#40031514 · 1 Mar 2014, 03:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist
QUOTE | შენ როცა ორს ერთში აერთიანებ არ სცდება ლოგიკას და ჩემი ნათქვამი როცა ეს ორი ერთიმეორეს ისევ სცილდება უკვე არალოგიკური ხდება? |
სუბიექტი ერთია - ქრისტე. სახარებაში საუბარია ერთ პიროვნება იესო ქრისტეზე, სხვა პერსონაჟი სახელად ქრისტე არ არსებობს. ქრისტე ღმერთის სიტყვაა და ქრისტე ადამიანია, ეს ერთი და იგივე პერსონაჟია - ღმერთის განკაცებული სიტყვა.
QUOTE | თუნდაც აქ ორის ამბობ და ერთს გულისხმობ ხო?: |
დიახ, ერთს ვგულისხმობ, ანუ იესო ქრისტეს, ერთარსი მამისა (ღმერთის) და ერთარსი დედისა (ადამიანის) = უფრო მარტივად რომ ვთქვა, ვგულისხმობ ღმერთკაც იესო ქრისტეს.
QUOTE | ანუ ორის ერთობას აღიარებ და დაცალკევების განცდა რომ საჭირო იყო ანუ სიკვდილის განცდა ამის იგნორირება შეუძლებელია, |
დაცალკევება მოხდა ადამიანური სულის ადამიანური სხეულისგან = ეს არის სიკვდილი, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანში ხდება. მაგრამ ღმერთეება ქრისტეს ადამიანურ სულშიც იყო და სხეულშიც, და ყველგანმყოფელია საერთოდ.
QUOTE | ადამიანური სული რომ დაბრუნებოდა სხეულს აღდგომა არ მოხდებოდა, |
აბა აღდგომა როგორ ხდება? ლაზარე როგორ აღსდგა? მისი სული არ დაუბრუნდა თავისსავე სხეულს? ქრისტე როგორ აღადგენდა მკვდრებს? სულებს აბრუნებდა მათსავე სხეულებში, აბა სხვანაირად როგორ?
QUOTE | მხოლოდ ქრისტეს შეეძლო სხეულის გაცოცხლება...
|
ქრისტე თვითონაა სხეულიც, სულიც და ღმერთიც. მან თვითონვე დააბრუნა საკუთარი ადამიანური სული მისსავე სხეულში.
This post has been edited by K. Logos on 1 Mar 2014, 03:25
|