საინტერესოა ასევე აპოკრიფული, ანუ არაკანონიკური წიგნი სეპტუაგინტის თარგმანისა (ბიბლიის ბერძნული თარგმანი), სადაც მდინარე ფისონი ნახსენებია.|
"23. ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.
25. ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში.
26. ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში.
27. ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში." (სიბრძნე ზირაქისა, თავი 24)
ტიგროსი ბიბლიაში მოხსენებულია, როგორც ჰიდეკელი, ხიდეკელი და ევფრატი - როგორც ფარეთი, ფარეტი, ფერატი, ფრატი. ამ ორი მდინარის ადგილი ვიცით და ამაზე არავინ აღარ დაობს, ეს არის მესოპოტამიის დაბლობზე გამდინარე ორი მდინარე.
მესამე მდინარეა გიხონი, გიონი, გიჰონი, რომელიც გარემოუვლის კუშის, ქუშის ქვეყანას, ეს ქვეყანა კი ასოცირებულია ეთიოპიასთან, ამიტომაც ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს მდინარეა ლურჯი ნილოსი, რაც ჩემი აზრით არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ლურჯი ნილოსის სათავე და ტიგროსის და ევფრატის სათავე დაახლოებით 4000 დან 5000 კილომეტრითაა დაშორებული და მათ ყოფთ წითელი ზღვა. ბიბლიაში კი მინიშნებული, ამ 4 მდინარის ერთი სათავე, სადაც იყო გაშენებული სამოთხე, ედემში. ანუ ედემი მოიცავს დიდ ტერიტორიას, ხოლო სამოთხე კონკრეტული ადგილია ამ ედემში, საიდანაც ეს 4 მდინარე იღებს სათავეს. ა.რ. "ლურჯი ნილოსი" გამორიცხულია.
სხვა მოსაზრებით ეს არის ამუ დარიას მდინარე, რომელიც სათავეს იღებს ტაჯიკეთში, საკმაოდ გრძელი მდინარეა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ტიგროსისა და ევფრატის სათავეებისგან დაშორებულია დაახლოებით იგივე მანძილით, რაც ლურჯი ნილოსი 4000-5000 კმ.
მაგრამ გიხონი შეიძლება ასევე იყოს არასი, დღევანდელი არაქსი და ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან მისი სათავე ძალიან ახლოსაა ტიგროსის და ევფრატის სათავეებთან და არაა გამორიცხული, ერთ დროს მართლაც ერთი სათავე ქონდათ. ეს 3 მდინარე თურქეთის ამჟამინდელ მთიანეთიდან იღებბს სათავეს.
დარჩა მეოთხე მდინარე, რომელიც უვლის ხავილას ქვეყანას და სადაც არის ერთადერთი მეტალი, ოქრო, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში (მოგვიანებით ნახსენებია ასევე რვალისა და რკინის ქვეყანა, თუბალები )
რომელია მდინარე
ფისონი? ერთ-ერთი მოსაზრებით, ეს მდინარე დღევანდელი განგაა, რომელიც სათავეს იღებს ნეპალის მთიანეთში, ჰიმალაიში. ნუ, ეს ჩემი აზრით არანაირ ბიბლიურ წყაროებს არ შესაბამება, რადგან მანძილი კიდევ უფრო იზრდება სათავეებს შორის და ვერანაირი გეოლოგიური ცვლილებები ვერ შეცვლიდა ამ მდინარეების სათავეებს ასე. წინაღმდეგ შემთხვევაში ან ტიგროსი და ევფრატი არ არის დღევანდელი ტიგროსი და ევრატი, ან განგა არ არის ფისონი. ეს უკანასკნელი 99% მართებული მგონია.
ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის მდინარე რიონი, საქართველოში, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთებიდან. ეს აბსურდია.
მე ვფიქრობ ფისონის მდინარე დღევანდელი მკვარია, კურ, კურა. მისი სათავეც ასევე ახლოა არაქსის და ტიგროს ევფრატის სათავეებთან
* * *
კურა (მტკვარი) ჩემი ვარაუდით ფიშონ და არას, არაქსიც (გიხონ) მიედინებიან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ისევე როგორც ეს აღწერილია ეზეკიელის წერილში:
- "8. მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები."(ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 47)