dec 2014, 13:20
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
|