#39601322 · 27 Jan 2014, 14:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hushta
QUOTE | სინდისის ქენჯნა როცა გაწუხებს, გწამს რაღაც უფრო ზე-ცნობიერი ღირებულებების ვიდრე ცნობიერია. ზე-ცნობიერია, ის დაბადებასთან და აღზრდასთან ერთად განვითარდა და არ არის გაცნობიერებული. |
მე კი მგონია, სინდისის ქენჯნა არასწორი მოვლენაა, უნდა წუხდე იმას, რომ შენი შიგთავსი არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ გარემოს გამოცდისთვის გაეძლო. ამის გამოსწორება მხოლოდ კონტენტის ანუ შიგთავსის გაძლიერებით შეიძლება, გადართე სინდისის ქენჯნა სიტუაციის გამოსწორების რეალური გზების ძიებაზე.
რაც შეეხება მორალურ კოდექსს, იმ ადამიანისთვის, რომელიც აცნობიერებს მის საჭიროებას, ეგ პიროვნების ნაწილია, საკუთარ "მე"-სთან იგივდება და სულაც არ დგას "მე"-ზე მაღლა, "მე" ხალისით ასრულებს მორალის მოთხოვნებს და აცნობიერებს მათ აუცილებლობას და მიზანშეწონილებას. მესმის, რომ "id"-ზე მაღლა დგას, ორგანიზმს გიჩაგრავს, მაგრამ "ego" სხვაა და "id" სხვა, ხომ მართალია? "მე"-ზე მაღლა მაშინ დგას "სუპერეგო", როცა არ გესმის მორალური მოწოდებების აუცილებლობა, შენთვის უცხოა ისინი და ჯოჯოხეთით ან რაიმე ანალოგიურით შეშინებული, უხალისოდ ემორჩილები მაინც.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|