აბულაბასკარაქის წარმოებას კურთხევა რად უნდა?

რა შუაშია ღმერთი ბიზნესთან?
ამას წინათ სტატია წავიკითხე: ვიღაც უცხოელი ბიზნესმენი აცხადებდა, ბიბლიაში ფულის კოდი აღმოვაჩინე, გავშიფრე და სწორ ინვესტიციებს აქედან გამომდინარე ვაკეთებო. მიმდევრები ყავდა. თავის ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოითხოვდა და ხალხს პირდებოდა, ამ კოდიდან გამომდინარე სწორი ინვესტიციების გაკეთებაში დაგეხმარებითო.
სჯერათ მისი ვიღაცეებს.
ნამდვილად სირცხვილია. ქრისტეს რომ ფულის კოდებზე ეფიქრა, მაშინ ბიზნესმენი იქნებოდა და არა მქადაგებელი!
რელიგია ბიზნესს არ უნდა დაუკავშირო.
ვინც რელიგიის სახელით ბიზნესს აწარმოებს ან ბიზნესთან დაკავშირებით კურთხევებს იძლევა, ქრისტეს ჭეშმარიტი წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს.