მოკლედ კიდევ ერთს მოგმართავთ, თქვენო უსათნოესობავ და ამით დავასრულებ აქ წერას.
სანამ მოგმართავდეთ, ხმამაღლა ვივარაუდებ და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის არა მარტო დოგმატური ღვთისმეტყველება არის ცნობილი. თუკი მხოლოდ დოგმატურს ცნობთ, მაშინ ძილისპირულად მაინც გამოგადგებათ.
ასე რომ - ორივე შემთხვევაში, კარგია თქვენთვის.მაშ, დავიწყოთ:
ფუმფულლოყებიანო მწყემსო, პატივცემულო დეკანოზო, ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანის არსი ოკეანის მსგავსია. მარად უბიწო და ხელთუქმნელი.
ღვთაებრივი ეთერის მსგავსად ის აღამაღლებს მხოლოდ ფრთაშესხმულთ.
მზის მსგავსიც არის ადამიანის არსი, რომელმაც არც თხუნელას გათხრილი გზები იცის, არც - გველის სორო... (მინიშნებებია, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ).
თუმცა მხოლოდ ღვთაებრივი "მე" არ არის დავანებული ადამიანის არსში, ანუ თქვენშიც (დავუშვებ იმას, რომ ადამიანი ხართ და განვაგრძობ).
ბევრი რამ თქვენში ადამიანია (გარკვეულწილად მორჩილებაში იმყოფებით და ვარჯიშობთ გარკვეული სურვილების მოთოკვაში - საწყისისთვის კარგია) და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ადამიანი. უგვანი ჯუჯაა, რომელიც რულმორეული დაბორიალობს ნისლში და ცდილობს გაღვიძებას.
... მაგრამ ჯუჯას თავზეც გავიარე! თქვენში რომ ადამიანია, ახლა იმაზე მსურს საუბარი, რადგან სწორედ მან იცის და არა თქვენმა ღვთაებრივმა არსმა, ან ჯუჯამ - რა არის დანაშაული და სასჯელი.
ბევრჯერ მსმენია თქვენნაირების საუბარი ბოროტის მქმნელთა შესახებ - თითქოს ბოროტის ჩამდენი ერთი თქვენგანი კი არა, არამედ ვიღაც უცხო ყოფილიყოს, თქვენს სამყაროში შემოჭრილი ვიღაც მოძალადე, მაგრამ რატომ არასოდეს არ უფიქრდებით იმას, რომ მსგავსი საუბრით თქვენ ეპოტინებით უკვე შედეგს და არც გსურთ ყური ათხოვოთ მიზეზის მოჩურჩულე ხმას?
პატივცემულო, თქვენი საუბარი ქმედითუნარიანია, რადგანაც საუბარიც ქმედებაა და ნუთუ არ დაფიქრებულხართ და არ გაგჩენიათ სურვილი, იმათში (მოყვასში) და თქვენშიც აგენთოთ სანთელი, რათა ნათელგეყოთ მიზეზის ის მოჩურჩულე არსება, რომელსაც ახლა ასე გამალებით ებრძვით და შეცდომით ადამიანი გგონიათ. ის ადამიანები გგონიათ ბოროტნი, ვინც სარეცელს იზიარებდა ყინვასთან.
პატივცემულო, შეცდომებზე, რომლებზეც ასე მკაცრად მიუთითებთ ადამიანებს, ჰკიცხავთ და წყევლით მათ - წაქცეულებთან აიგივებთ, ნუთუ არ გტკივათ მაინც მათი დაცემა?
ნუთუ არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ერთი თქვენგანი როცა წაიქცევა (ანუ მოყვასი თქვენი როცა წაიქცევა), იგი ასევე იმათთვისაც ეცემა ვინც მის უკან მიდის. ეს ხომ გაფრთხილებაა, რომ სხვებმა არ წაიბორძიკონ?
წაქცეული იმათ გამოც ეცემა, ვინც წინ გაიჭრა მტკიცედ და ლოდი შებრკოლებისა არ ჩამოიშორა გზიდან, რომელზედაც უკანმომავალნი წაიბორძიკებდნენ? - გესმით, დეკანოზო, თუ ვის მივმართავ აქ?
ხომ გგონიათ და დარწმუნებული ხართ კიდეც, რომ თქვენ ბრძანდებით წინწასული, ჰოდა რატომ არ აიკაპიწეთ ანაფორა თბილი და რატომ არ აჩუქეთ ყინვით გათოშილებს სიყვარული გრილი?!
იქნებ განელებულიყო მათი ანთებული გულები და ჩამცხრალიყო აბობოქრებული აზრთა ეტიუდი?
... მაგრამ სამწუხაროდ ცალკე განიხილავთ საკუთარ არსებობას და ვერ მიმხვდარხართ იმას, რომ უბიწონი და მართალნი (ასეთად მოისაზრებთ საკუთარ თავს) ვერ ამაღლდებიან ყოველ თქვენგანში (თქვენში და მოყვასში) დავანებულ უზენაესზე მაღლა და ვერც ბოროტნი ვერ დაეცემიან ყოველ თქვენგანში დავანებულ უმდაბლესზე დაბლა.
