#40883536 · 10 May 2014, 14:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (აზაზელი @ 9 May 2014, 17:49 ) | Bet-El
| QUOTE | | როცა ღმერთი არმაგედონის ომში იბრძოლებს ბოროტთა მოსასპოპად დედამიწიდან |
რა საჭიროა ეს ბრძოლა? სიტყვა თქვა გაქრა, მორჩა.
|
აზაზელი
ღვთის ომი საჭიროა იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც შეიქმნა დედამიწაზე. ღმერთის დაშვებით ხდება, რომ საუკუნეებია, რაც ადამიანი ღვთისგან დამოუკიდებლად მართავს დედამიწას და როგორც მართავს, ყველანი ვხედავთ ამას. ბოროტება მრავლობს დედამიწაზე და ამ ომში ეს ბოროტება ამოიძირკვება დედამიწიდან.
სიტყვა თქვა და გაქრა, მასეც არ არის. ფოკუსნიკივით ხომ არ მოიქცევა ღმერთი: გააქრო, გააჩინა, გააქრო, გააჩინა.
მასე თავიდანვე შეეძლო ადამ და ევაც გაექრო და სატანაც ზედ მიეყოლებინა, მაგრამ ის თავისი სამართლიანი პრინციპებით მოქმედებს. * * *
| QUOTE (აზაზელი @ 9 May 2014, 17:49 ) | | QUOTE | | ამ ომში ელის განადგურება. |
და ვისაც სიკვდილი უნდა ეს ხომ შვებაა მათთვის? რამდენი ადამიანი იკლავს თავს? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის იეჰოვა გაანადგურებს თუ საკუთარი ხელით დაიკიდებს თავს სახრჩობელაზე? ასეთ ადამიანებს როგორ შეაშინებ ამ ბრძოლით?
|
აზაზელი
როცა ადამიანი სიკვდილს ნატრობს, უმრავლეს შემთხვევაში ის აუტანელი პრობლემებისგან გათავისუფლებას ნატრობს, და არა სიკვდილს. ასეთი ადამიანი დიდი სიამოვნებით განაგრძობდა ცხოვრებას, ეს საშინელი პრობლემები რომ არ ჰქონდეს.
ადამიანების უმრავლესობას, როგოროც წესი, არ უნდა სიკვდილი.
მაგრამ ღმერთი არმაგედონის ომით სულაც არ აშინებს ადამიანებს. მართლა არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც საერთოდ არ ეშინიათ სიკვდილის და ცხოვრობენ პრინციპით, რაც იქნება იქნება.
ღმერთი ბიბლიის ფურცლებიდან ემუდარება ადამიანებს, რომ შეიცვალონ და მიატოვონ ცოდვილი ცხოვრება, დაიცვან მისი კანონები და იცხოვრონ მარადიულად.
ფაქტიურად ღმერთი თვითონ იმდაბლებს თავს და ცოდვილ ადამიანებს ეხვეწება, ემუდარება, რომ დაიცვან მისი წესები და სამაგიეროდ მარადიულად იცოცხლონ. ქრისტეც ამიტომ გამოგზავნა და პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტეს მოწაფეებიც ადამიანებს ემათხოვრებიან ღვთის სიყვარულითა და მარადიული სიცოცხლით.
ვისაც ახალი აღქმა აქვს წაკითხული, ეცოდინება, რომ ღმერთი არ აწარმოებს დაშინების პოლიტიკას. ღვთის ომზე ძალიან ცოტა წერია სახარებებში. უმთავრესად კი ის სიყვარულით ცდილობს ადამიანების მოზიდვას.
This post has been edited by Bet-El on 10 May 2014, 14:46
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|