ვედების მიხედვით კრიშნას გააჩნია შემდეგი ტრანსცენდენტული თვისებები:
1. მისი სხეული საოცრად მშვენიერია.
2. მის სხეულს ყოველგვარი სასიკეთო ნიშანი ატყვია.
3. საოცარი ნეტარების მომნიჭებელია.
4. სხივმფენია.
5. ძლიერია.
6. მარად ჭაბუკია.
7. არაჩვეულებრივად ფლობს ენებს.
8. გულმართალია.
9. სასიამოვნო მოსაუბრეა.
10. ენაწყლიანია.
11. დიდად განსწავლულია.
12. მეტად გონიერია.
13. გენიოსია.
14. აქვს მსახიობური ნიჭი.
15. მეტისმეტად ჭკვიანია.
16. მარჯვეა.
17. მადლიერია.
18. ძალზე მტკიცეა.
19. დროისა და ვითარების გამოცდილი მსაჯულია.
20. ვედებიდან ანუ წმინდა წერილებიდან გამომდინარე ხედავს და საუბრობს.
21. წმინდაა.
22. თვითდამორჩილებულია.
23. შეუპოვარია.
24. მომთმენია.
25. მიმტევებელია.
26. დინჯია.
27. თვითდაკმაყოფილებულია.
28. გაწონასწორებულია.
29. ხელგაშლილია.
30. რელიგიურია.
31. მამაცია.
32. სხვისი შებრალება ახასიათებს.
33. მოკრძალებულია.
34. ზრდილია.
35. დიდსულოვანია.
36. მორცხვია.
37. მინდობილ სულთა მფარველია.
38. ბედნიერია.
39. ერთგულთა კეთილისმსურველია.
40. მას სიყვარული იმორჩილებს.
41. ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელია.
42. ყველაზე ძლევამოსილია.
43. ყველაზე სახელოვანია.
44. სიყვარულით სარგებლობს.
45. მიკერძოებულია ერთგულებისადმი.
46. ყველა ქალს ხიბლავს.
47. ყველა მას ეთაყვანება.
48. ყოვლის მფლობელია.
49. ყველას მიერ პატივცემულია.
50. უზენაესი განმგებელია.
51. მარად უცვლელია.
52. ყოვლისმცოდნეა.
53. მარად უბერებელია.
54. ცოდნითა და ნეტარებით აღსავსე მარადიული სხეული გააჩნია.
55. ყოველგვარ მისტიკურ სრულყოფილებას ფლობს.
56. წარმოუდგენელი ძალა გააჩნია.
57. მისი სხეულიდან ურიცხვი სამყაროები ვლინდება.
58. ყველა ინკარნაციის თავდაპირველი წყაროა.
59. გათავისუფლებას ანიჭებს მტრებს, რომელთაც კლავს.
60. იზიდავს გათავისუფლებულ სულებს.
61. საოცრად მრავალფეროვან გართობებს ასრულებს.
62. საოცრად მოსიყვარულე ერთგულები ახვევიან გარს.
63. გასაოცრად უკრავს ფლეიტაზე, რითაც ყველა ცოცხალ არსებას ხიბლავს.
64. იმდენად მშვენიერია, რომ მთელს სამყაროში ვერაფერი შეედრება.
პს. ველით თქვენს შეკითხვებს და კომენტარებს.