ლოგიკⒶრადგანაც - ევოლუცია გვასწავლის, რომ ბევრი ისეთი ორგანიზმი გადარჩა თვითმოტყუების უნარით, აქ იგულისხმება მთლიანი აღქმა, ანუ აღქმა რომელიც შესაბამისია გადარჩენისთვის, თუმცა შეუსაბამოა ობიექტური ჭეშმარიტების აღქმისთვის. დღესდღეობით მეცნიერული თვალსაზრისით ვერ დავამტკიცებთ იმას, რომ ობიექტური რეალობა 180 გრადუსით სხვაა, ვიდრე ვხედავთ, რადგანაც ამ უკანასკნელის ტყვეობაშია ნებისმიერი ჰომო საპიენს საპიენსი და არა მხოლოდ.
ამ ღმერთში იგულისხმება გონი, არა როგორც ადამიანთმცოდნეობის მონა იდეოლოგია, არამედ მთლიანი სამყაროს გონი, რომელიც ამოძრავებს მთლიანად სამყაროს.
სხვანაირად რომ ვთქვათ, სამყარო მეტწილად არსებობს კომპიუტერის ჰარდისა და სოფტის ნაწილისგან, ჩვენ რასაც აღვიქვამთ შეესაბემება სოფტს, თუმცა ვერ ვხედავთ ჰარდს, რადგანაც ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი. ის რომ სამყარო როგორც ვხედავთ ისეთი შეიძლება არ იყოს, მტკიცდება ზემოთ შენ მიერ მოყვანილი ოპტიკური ილუზიებით, თუმცა ვინაიდან ამ უკანაკსნელს მეცნიერულო გადამოწმების შედეგად ვხსნით, არ შეიძლება ჩაითვალოს დიდ დევიაცად, თუ რატომ ზემოთ ავხსენი უკვე. თუმცა, ეს იმის ინდიკატორია, რომ რეალურად ობიექტური რეალობა ხშირად გვატყუებს და ადამიანის ტვინის მიერ მიღებული გარეგანი ინფორმაცია, რომელზეც პასუხი პირველ დონეზე რეგულირდება შემგრძნები ორგანოების მიერ, და არა უჯრედშორისი ქიმიური სიგნალებით (მეორე დონე). სხვა სიტყვებით, აქ იგულისხმება ტვინის მიერ ფორმირებული განცდა, ამას ხაზი უნდა გავუსვათ, რეალურ დროში ფორმირებული განცდა და არა პირდაპირი კოპირება.
მეორე დასტური, იმისა, რომ სამყარო მხოლოდ მატერიალური არ არის, შეიძლება ვეძებოთ იუნგიანურ ფსიქოანალიზში, კერძოდ კოლექტიურ არაცნობიერში, რაც თავის მხრივ, გასული საუკუნეების ოკულტიზმის დერივატია უდავოდ. ამ მხრივ, საინტერესოა თეურგია. მე ვთვლი, რომ ადამიანი კრიტიკულად უნდა უყურებდეს ყველაფერს, გინდ მატერიალიზმის რედუქციონისტურ გააზრებასაც, მაგალითად თუ გეუბნებიან რომ რელიგია შითობაა და მხოლოდ დოგმაა, თავად უნდა მიუდგე მის ძირს და განიხილო, თუ გეუბნებიან რომ ოკულტური გამოცდილება ფსევდო–მეცნიერებაა, თავად უნდა შეამოწმო.
ამის შემდეგ კი გამოიტანო დასკვნები. ფაქტია ის კითხვა რა კითხვაც დასვი მომდინარეობს ისეთი ადამიანისგან, რომელიც ზემოხსენებულს არ ითვალისწინებს.

მე პირადად მირჩევნია სამყარო იყოს წმინდა წყლის მატერიალური და ისეთი როგორსაც ყველა აღვიქვამთ დღეს, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ მეტად კომპლექსურია.
This post has been edited by პოლიმათი on 6 Jun 2017, 19:14