#39961236 · 23 Feb 2014, 22:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasa
QUOTE | ამ წინადადებაზე ტვინის ნახევარსფეროები გამენასკვა ისე საინტერესოდ წერთ მართლა. |
ამ საკითხებზე საინტერესოდ და ბევრად უფრო გამართულად ორიოდე თანაფორუმელი წერს აქ. მე მათთან შედარებით ზუსტად ისეთივე პატარა ვარ, როგორც ციყვი დათუნიასთან შედარებით. ჩავეღრუჩუნე მათ და ბეეევრი ვაკოცე!
QUOTE | მოკლედ ერთხელ ბიჭებმა სპირიტიზმის მუღამში მყოფებმა თეფში დავატრიალეთ და სული გამოვიძახეთ.ეს სული რომ მოვიდა რაღაცეები ვკითხეთ ზოგმა მომავალი ცოლის სახელი კითხა ზოგს შვილების რაოდენობა და სქესი ა ნტერესებდა მე კიდევ საფეხბურთო ანგარიშები და მეორე დღეს კი მომაგებინა ასი ლარი ჯიგარმა.smile.gif))მარა მერე აღარ უნდოდა წასვლა და ძლივს გავაბრუნეთ უკან.მაგრად შეგვაშინა და მერე სიონში მოვინანიეთ |
ტეტუუუ, აი რა ჰქენით?! მთლად გედირიეთ კაცო?! გოგოები (ყველა არა, ცხადია) კიდევ მესმის (თუმცა მაინც არ მესმის) - პრინცი თეთრ რაშზეო თუ მერსედესზეო და ვეღარ ითმენენ და საცხა დაძრომიალობენ იქოურში, მარა ბიჭები? ნუ, ოდინ რაზ მოჟნო, თუმცა მაინც ნე მოჟნო კი არა და ნელზია, რადგან მაი სული კი არა ვინცხა ადამიანისა ქე რომ იცნობდით და გაგებები, მაი ბატონო ჩემო დაცემული იერარქიის წარმომადგენელი იყო - რომელიმე ძლიერი დემონის ტაკიმასხარა, აპააა. ჰოდა იმ ყაზილარს რაღა აკრიჭებდა
QUOTE | მამაომ ამდენი კაცი რო დაგვინახა რა უბნელები ხართო და მოსვლის მიზეზი რომ გაიგო კინაღამ სიცილით მოკვდა |
ბეწვზე ხართ გადარჩენილები, თუ უაბშე ვინცხა გამაიძახეთ და აქანე ეხლა არ მეიმასქნებით, ანუ მეღადავებით. უაბშეტა რაცხა რო კითხეთ და იმანაც ასტე იქნებაო, და მერე მართლა ყველაფერი კარგი ოუხდა ყველას, რამფერაც თქვენ აგიხდათ მისი პასუხები, როგორ ფიქრობთ საზღაურს არ მოითხოვს, თუ რომელიღაცა რიგითი მამაოს ბურდღუნი შეაკავებს მას იქანე?!
QUOTE | .მერე გადაგვაფარა სუდარა ქვია მგონი თავში წამოგვარტყა და გაგვიშვა. |
მაი კარგად იციან, დაოსტატებულნი არიან მაგნაირ საქმეებში, დალოცოს ღმერთმა მაგნები. აი ის დღესოსწაული როა, პალმები რო მიაქვთ.... მმმმმ, პალმები კი არადა რა ქვია იმას .... მმმმმმ.... ბზა. ჰოდა ერთხელ გარეთ ეკლესიის ეზოში გამოვიდა მღვდელი, ჰოდა ნაკურთხ წყალს აპკურებს ყველა მომსვლელის ბზას, მარა ეს აბდალა ხალხი ხან იქიდან ჩოუხტა მამაოს, ხან აქედან, რო ბეევრი წყალი ეპკუროს მათ ბზასა და ისე შეავიწროვეს ეს მამაო, რო კინაღამ გულყრა დეემართა საწყალსა, თან კარგი ნაკვებიც სჩანდა და პაწა უჭირდა ფერდებში. ჰოდა ერთი ისეთი მოიქნია ხელი და იმდენი წყალი მიაპკურა ერთ მომსვლელს ბზაზეც და ცხვირ-პირზეც, რომა შემდეგ ბზობამდე სუ გაღიმებულს დატოვებდა. ასე რომ ნუ ინერვიულებთ მაი ამბავზე. მთავარია აწი არ ატრიალოთ თეფშები. მაგას ჯობია რულის ტრიალი ფაქიზად და ცეკვისას კიდენა გოგოს ტრიალი ნაზად, აი რო დოუყვავებთ ისე.
პ.ს
QUOTE | უაბშე ადამიანი - ეს ცნობიერების გარკვეული საფეხურია და არა არსება. ადამიანად იმიტომ იწოდება არსება, რომ მას ადამიანის ცნობიერების საფეხურის პოტენცია აქვს საკუთარ არსში განვითარებული - სულ ეს არის. |
სრული სერიოზულობით დავწერე. ყველაფერი ცნობიერების საფეხურია: მინერალიც, ფლორაც, ფაუნაც, ადამიანიც, პლანეტებიც და ა.შ გრძნობადიც და ზეგრძნობადიც. ცნობიერება ვლინდება სხვადასხვა ფორმით, უამრავი ფორმით (ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმებით) და ყოველივეში ქმედებს სიცოცხლე. ცნობიერება - I ლოგოსი - იგივე მამა, სიცოცხლე - II ლოგოსი - იგივე ძე, ფორმა - III ლოგოსი - იგივე სულიწმინდა. არსება, რომელსაც თქვენ უწოდებთ ადამიანს (მე, თქვენ, ის, და ა.შ) ეს არის არსება, რომელიც თავისი განვითარების საფეხურით დღეს იმყოფება ადამიანის ცნობიერების მოცემულობაში, ანუ: 1. ფორმით (სულიწმინდა) - ფიზიკურ-მატერიულ სხეულში (თქვენ, მე, ის და ა.შ გამოვლენილი ვართ როგორც ფიზიკურ-მატერიული არსებები). 2. სიცოცხლით (ძე) - მინერალური (მატერიული კუთხიდან და შესაბამისად ადვილად გასაგები რომ იყოს - ეს ნიშნავს შემდეგს: ფიზიკურ-მატერიულ სხეულში სიცოცხლის უზრუნველყოფა მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის საშუალებით, გამტარობით - ანუ იგივე მინერალური ნივთიერებების გარდაქმნით). 3. ცნობიერება (მამა) - დღის, იგივე საგნობრივი ცნობიერებით. რაც დაიწერა ეს ეხება უშუალოდ ამ მომენტს (ანუ რა მომენტშიც ვიმყოფებით ახლა მე და თქვენ, ის და ა.შ), თორემ ადამიანის ცნობიერების საფეხური უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მოკლედ აღვწერე.
|