წინა გვერდებზე იყო ლაპარაკი ირანში დედოფლებივით როგორ არიან ქალები,
დიდი მარაზმი,
ირანში:
ქალმა ქმრისაგან უნდა აიღოს ნებართვა პასპორტის გაკეთება თუ უნდა,
კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, ქალის უფლებები განსაზღვრული უნდა იყოს ეკლესიის მიერ,
ქალი, რომელიც თავსაბურავის გარეშე გავა ქუჩაში, 74ჯერ გამათრახდება,
პრობლემა და სპეკულაციაა კონსტიტუციის იმ მუხლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კაცს შეუძლია იყაროს კენჭი პრეზიდენტობისათვის,
ქალს არ შეუძლია იყოს მოსამართლე,
კონსტიტუციის 209-ე მუხლის მიხედვით ქალის სიცოცხლე კაცის სიცოცხლის ნახევრად ფასობს.
ეს კონსტიტუცია.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ირანში:
105-ე მუხლის მიხედვით კაცი არის ოჯახის თავი; ქალი მას უნდა დაემორჩილოს; ქალს არ შეუძლია ქმრის უკითხავად სახლის დატოვება,
1117-ე მუხლი - ქმარს შეუძლია აუკრძალოს თავის ცოლს განსაზღვრული პროფესიის დაუფლება, თუ მას ეს არ მოსწონს,
ჩაქოლვის დროს კაცი წელამდეა მიწაში, ქალი ყელამდე, თუ ქალმა გაქცევა შეძლო, უნდა დააპატიმრონ და ჩაცხრილონ,
თუ კაცმა მოახერხა გაქცევა, ყველანაირი სასჯელისგან თავისუფლდება.
ირანის ცენზურის ბიურომ ოფიციალურად აკრძალა ნებისმიერი კვლევის ჩატარება ქალებსა და მათ პრობლემებზე.
ბოლო მონაცემებით:
დაოჯახებული ქალების 66% არის ძალადობის მსხვერპლი ქორწინების პირველ წელში, ქმრის ან მეუღლის ოჯახის წევრების მიერ.
ქალების 7.3% ძალადობის 9 სხვადასხვა სახის მსხვერპლნი არიან.
ირანელი ქალების 9.63% ნატრობს ქმრის სიკვდილს, არსებული პირობების გამო.
ამ ირანელი დედოფლის ისტორიასაც გავეცნოთ
"I was married at the age of 12, and I had my first child when I was 13. My husband was unemployed and we fought all the time. We never applied for a divorce because I was afraid of losing my child. Finally one night, he poured a bucket of acid over my body and I was completely burned. When I rushed to the sink to flush my face and body. I realized that he had shut off the main water supply. I was taken to the hospital. My operation was held up pending advance money for the surgery, and permission from my husband to operate on my face. My mother sold all of her valuables and provided the money. My husband said he would only permit my operation if I consented to not seeing my children for the rest of my life. Finally, with hospital's pressure on the family court they allowed me to receive the operation on my face and body. "
"12 წლის ვიყავი როცა გავთხოვდი. პირველი შვილი 13 წლის ასაკში მყავდა. ჩემი ქმარი დასაქმებული არ იყო და მთელი დღე ვჩხუბობდით. არასოდეს მოგვითხოვია განქორწინება, რადგან შვილის დაკარგვის მეშინოდა. საბოლოოდ, ერთ ღამეს, მან მჟავა გადამასხა ტანზე და მთლიანად დამწვა. როცა წყლის ავზთან მივვარდი რომ სახე და ტანი ჩამომებანა, მივხვდი რომ ჩემმა ქმარმა მთავარი წყლის მარაგი გამითიშა. წამიყვანეს საავადმყოფოში. ჩემი ოპერაცია არ სრულდებოდა ფულის გამო და ასევე იმიტომ, რომ ჩემი ქმრის ნებართვა იყოს საჭირო, სანამ სახეზე გამიკეთებდნენ ოპერაციას. დედაჩემმა ყველა ძვირფასი ნივთი გაყიდა და ფულით მომამარაგა. ჩემმა ქმარმა მითხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მომცემდა ოპერაციის უფლებას, თუ დავთანხმდებოდი, რომ ჩემს შვილებს მთელი ცხოვრება აღარ ვნახავდი. საბოლოოდ, საავადმყოფოს ზემოქმედებით საოჯახო სასამართლოზე, მე უფლება მომეცა გამეკეთებინა ოპერაცია სახესა და ტანზე."