შოპენი, "ოცნების აპრილი", 100% ეხმაურება რეალობას!
თუ ვინმეს გაინტერესებთ, მაქვს პრეტენზია, რომ პითაგორას კვალს მივყვები და ტემპერაციის ზოგადი ფორმულა ვიცი:
fn = f0 * L^n/m
სადაც f0 არის პირველი ნოტის, სუბკონტროქტავის „დო“ ნოტის სიხშირე (16,4 ჰერცი მახსოვს, ანუ ეს არის ის სიხშირე, როცა ცალკეული დარტყმების, კაკუნის აღქმა გადადის ბგერის აღქმაში და თან დოს ფორმას იღებს). fn არის ნებისმიერი შემდგომი ნოტი.
L არის ერთისგან განსხვავებული მთელი რიცხვი. ტემპერაციის ევროპულ სისტემაში 2-ის ტოლია.
m _ არბიტრარული სიდიდე, რამდენ ნაწილადაც ვყოფთ ოქტავას. თანამედროვე ევროპულ სისტემაში 12-ის ტოლია, ეს მოდის იმ შეთანხმებიდან, რომ ოქტავა დაყოფილია 12 ნახევარტონად.
n უკვე ნებისმიერი მთელი რიცხვია, ესაა ნახევარტონებში დაშორება fn და f0 ნოტებს შორის.
fn _ n-ური ნოტის სიხშირე ჰერცებში.
რამდენიმე საკითხი ჯერ გაურკვეველი მაქვს თავში და თუ ვინმემ იცით და ამიხსნით, მადლობელს დაგრჩებით.
1) როგორც ვიცით, სმენა, როგორც ფარდობითი, ისე აბსოლუტური, შეძენილი უნარია. ადამიანს თან დაყვება მხოლოდ ან უნარის გააქტიურების ნიჭი. შეიძინება ძირითადად მუსიკის მოსმენით და რეპროდუქციით, ასევე მუსიკის ვირტუალური შესრულებით "თავში". ფარდობითი სმენა, ანუ ნოტებს შორის ინტერვალების, კვარტის, კვინტას, ოქტავის დაჭერა ყველაზე იოლია. უფრო ძნელია ნოტის აბსოლუტური ტონის განსაზღვრა პირველივე მოსმენით, კამერტონის და ტექნიკის გარეშე. ვინმე ხომ არ არის წინააღმდეგი ამ თეორიული მტკიცების?
ახლა კითხვა: რომელიმე ნოტის აბსოლუტური ტონის განსაზღვრა არის ყველაზე იოლი? თუ ყველა ერთნაირი სირთულისაა?
ჩემი აზრი რომ ვთქვა, ადამიანს უფრო უკეთ ესმის შუა ოქტავები. მაგ ბგერითი ტალღების სიგრძე დაახლოებით ადამიანის ფიზიკური ზომების თანაზომადია. მაგალითად, F3 მესამე ოქტავის ფა (მიაქციეთ ყურადღება, ფა-ზე ორივე სისტემა, აბეცედეეფი და უტრემიფა _ ერთმანეთს ემთხვევა!) 2793.83 ჰც და 12.3 სმ სიგრძის ტალღებია და საკმარისია ყურების ოდნავ მიბრუნ-მობრუნება, რომ აღქმა იცვლება. საშუალოდ მამაკაცის დაფის აპკებს შორის მანძილია ეს სადღაც.
ქალის თავი საშუალოდ ოდნავ უფრო პატარაა და მესამე ოქტავის უკვე სოლი იქნება იოლაღსაქმელი ნოტი: G3 3135.96 ჰც, 11.0 სმ.
ველოდები თქვენს კრიტიკას.
2) ინტერესი მკლავს, გავიგო, აუცილებელია თუ არა რომ L იყოს მთელი რიცხვი, თუ ნებისმიერი წავა. ან როგორი სიტუაცია იქნება, ვთქვათ, ნეპერის რიცხვით ტემპერირებულ სისტემაში?!
რა სიტუაცია იქნება არა წრფივ-ლოგარითმულად ტემპერირებულ სისტემაში, არამედ, ვთქვათ, ოქროს კვეთის ან სხვა არაწრფივი სისტემის გამოყენებით?..
3) ძირითადი მელოდია უფრო ხშირად არის ხოლმე ფარდობითი. ანუ მისი ჩატანა შეიძლება ქვედა ოქტავებში ან ამოტანა ზედა ოქტავებში, მთავარი _ სწორი ინტერვალების შენარჩუნებაა, მელოდიის ბუნება და აღქმა კი ძირითადად ერთნაირი რჩება, მაგრამ მაინც არის ხოლმე საკმაოდ საგრძნობი განსხვავებები.
კითხვა: რა განსაზღვრავს, რომელი მელოდია რომელ აბსოლუტურ სიმაღლეზეა უფრო ლამაზი. არის რაიმე კანონზომიერებები თუ ინდივიდუალური გემოვნების საკითხია? არსებობს რაიმე ტიპის მელოდიები, რომელიც იმდენად სათუთია, რომ იკარგება, თუ სიმაღლე შევუცვალეთ?
This post has been edited by ლაბარნა on 10 Apr 2014, 11:05
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)