ერთნი ხართ! ერთ ნაკადად მიემართებით! გაიგეთ ეს!
თუმცა ერთნი ხართ სინამდვილეში?..
კიდევ ერთს გეტყვით, თქვენო ლმობიერებავ:
თუკი ის ადამიანები, თქვენი დახასიათების მსგავსად, წარმოადგენენ მტრებსა და ავისმქმნელთ, არც თქვენ ხართ აბრამის ბატკანი, რადგან მართალი, რომლის ხელებიც სუფთაა, მონაწილეა ავაზაკის დანაშაულში.
რაც თქვენ ასე გულითადად გსურთ, მოიაზრებოდეთ და არსებობდეთ სამყაროს (სამყაროთა) კანონზომიერებების მიღმა, დასაწყისშივე განწირული იქნებით, რადგან თქვენ არ ხელგეწიფებათ გათიშოთ სამართალი უსამართლობისგან და სიკეთე-ბოროტებისგან.
ეს მაკროკოსმიური კანონზომიერებაა და ამ კანონზომიერებას არ ფლობთ თქვენ!
ასე რომ ჯერ კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ თქვენი ყოველი სიტყვა და დამოკიდებულება, რადგან კეთილიცა და ბოროტიც მზის წინაშე ერთად არიან წარმდგარნი, როგორც ურთიერთჩაგრეხილი თეთრი და შავი ძაფი. როცაკი შავი ძაფი წყდება, მქსოველი ქსელს შეავლებს თვალს და საქსოვ დაზგასაც შეათვალიერებს.
თქვენ თუ საკუთარ თავს მსაჯულად და სიმართლის მეტყველად მოისაზრებთ, მაშინ სამართლიანობა გმართებთ და თუკი სიყვარულთან თანაზიარების პრეტენზია გაგაჩნიათ, მაშინ მითხარით, გეთაყვა, თუ სად მთავრდება სიყვარული და იწყება სამართალი? თუკი ამ შეკითხვის პასუხი გაქვთ და ფლობთ მას, მაშინ ქედს ვიხრი ახალი "ვიშვან კარმანის" წინაშე!
კმაყოფილო მსაჯულო, განვითარებული მოველენებისა და ღვთისმეტყველების კრიტერიუმების გათვალისწინებით რა განაჩენს გამოუტანთ იმას:
1. ვინც სხეულით უბიწოა, ხოლო სულით კი ბიწიერი?
2. ვინც კლავს სხეულს, თავად მას კი სული მოუკლეს?
3. ვინც ცრუა და მოძალადე, ოღონდ ამავდროულად განაწყენებული და შეურაცხყოფილი?
4. როგორ დასჯით იმას, ვისი სინანულიც ბევრად აღემატება მისსავე ცოდვებს?
5. თუ თქვენ სიმართლისა და ჭეშმარიტების მაძიებელი ხართ რას იზამთ და როგორ გაირჯებით იქამდე, ვიდრე ღვთაებრივი ნათლის შუქზე არ იხილავთ ყოველივე ნამოქმედარს ყოველივესი და იხილავთ ჭეშმარიტებას, რომ ამაღლებულიცა და დაცემულიც ერთი და იგივე ადამიანია - გაჩხერილი თავისი მიწიერი ჯუჯის არსის ღამისა და ღვთაებრივი არსის დღეს შორის?..
თქვენო უმორჩილესობავ, ეკლესიის თაღის ლოდი არ არის უფრო აღმატებული ეკლესიის ბალავრის ყველაზე ქვედა ლოდზე! თქვენ რომელი ხართ ამ ორ ლოდთაგან?..
ამათგან დიდად კი არ განსხვავდებიან ისინი, ვინც თქვენ დაწყევლეთ!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სამწუხაროდ თქვენ ჯერ არ გიყვართ ადამიანი...... და ბოლოს:
თქვენი სული როცა ქარში დაძრწის, მაშინ თქვენ, მიტოვებულ-დაუცველნი, სიავეს სჩადიხართ სხვების მიმართ და ამდენად საკუთარი თავის მიმართაც და ამ შეცოდებების გამო როცა მიაკაკუნებთ კურთხეულის კარს - ლოდინი მოგიწევთ, ვერ შეგნიშნავენ...
პ.ს
თუკი სურვილი მექნება, იმასაც აგიხსნით, თუ რატომ გიყვართ მედუზა!
არწივი9სამართალთან დაკავშირებით გამოდის რომ აშშ-ს დემოკრატია შედარებითი სიკეთის მატარებელი ყოფილა და თან პირადი ინტერესების პრიორიტეტული ჟინით აღვსილი.
სადამას გულშემატკივრობას რაც შეეხება, ალბათ მეხუმრეთ

რადგან თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ზოგადად მისნაირების მიმართ თუკი ისინი საკუთარ ქმედებებს რელიგიის სახელით ახორციელებენ.
იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რაც დათესა მან სამყაროში, როგორც ობიექტური რეალობა და ტკივილი (და არა მარტო ობიექტური), მაინც მეცოდება...
ვერცკი წარმოვიდგენ ამ ტკივილის "მოცულობას" და სადამას ამჟამინდელ განცდებს...